ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძემ 61-კგ წონის კატეგორიის ფინალში რუსი მაგომედრასულ იდრისოვი 6:1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ბექამ 1/8-ფინალში მოლდოველი მიჰაი ეშანუს მოუგო- 10:0. შემდეგ ეტაპზე, 1/4-ფინალში ამერიკელი ტილერ ლი გრაფი დაამარცხა- 3:1. ხოლო ნახევარფინალში ინდოელ რაჰულ ბალასაჰებ ავარეს 10:6 აჯობა.
ბექა ლომთაძეს აქამდე 3 ფინალი ჰქონდა წაგებული- 2 ევროპისა და 1 მსოფლიო ჩემპიონატზე. ახლა კი დამსახურებულად მოიპოვა პრესტიჟული ტიტული.
დღეს, 22 სექტემბერს, 97-კგმდე კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭდავებს. მისი მეტოქე ამერიკელი კაილი ფრედერიკ სნაიდერი იქნება.
მოგეხსენებათ, გუშინ, 21 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონობა გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა.