ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი ნაგოიას ბაშოს პირველ საშეჯიბრო დღეს თავის დარად მე-11 მაეგაშირა შიმანოუმის დაეჭიდა და მეტოქე ჩვეულ სტილში, იორიკის ილეთით დაამარცხა.
მოგეხსენებათ, ნაგოიას ანუ ივლისის ბაშო ქალაქ ნაგოიაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო სუმოს სუპერტურნირს ტოკიო მასპინძლობს და დიდი ალბათობით, 2020 წელს ყველა შეჯიბრი იაპონიის დედაქალაქში ჩატარდება.
ტოჩინოშინი, კი რომელიც მე-11 მაეგაშირას სტატუსით შეხვდა მიმდინარე შეჯიბრებას ხვალ, 20 ივლისს მე-10 მაეგაშირა კაისეის დაუპირისპირდება.