ევროპის ჩემპიონი მიშიკო კალაიჯიშვილი (85 კგ) გახდა, რომელმაც ფინალში უკრაინელი პლახტირი 8:2 დაამარცხა, მანამდე კი რუსი და თურქი მეტოქეები ჩამოიცილა.
ბრინჯაოს მედლები ნიკოლოზ ბეშიძემ (41 კგ), გიორგი აბულაშვილმა (57 კგ) და თორნიკე სამხარაძემ (75 კგ) მოიპოვეს.
კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასასვლელად თითო გამარჯვება საბა ქობულაძეს (38 კგ), დავით ფარტენაძეს (41 კგ), საბა კობახიძეს (44 კგ), დავით ოქროპირიძეს (48 კგ), ლუკა ღვინჯილიას (52 კგ) და
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.