"ტოჩი" მძლავრი შეჯახების შემდეგ გადავარდა და მაკე კოშის ზღვარზეა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის პირველი, ჰაცუ ბაშოს მე-12 დღეს, ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-9 მაეგაშირა ჩიონოკუნის დაუპირისპირდა და დამარცხდა.

გამარჯვების შემთხვევაში ლევანი ბალანსის გათანაბრებას შეძლებდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი სუმოისტის მეტოქე საკმაოდ ცუდ ფორმაშია და ტრავმაც აწუხებს. ამავდროულად, "ტოჩის" მასთან ორთაბრძოლებში უპირატესობა ჰქონდა - 8:2.

მეტოქეები ერთმანეთს თავიდანვე მძლავრად დაეჯახნენ და ჩიონოკუნიმ ოშიტაოაშით გაიმარჯვა - ლევანის დოჰიოდან გადაგდება შეძლო.

ტოჩინოშინი უკვე მაკე კოშის (უარყოფითი ბალანსი) ზღვარზეა, რადგან 5 გამარჯვების წილ 7 მარცხი აქვს. მისი მომდევნო მეტოქე მე-13 მაეგაშირა ჩიიომარო იქნება.

altტოჩინოშინმა მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა... [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ ბოლოს სამმა იოკოძუნამ აღარ გააგრძელა გამოსვლები რომ მიხვდნენ რომ აღარ შეეძლოთ ამა დაგინებული აქვს თუ რას მაზოხისტობს.
სახიჩარი
13:28 20-01-2022
3
ბავშვი ვიყავი 60-იან წლებში. ერთხელ ზაფხულში მეზობელთან თბილისელი შვილიშვილი ჩამოვიდა, კარგი ნაპატიები ბიჭი იყო, ჩემზე 2 წლით უფროსი! ვთამაშობდით ერთად ასე 10 მდე ბავშვი. მერე ამ თბილისელმა შემოგვთავაზა დამეჭიდეთო. ზოგმა ისურვა და დაეჭიდა. რაღაც უცნაურად ჭიდაობდა, ისეთი რამე არ გვენახა. ვინც დაეჭიდა ყველა წააქცია. მეც შემომთავაზა და უარი ვუთხარი, ვიცოდი წამაქცევდა. მერე გავაგრძელეთ თამაში. გავერთე, ეს ქალაქელი უკანიდან მომეპარა, ჩამასო ხერხემალშ ნიკაპი, დამქაჩა და წამაქცია! წამოვხტი და პატარა მუშტები დავუგე, და ვუგე ცხვიროპირში!. მერე ატირებული სახლში წავედი. 15-20 დღე სახლიდან არ გამოვსულვარ სათამაშოდ, მრცხვენოდა რომ წაქცეული მნახეს! ბევრი მიხვდებით რატომ დავწერე ეს პატარა მოგონება!
aburjga
13:04 20-01-2022
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული