ტოჩინოშინმა ნაგოიას ბაშო ჩვეულ სტილში მოპოვებული გამარჯვებით გახსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი ნაგოიას ბაშოს პირველ საშეჯიბრო დღეს თავის დარად მე-11 მაეგაშირა შიმანოუმის დაეჭიდა და მეტოქე ჩვეულ სტილში, იორიკის ილეთით დაამარცხა.

მოგეხსენებათ, ნაგოიას ანუ ივლისის ბაშო ქალაქ ნაგოიაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო სუმოს სუპერტურნირს ტოკიო მასპინძლობს და დიდი ალბათობით, 2020 წელს ყველა შეჯიბრი იაპონიის დედაქალაქში ჩატარდება.

ტოჩინოშინი, კი რომელიც მე-11 მაეგაშირას სტატუსით შეხვდა მიმდინარე შეჯიბრებას ხვალ, 20 ივლისს მე-10 მაეგაშირა კაისეის დაუპირისპირდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
დაგვიჩაგრა ტრავმებმა ჩვენი ტოჩი..... მიდი ლევან, ძალიან გვიყვარხარ.
0
ბატონო ხვიჩა, დაწერეთ თუ შეიძლება გაგამარუს კარიერის დასრულების შესახებ. ბევრი ებრძოლა გაგა ტრავმას მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის. გაგამ ბევრჯერ გაგვახარა წარსულში, ჩვენი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული