მარტის ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-12 მაეგაშირა ჩიოტაირუს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.
სუმოისტები ერთმანეთს მაგრად დაეჯახნენ, თუმცა გადამწყვეტი უპირატესობა ვერც ერთმა მოიპოვა. დოჰიოს ცენტრში ნერვების ომი გაჩაღდა, საბოლოოდ კი ჩვენებურმა იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, ლევანს 4 მოგება და 2 მარცხი აქვს, მე-7 საშეჯიბრო დღეს კი მე-13 მაეგაშირა ჩიომარუს შეხვდება.