მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ივნისს, მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე თავისუფალით სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ) ფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან 2:10 დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

თავიდან აზერბაიჯანელი 4:0 დაწინაურდა. ქართულმა მხარემ ეს გააპროტესტა, რაც არ დააკმაყოფილეს და ანგარიში 5:0 გახდა. დარჩენილ დროში ხინჩეგაშვილი ბევრს ეცადა ვითარების თავის სასარგებლოდ შეცვლას, მაგრამ ვერ მოახერხა.

ხინჩეგაშვილმა ფინალამდე მოლდოველი ანდრეი პერპელიცა და რუსეთის წარმომადგენელი ახმედ ჩაკაევი დაამარცხა.

ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად უკრაინის წარმომადგენელ მურაზ მჭედლიძეს შეხვდება. ეს ბრძოლა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს
ოლიმპიურმა გუნდმა ტურნირზე 23 მედალი (6 ოქრო, 7 ვერცხლი და 10 ბრინჯაო) მოიპოვა და საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
იყო დრო როცა ძალიან ვგულშემტაკივრობდი მას გენოს და სხვებს მაგრამ რაც დათუნაშვილთან მიმართებაში გააკეტეს როცა ჯალათი პრეზიდენტის გამართლება დაიწყეს მას შემდეგ მეფიქრება რომ წარმატებას მხოლოდ თავისი ფინასური მდგომარეობის გამო აღწევენ და მაგ დროს ქვეყნის სახელზე ალბთ 10 პროცენტიც არ ფქირობენ.
levani
22:37 27-06-2019
8
ლადო მაგარი სპორტსმენია. უბრალოდ რთულია სამი წონა გამოიცვალო და ისეთივე წარმატებით ეჭიდაო ფიზიკურად უფრო ძლიერებს როგორც ნაკლებ წონაში ჭიდაობდი. 57-ში აღწევდა წარმატებებს, შემდეგ 61-ში, ახლა უკვე 65-ს ჭიდაობს. ძალიან დიდი მატებაა. ბუნებროვად უფრო ჯანიანი ბიჭები არიან ამ წონაში როგორც ჩანს და ტექნიკით რთულია დააბალანსო. იმედია მიეჩვევა და მომავალ ოლიმპიადაზე და მსოფლიო ჩემპიონატებზე ერთხელ მაინც ავა კიდევ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.
მაგარი ბიჭია ლადო
21:02 27-06-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული