გიორგი ჩიხრაძემ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ბულგარეთში მიმდინარე ჭაბუკთა შორის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი ჩიხრაძე (110 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ჩიხრაძე ფინალში რუსეთის წარმომადგენელ არსამაგ ზასეევთან 0:10 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

დავით ფაცინაშვილმა (65 კგ) ბრინჯაოსთვის ბრძოლა იაპონელ რიოსუკე კერასთან 1:3 დათმო.

დავით აბდალაძე (60 კგ) ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელ არიპ აბდულაევთან 0:10 დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

დავით კუჭუაშვილიც (71 კგ) ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელთან, სოსლან ტიგიევთან 0:8 დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გეგეშიძე მე ვარ მამაშენის თაობის. კვირაში ერთხელ მაინც თავისუფლები და კლასიკოსები ავარჯიშე ქართულ ჭიდაობაში.თუ გინდა რომ ბევრი ჩემპიონები გყავდეს.
გივი
31 ივლისი 2019 11:48
0
აზრი არ აქვს არაფერს თუ ბავშვთა ჭიდაობას არ მოხდეს. ძიუდოში თუ სხვა სპორტის სახეობებში ბავშვთა ჭიდაობას პრიორიტეტული და ამის წყალობით მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესოები არიან ქართველები. ბავშვთა საკლუბო ჩემპიონატი დაარსონ და ასევე ყურადღება მიაქციონ მწვრთნელებს და მეც პერსონალს და შედეგი წლიდან წლამდე საუკეთესო ექნებათ როგორც ეს ძიუდოში სამბოში რაგბში. ფულის დახარჯვა ვისაც არ უნდა ბავშვთა სპორტში ის სახეობა ყველგან დაქცეულმა და ამას მაშინ მიხვდებიან როდესაც პეტრიაშვილი და ხინჩეგაშვილი წავლენ ნაკრებიდან. სამწუხაროა ჭიდაობა ეს ყველაზე მაგარი სპორტის სახეობას ასეთ დღეში ამყოფებენ მართლაც დასანანია.
გიო
31 ივლისი 2019 14:34
0
ზასეევი და ტიგიევი არიან ოსები აბდულაევი ლეკი მეოთხე იაპონელია თავმოყვარეობა არა გაქვთ რუგორ აგებთ
gaga
31 ივლისი 2019 11:34
1
რა უბედურებაა რუსებთან ასეთი გამანადგურებელი 3 მარცხი, სხვა პლანეტიდან არიან თუ?
dato
31 ივლისი 2019 08:43
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული