ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, აკი ბაშოს მე-4 საშეჯიბრო დღეს მე-5 მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა და საკმაოდ უცნაური მარცხი იწვნია.
არც ისე ძლიერი სასტარტო შეჯახების შემდეგ ტოჩიმ უკან დაიხია და ფაქტობრივად, თავად გავიდა დოჰიოდან, თან ისე ჩანდა, მაქსიმალურად მოერიდა მეტოქესთან ძალისმიერ კონტაქტს.
დოჰიოდან გასვლის შემდეგ კი აშკარად ჩანდა, რომ მუხლს მოერიდა... როგორც ჩანს, ქართველ მთაკაცს ისევ სტანჯავს ტკივილები...