დუშეთში სკონტროლო შეხვედრების დასრულების შემდეგ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ბექა როყვამ ის 10 ფალავანი დაასახელა, რომლებიც ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ:
ნუგზარ წურწუმია (55 კგ), დავით ჩხარტიშვილი (60 კგ), ლაშა მარიამიძე (63 კგ), შმაგი ბოლქვაძე (67 კგ), გიორგი ხუჭუა (72 კგ), თორნიკე ძამაშვილი (77 კგ), ლაშა გობაძე (92 კგ), რობერტ კობლიაშვილი (87 კგ), რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ), იაკობ ქაჯაია (130 კგ).
მსოფლიოს ჩემპიონატი სტარტს 25 ოქტომბერს აიღებს.