ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გეგელაშვილი (48 კგ) ვიცე-ჩემპიონი გახდა.
გიორგი ფინალში აზიის ჩემპიონთან უზბეკ უმიჯონ ჯალოლოვთან დამარცხდა (2:8).
გეგელაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე მეტოქეებს ადვილად სძლია - კოლუმბიელ არმანდო ზულუაგა კუევასს (12:1) და 25 წამში ნაურუელ დაიზიელ დეტუდამოს (10:0).
საქართველომ ტურნირზე 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.