გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 სექტემბერს, ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტახა აკგული დაამარცხა.

პეტრიაშვილი 0:4-ს აგებდა, მაგრამ მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება და ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ფინალამდე პეტრიაშვილმა კოსოვოელი ეგზონ შალა (13:2), სირიელი ბაძა ხუტაბა (14:4) და უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანივსკი (6:2) დაამარცხა.

ირაკლი მწითურმა (92 კგ) მასპინძელ ნურგაიპულის სძლია (2:1) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ხვალ, 22 სექტემბერს ბექა ლომთაძე (61 კგ) ფინალში რუსეთის წარმომადგენელ მაგომედრასულ იდრისოვს დაეჭიდება.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ტაჰა პირველივე ნახევარში სეროზულად დაიღალა, სამ წუთში ტაჰასნაირი მოჭიდავეები არ იღლებიან თუ ძალიან არ ნერვიულობენ. სპორტსმენი კი მაშინ ნერვიულობს, როცა მოწინააღმდეგის ეშინია, გამოდის, რომ ტაჰასა და გენოს შორის შანსი 60/40-ზეა, ეს კი ოლიმპიადის მოგებას ნიშნავს, ანუ გენომ ასე უნდა გააგრძელოს და სუნთქვა უნდა გაიმაგროს, რაც სირბილით მიიღწევა.
ჟორა გაბრიჭიძე
21:10 22-09-2019
3

20:49 22-09-2019
4

სიახლეები პოპულარული