ქართველმა ჭაბუკმა "თავისუფლებმა" სკოპიეში ჯამში 7 მედალი დაისაკუთრეს

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე კადეტთა ნაკრებმა გუშინ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში კიდევ ოთხი მედალი მოიპოვა.

55 კგ-ში ევროპის ვიცე-ჩემპიონი დავით აბდალაძე გახდა, ბრინჯაოს მედლები კი გიორგი გეგელაშვილმა (48), გიორგი ნებუნიშვილმა (80) და სოლომონ მანაშვილმა (110) დაისაკუთრეს.

შეგახსენებთ, რომ პირველ საასპარეზო დღეს საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამრიგად, სკოპიეში გამართულ კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა მოჭიდავეებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს დასაკუთრება შეძლეს, რითაც ქართველები 140 ქულით გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილზე გავიდნენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ბიჭებო! წარმატებები მუდამ...!!!
შოთა
10:59 17-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული