ბუქარესტში ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავეებმა 4 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში კონსტანტინ ალექსანდრუს და იოან პოპოვიჩის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო ჭაბუკთა შორის.

პირველ დღეს, 12 მაისს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა. ოქროს მედალი მოიგო ბეჟან ბარსიონიძემ (55 კგ), გივი ქურხული (60 კგ) ვერცხლს დაეუფლა, ხოლო ნიკოლოზ სანთელაძემ (48 კგ) და დავით აბდალაძემ (60 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

დღეს, 13 მაისს ჭაბუკთა ნაკრებს 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს. ჩემპიონობისთვის დავით კუჭუაშვილი (71 კგ) და გიორგი ჩიხრაძე (110 კგ) იბრძოლებენ, ბრინჯაოს მედალს კი
საბა გამთენაძე (92 კგ) შეუტევს.

UWW-ის ეგიდით მიმდინარე ტურნირზე ჭიდაობის სამივე სახეობაში 22 ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული