
-79 კგ-ში მოასპარეზე ნიკა კენჭაძემ 1/8-ფინალში უკრაინელ ბაბიის 10:5 სძლია, მეოთხედფინალში დაძაბული ბრძოლა რუს მალიკ შავაევთან გადახდა, რის შემდეგაც ქართველი ფალავანი ნახევარფინალშია.
-97-მდე წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძე წინ დამაჯერებლად მიიწევს. მან ჯერ მაკედონიის სახელით მოასპარეზე მაგომედგაჯი ნურვი დაამარცხა, 1/4-ფინალში კი იგივე ბედი ბელარუს ჰუშტინს არგუნა. ნახევარფინალში ოდიკაძის მეტოქე თურქი კარადენიზი იქნება.
მეოთხედფინალებში დამარცხდნენ ბექა ბუჯიაშვილი(-57 კგ), შმაგი თოდუა (-65 კგ). უფრო ადრეულ ეტაპზე კი დათო ტლაშაძე (-70 კგ).
ნახევარფინალური ეტაპი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.