24 იანვარს, უკრაინის ქალაქ ხარკოვში ლეონიდ დუნაის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეების სრული გამარჯვებით დასრულდა. გია კვინიკაძის, ლაშა ქეთიშვილისა და შალვა მუზიაშვილის ხელმძღვანელობით, ჭაბუკთა ნაკრებმა ბოლო დღეს გამართულ გუნდურ შეჯიბრებაში, სადაც 18 გუნდი იღებდა მონაწილეობას, ფინალში მასპინძელი უკრაინის ნაკრები 6-4 დაამარცხა და როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში აბსოლუტური შედეგით დაასრულა ასპარეზობა.
შეგახსენებთ რომ წინა დღეს გამართულ ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ჩვენმა ნაკრებმა 11 მედალი:
ტურნირის ჩემპიონები ნიკოლოზ სანთელაძე (45 კგ), დავით ფაცინაშვილი (65 კგ), ანზორ გოლუბიანი (71 კგ), დავით კოღუაშვილი (80 კგ) და ნიკოლოზ ბარაბაძე (110 კგ) გახდნენ, მეორე ადგილზე ბეჟან ბარსონიძე (55 კგ) გავიდა, მესამე საპრიზო ადგილები კი გიორგი გოგრიჩიანმა (48 კგ), გიორგი ზალკალიანმა (60 კგ), ლუკა ხუჭუამ (80 კგ), გიორგი ჩიხრაძემ და საბა გამთენაძემ (ორივე 92 კგ) დაიკავეს.
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა თავისუფალ ჭიდაობაში ხარკოვის ტურნირზე 10 მედალი მოიპოვა
მომზადებულია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის Facebook-გვერდის მიხედვით