ჰაცუ ბაშო. XII დღე: ტოჩინოშინმა ოძეკისგან მტკივნეული მარცხი იწვნია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 იანვარს ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, ჰაცუ ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს დამარცხდა.

ქართველი ფალავანი ოძეკ ტაკაკეიშოს შეხვდა და კოტენაგეს ილეთით წააგო. ამ მარცხის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი ტურნირზე 5:7-ზე გახდა. ტოჩინოშინს ტურნირზე დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი სამივე შეხვედრის მოგება მართებს.

გორგაძის მომდევნო მეტოქე ოძეკი გოეიდო იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 10:18-ზე აქვს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნამდვილი ქართველია.ერთხელ მოიგო და მეტი რაღად უნდა.პაწია გაგულავდა ბიჭი.
ასეა ეს
23 იანვარი 2020 16:57
16
შენ ბალზე არ იჯდე ახლა და....
ვაი შენს პატრონს
23 იანვარი 2020 21:13
0
გმირობის ტოლია სპოცსმენმა მიატოვოს სპორტი ზენიტში,მანამ დაღმა სვლა დაიწყება.

ამას თვითონ უნდა ხვდებოდეს,როგორც ეს მიხეილ მესხმა, დავით ყიფიანმა და კიდევ ბევრმა სხვა სახელოვანმა სპორცმენმა გააკეთა.
დათო
23 იანვარი 2020 16:41
4
იმ დროში სპორტში ფული არ იყო. მესხი და ყიფიანი მოედანზე ფულს არ შოულობდნენ. უბრალოდ თამაშობდნენ. მაგდენს ან მაგატე კარიერის მერეც გამოიმუშავებდნენ

ეხლა სპორტი დიდი ფულია. რატომ მიდიან ჩავი ზლატანი ბექემი და სხვა დიდი ფეხბურთელები არაბეთში, ჩინეთში, ამერიკაში სათამაშოდ. აცადეთ ამ
კაცს ფულის შოვნა და ოჯახის შენახვა, თუ არა თქვენ შეუნახეთ ოჯახი და არ გაუჭირდწბა ამასაც მაგ ნაბიჯის გადადგმა
დრო შეიცვალა
23 იანვარი 2020 21:44
0
ისე მაგათაც ნამუსი აღარ ყოფნით. ზოგზოგიერთმა უნდა აღიაროს რომ წააგო ან ფრეა.
ddgfdf
23 იანვარი 2020 14:05
2

სიახლეები პოპულარული