დღევანდელ შეხვედრაში მეტოქემ ლევანს აჯობა. ლევანმა შეჯახების შემდეგ გადამწყვეტი უპირატესობა ვერ მოიპოვა და საბოლოოდ, დოჰიო პირველმა სწორედ მან დატოვა.
საბოლოოდ, 10 დღის შემდეგ ლევანს მოგება-წაგების ბალანსი 3:7-ზე აქვს. აღსანიშნავია, რომ იანვრის ბაშოზე დარჩენილია 5 დღე და ქართველს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ყველა შეხვედრის მოგება სჭირდება.
მისი მომდევნო მეტოქე მიტაკეუმი იქნება.
დოჰიოზე ნამდვილი ტოჩი ვიხილეთ - იბრძოლა, იომა, მოიგო [VIDEO]