მინსკი 2019: ხინჩეგაშვილი ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუსეთის მოჭიდავეს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ივნისს მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65) ნახევარფინალში გავიდა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავემ მეოთხედფინალში მოლდოველი ანდრეი პერპელიცა 4:1 დაამარცხა.

ხინჩეგაშვილი ნახევარფინალში პრინციპულ მეტოქეს, რუსეთის წარმომადგენელ ახმედ ჩაკაევს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება, რომლის ხილვა "პირველ არხზე" შეგიძლიათ.

სამწუხაროდ, ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) მეოთხედფინალური შეხვედრა აზერბაიჯანელ ნურმაგომედ გაჯიევთან 3:7 დათმო.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოქროს მედლისთვის გიგა მაჭარაშვილი (125) იჭიდავებს, რომელიც ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ანზორ ხიზრიევს შეხვდება. შეხვედრა ჩვენი დროით 21:10 საათზე დაიწყება.

ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ავთანდილ კენჭაძე (74),
რომელიც ბულგარეთის წარმომადგენელ აზამატ ნურიკაის შეხვდება. შეხვედრა ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ლადო მთელი საქართველო ელოდება შენს წარმატბას. ლადო მსოფლიო ჭიდაობის მეფეა.
zaza
18:29 26-06-2019
0

სიახლეები პოპულარული