ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე გამოსვლა კოტონოვარასთან სამწუხაროდ მარცხით დაასრულა.
ლევანს ისევ მტკივნეულმა ფეხმა უმტყუნა და მთელი სხეულით მუხლს ზედ დააწვა. აღნიშნული მარცხის შემდეგ ტოჩინოშინის საბოლოო ბალანსი 6:9-ზე გახლავთ.
მოგეხსენაბათ, ტოჩი მიმდინარე ბაშოს მე-9 მაეგაშირას რანგით შეხვდა და მომდევნო ბაშოზე, მაქსიმუმ 3 საფეხურით დაქვეითდება.