ქართველმა მოჭიდავეებმა და მწვრთნელებმა დე ფაქტო ოსეთის დეპუტატის მხარდასაჭერად მისი გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვეს

AutoSharing Option
AUTO PLAY
სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა და მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა რუსე­თის დრო­შის ფე­რებ­ში შე­კე­რი­ლი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტის წევრ ძამ­ბო­ლატ თე­დე­ე­ვის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბი მო­ირ­გეს.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბა" ავ­რცე­ლებს. ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც "რადიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას" მი­ა­წო­დეს, ქარ­თვე­ლი და რუსი მო­ჭი­და­ვე­ე­ბი ერ­თად დგა­ნან. მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნებს - გენო პეტ­რი­აშ­ვილ­ს, ზუ­რაბ ია­კო­ბიშ­ვილს, ნაკ­რე­ბის თავ­კაც გი­ორ­გი იანტბე­ლი­ძეს და ნაკრების ყოფილ მოჭიდავე მამუკა არევაძეს ერ­თნა­ი­რი მა­ი­სუ­რე­ბი აც­ვი­ათ, რო­მელ­ზეც რუ­სე­თის დრო­შის ფონ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია ძამ­ბო­ლატ თედეევის ფოტო.

თე­დე­ე­ვი რუ­სე­თის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი და დე ფაქ­ტო სამ­ხრეთ ოსე­თის
პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტია.

წყარო: Ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
ამათი შემყურე მესხი საფლავში გადაბრუნდებოდა საწყალი.მაგრამ მტრის ვერაგობას ქართველი ბოლომდე ვერასდროს აცნობიერებდა.
ილია
18 აგვისტო 2018 07:42
1
იმედი მაქვს მალე დავიბრუნებთ სამაჩაბლოს და სწორედ მეგობრული,ადამიანური ურთიერთობების დახმარებით შევძლებთ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას.ამ ბიჭებმა ბერჯერ დაამტკიცეს თავისი პატრიოტიზმი და ქვეყნის მიმართ სიყვარული
Dato
17 აგვისტო 2018 16:06
3
რაც არ უნდა იძახონ რომ სპორტი და პოლიტიკა არაფერ კავშირში არ არის ერთმანეთთან მაინც ტყუილი გამოვა იმიტომ რომ სპორტში ქვეყნის ინტერესებს იცავ და სწორედაც რომ კავშირშია თანაც არა მარტო ჩვენთან არამედ მთელ მსოფლიოშიც.ამ მაისურების ჩაცმით აბა რა გააკეთეს?პოლიტიკა არ არის პოლიტიკოსის მხარდაჭერა?!!! ეს კი რაც ამათ გააკეთეს მართლაც სამარცხვინოა,ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს წარმატებული სპორტსმენი ხარ თუ ჩვეულებრივი მოქალაქე?სამაჩაბლო არის საქართველოს ნაწილი მათ კი უსამართლოდ დაისაკუთრეს და სახელი გადაარქვეს ოსეთად მოიხსენებენ.თედეევი თუ მართლაც მათი მეგობარია შევარცხვინე მე მაგათი მეგობრობა,წართმეული წერიტორიის პარლამენტის წევრი შენი მეგობარი იყოს შენ რა გამოდიხარ?!!! აქ ვერ დავწერ იმ სიტყვას რასაც ესენი იმსახურებენ.ყველა მოსაკვეთია ნაკრებიდან თუდნაც იმიტომ რომ იძახიან თედეევი ჩვენი მეგობარიაო.მეგობარი კიარა ფეხებით უნდა ჩამოკიდო ეგეთი ადამიანი,ტერიტორიას გართმევს, ხალხს გიწოკებს და ამის მერე კიდევ მეგობარს თუ უწოდებ მაშინ შენ რა გამოდიხარ?!!! ამ საქციელს რა ახსნა უნდა მოუძებნონ ვერ ვხვდები. მოღალატე არ გამოდის წართმეული ტერიტორიის პარლამენტის წევრს მეგობარს რომ უწოდებ? აბა რა გამოდის? ამიხსნის ვინმე?
ვახო
17 აგვისტო 2018 13:15
3
კაი ეხლა ნუ ახურებთ აქ ზოგიერთები, ამ ბიჭებმა ბევრჯერ ასახელეს საქართველო და კიდევ ბევრჯერ ასახელებენ და დაანებეთ თავი ამ ბიჭებს, ჩვენი მოჭიდავეები არიან უსაყვარლესი ადამიანები, ნამდვილი ვაჟკაცები და ლომები.
ხვიჩა
17 აგვისტო 2018 12:59
11
ამ ქვეყანას იმდენი გმირი რომ ყავდეს რამდენიც კომბიუტერის ლომიც ყავს ჩვენ ბედს ძაღლი არ დაყეფდაო. რაც შეეხება გენოს და ზურას თქვენ ხართ ყველაზე სახელოვანი ქართველები და თქვენი სახელებით იცნობს კიდევ ბევრი ჩვენს ქვეყანას!
gurami
17 აგვისტო 2018 12:37
8
ხოდა "გვასახელეს", გურამ...
Kaxa
17 აგვისტო 2018 12:54
0
სულ ოთხი მსოფლიო ჩემპიონი ყავს საქართველოს ოთხივე დაგმეთ და ჩაწიხლეთ ჩვენ ხომ მაინც ერთმანეთი არ გვიყვარს. სამაგიეროთ გიყვარდეთ და უბალეშიკეტ რონალდოს მესის ლებრონ ჯეიმს ჯოკოვიჩის და ასე შემდეგ მაგათ საქართველოს სიყვარულით ღამეები არ ძინავთ. გაპოლიტიზებური ერი.
laguna
17 აგვისტო 2018 12:17
15
მიუხედავად წარმატებებისა არ გამიტყდება ნაკრებიდან რომ მოიკვეთონ ეს პიროვნებები, განსაკუთრებით მერუსეთე იანთბელიძე
***
17 აგვისტო 2018 12:01
4
არც მე გამიტყდება შენ რომ მოგკვეთონ ქვეყნიდან!!!
gurami
17 აგვისტო 2018 17:09
1
თუ იმ თედეევმა პირად საუბრებში უთხრა ჩვენს ბიჭებს რაღაც ისეთი, რაც ყველა ქართველისთვის მისაღებია (მაგალითად ის, რომ ცხინვალი საქართველოა და მხოლოდ თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის გამო აქვს სეპარატისტული პოზიცია), მაშინ კიდევ მესმის ეს საქციელი. თუ ეს ჩვენი მხრიდან მხოლოდ ავანსია და "მეგობრული ჟესტი" (ყოველგვარ საფუძველს მოკლებული), მაშინ მე მაგ ბიჭებს ხელს აღარასოდეს ჩამოვართმევდი. ჩემთვის ეგენი ქართველები აღარ იქნებოდნენ.
Maxo
17 აგვისტო 2018 11:52
3
სამარცხვინო საქციელია და არავითარი გამართლება არ აქვს ამ ყველაფერს, რაც არ უნდა იძახონ მეგობარიაო. თავი შეირცხვინეს ქვეყანაც სასაცილოდ ააგდებინეს.
ქარ
17 აგვისტო 2018 11:49
4
იმედია განმარტებებს მივიღებთ ეს რა ფოტოა! მსოფლიო ჩემპიონს კი არა და ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს არ შეეფერება ასეთი საქციელი!
ირაკლი
17 აგვისტო 2018 11:47
3

სიახლეები პოპულარული