20 იანვარს ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ჰაცუ ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღეს მე-4 გამარჯვება მოიპოვა.
ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ტამავაშის შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა. ამ მოგების შემდეგ ტოჩინოშინს ბალანსი ტურნირზე 4:5-ზე გაუხდა.
გორგაძის მომდევნო მეტოქე სეკივაკე ასანოიამა იქნება, ვისთანაც ტოჩინოშინს 1:3 აქვს ბალანსი.
აქვე გეტყვით, რომ გაგამარუმ მაკუშიტა დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა. თეიმურაზ ჯუღელი ტურნირს 2 შეხვედრის შემდეგ ჩაეხსნა.