ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, კიუშუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს პირველ მაეგაშირა კირიბაიამას დაუპირისპირდა და მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა.
ბრძოლა ლევანისთვის მარტივი არ გამოდგა, თუმცა ქართველმა გოლიათმა მაინც აჯობა უმცროს მოწინააღმდეგეს და დოჰიოს მიღმაც გაიყვანა.
ეს გამარჯვება ტოჩისთვის მიმდინარე ბაშოზე მე-6 იყო. ხვალ კი ქართველი რიკიში მე-4 მაეგაშირა ჰოკოტოფუჯის შეხვდება.