ნერვების ომი - ტოჩინოშინმა მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მარტის ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-12 მაეგაშირა ჩიოტაირუს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

სუმოისტები ერთმანეთს მაგრად დაეჯახნენ, თუმცა გადამწყვეტი უპირატესობა ვერც ერთმა მოიპოვა. დოჰიოს ცენტრში ნერვების ომი გაჩაღდა, საბოლოოდ კი ჩვენებურმა იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, ლევანს 4 მოგება და 2 მარცხი აქვს, მე-7 საშეჯიბრო დღეს კი მე-13 მაეგაშირა ჩიომარუს შეხვდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები ლევან..და ორივე კომენტარის ავტორებს..გამხნევებისათვის..დაფასებისათვის.წარმატებები ყველა ქართველს..ვინც სპორტშია..და ვინ სადაც...ქართული სულისაა ეს კაცი..არასოდეს დაუჩივლია..თავის საქმეში ომობს...დიდება საქართველოს...დიდება უკრაინას....
Labirinti...
18:28 18-03-2022
0
ტოჩინოშვილი! ტოჩინოშვილი! :)))) წარმატებები ლევან! ყველა გგულშემატკივრობთ. დაწყველილი ტრავმა რომ არა, ექვსიდან ექვსი მოგება ექნებოდა, მაგრამ არაუშავს.
რატი
12:53 18-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული