ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშოს მე-4 საშეჯიბრო დღეს მეორე გამარჯება მოიპოვა და ბალანსი გაათანაბრა - 2:2.
ტოჩის მეტოქე მე-16 მაეგაშირა ნიშიკიგი იყო და ქართველმა მეტოქე მისთვის იშვიათი ილეთი - ჰატაკიკომით აჯობა.
ლევანი მემდევნო ბრძოლას მე-12 მაეგაშირა სადანოუმისთან გამართავს.
მოგეხსენებათ, ტოჩინოშინი მიმდინარე სუპერტურნირს მე-11 მაეგაშირას სტატუსით შეხვდა. დადებითი ბალანსის შემთხვევაში, რეიტინგში აუცილებლად წინ წაიწევს.