ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, ჰარუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს იშიურას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, მე-5 მარცხი განიცადა.
მეტოქე ლევანს გაბარიტებში აშკარად ჩამოუვარდება, თუმცა იშიურამ ტრავმიან ტოჩინოშინთან პირველ შეჯახებასაც აარიდა თავი, გვერდზე გახტა და ჰენკას საშუალებით დაამარცხა ქართველი გოლიათი.
ამ მარცხის შემდეგ ლევანს 1:5-ზე აქვს ბალანსი და მომდევნო ბრძოლაში ტაკარაფუჯის დაუპირისპირდება.