ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, აკი ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს სეკივაკე შოდაის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
ლევანმა სასტარტო შეჯახებისას მეტოქის მავაშის აღება სცადა, თუმცა არ გამოუვიდა და სამწუხაროდ, მალევე დამარცხდა.
ეს ტოჩისთვის მიმდინარე ბაშოზე მე-4 წაგება იყო. აქტივში ლევანს მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს.