ჰაცუ ბაშო. XIII დღე: ტოჩინოშინმა ოძეკის მიწოლას ვერ გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 იანვარს ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ჰაცუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს მე-8 მარცხი იწვნია.

ქართველი ფალავანი ოძეკ გოეიდოს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით წააგო. ამ წაგების შემდეგ მას ტურნირზე ბალანსი 5:8-ზე გაუხდა.

სამწუხაროდ, ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსი ვერ დააფიქსირა და ახალი ბანძუკის დროს, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო დაქვეითდება. ამჟამად ტოჩინოშინი დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებას ატარებს.

გორგაძის მომდევნო მეტოქე ბაშოზე სეკივაკე ტაკაიასუ იქნება, ვისთანაც ჩვენებურს პირადი ბალანსი 8:12-ზე აქვს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან, ძალიან მწყინს ჩვენი ტოჩის ასე დაუძლურება!!!
aburjga
24 იანვარი 2020 13:09
0
ლევან, ერთი ბაშო გამოტოვე, მოიშუშე ტრავმები და იბრძოლე ჩემპიონომისთვის.
რაგბის ფანი
24 იანვარი 2020 13:59
1
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ვფიქრობ იმ ფორმას ვერ დაიბრუნებს რაც ქონდა. შესაბამისად სახლში უნდა წავიდეს.
goran
24 იანვარი 2020 13:29
3
ტოჩიმ ისტორია დაწერა, მოიგო იმპერატორის თასი. რაც შეეძლო ჩადო ყველაფერი, ეხლა ამ ეტაპზე ჩავარდნა აქვს, იქნებ ერთხელ კიდევ გაიბრწყინოს მომავალში.
ჯ ი ჯ ი
24 იანვარი 2020 13:49
1
გოეიდო ცუდ ფორმაშია და ოძეკიც ამ ბაშოს მერე აღარ არის. უბრალოდ ტოჩინოშინი ბევრად ცუდ ფორმაშია.
Gera
24 იანვარი 2020 14:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული