იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდნენ, ხუციშვილი და მარსაგიშვილი მედლების გარეშე დარჩნენ

AutoSharing Option
22 ოქტომბერს ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ორი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა, ორმა კი ბრინჯაოს მოპოვების შანსი გაუშვა ხელიდან.

ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ) ტეიმურაზ სალკაზანოვს და უზბეკ იხტიარ ნავრუზოვს სძლია და ნახევარფინალში  რუსეთის წარმომადგენელს, მაგომედრასულ გაზიამაგომედოვს შეხვდება.

ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ვენესუელელ ხოსე დანიელ დიაზ რობერტის და აზერბაიჯანელ ასლანბეკ ალბოროვს მოუგო და ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელ, ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ  აბდულრაშიდ სადულაევს შეებრძოლება.

დავით ხუციშვილმა (79 კგ) ანგოლელი ფრანსისკო დე დეუს კადიმა და თურქი აიჰან სუჯუ დაამარცხა, მეოთხედფინალი ამერიკელ კაილ
დუგლას დეიკთან წააგო, სანუგეშო რაუნდში გერმანელ მარტინ ობსტს 10:0 მოუგო და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ახმედ გაჯიმაგომედოვთან (რუსეთი) დამარცხდა.

დავით მარსაგიშვილმა (92 კგ) რეპეშაჟში მოლდოველ ნიკოლაი ჩებანს 8:0 სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ირანელ ალირეზა მოჰამად კარიმიმაჩიანისთან დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მარსაგიშვილის დიდი გულშემატკივარი გახლავართ, მაგრამ რაც მისი შეხვედრები ვნახე, თითქოს ირონიააო, ყველა შეხვედრა სამარცხვინოდ წააგო.
zurab
23 ოქტომბერი 2018 00:25
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული