24 იანვარს ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ჰაცუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს მე-8 მარცხი იწვნია.
ქართველი ფალავანი ოძეკ გოეიდოს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით წააგო. ამ წაგების შემდეგ მას ტურნირზე ბალანსი 5:8-ზე გაუხდა.
სამწუხაროდ, ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსი ვერ დააფიქსირა და ახალი ბანძუკის დროს, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო დაქვეითდება. ამჟამად ტოჩინოშინი დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებას ატარებს.
გორგაძის მომდევნო მეტოქე ბაშოზე სეკივაკე ტაკაიასუ იქნება, ვისთანაც ჩვენებურს პირადი ბალანსი 8:12-ზე აქვს.