ჰაცუ ბაშო. VI დღე: ტოჩინოშინმა შოდაის მიწოლას ვერ გაუძლო და... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 17 იანვარს, ჰაცუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა კიდევ ერთი მარცხი იწვნია.

ქართველი ფალავანი მიმდინარე ბაშოს ლიდერს, დასავლეთის მე-4 მაეგაშირა შოდაის შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. ამ წაგების შემდეგ ტოჩინოშინს ტურნირზე ბალანსი 2:4-ზე გაუხდა.

გორგაძის მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, ვისთანაც ქართველს პირადი ბალანსი 7:10-ზე აქვს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ტოჩის ეტყობა დაავიწყდა, რომ "ხერხი სჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსა"!
ჭიდაობის მისეული სტილი მეტოქეებმა ძალიან კარგად შეისწავლეს. ტოჩი, შეცვალე ჭიდაობის სტილი!
მანჩო
17 იანვარი 2020 15:18
3
ეჰ მე მგონი ახლოვდება დრო ტოჩიმ ის ნიფხვის მოვალეობის შემსრულებელი, ლურსმანზე ჩამოკიდეს.დდდ სათქმელი უკვე თქვა და ტყუილად იწვალებს თავს ტრამვებმა არა მგონია საშუალება მისცეს ძველ დონეს დაუბრუნდეს.
hhh
17 იანვარი 2020 13:29
1
ძველ დონეს ვინა ჩივის, ვისაც არ ეზარება ყველა მაგას აბურთავებს.
გენო
17 იანვარი 2020 15:45
1
ასეთ უღიმღამო და ხშირ წაგებებს ერჩივნა ტრავმა ბოლომდე მოეშუშებინა და ჯანმრთელს ეჭიდავა.
გამოეტოვებინა წინა ორი ბაშო.
მაგრამ მე მგონია ტრავმებზე უფრო სხვა პრობლემები აქვს და იმედია ვცდები.
წარმატებები ტოჩი!
ბა
17 იანვარი 2020 15:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული