გამარჯვებას ნიკა მელიასა და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი - ზურაბ დათუნაშვილი

AutoSharing Option
გუშინ, 24 აპრილს სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და დღეს ინტერვიუ "მთავარ არხს" მისცა.

"გამარჯვება მინდა პირველ რიგში ჩემს მუსლიმ ძმებს მივუძღვნა, წულუკიძეებსა და მის სამეგობროს ვგულისხმობ. მათ პროვოკაცია მოუწყვეს და უკანონოდ არიან დაკავებულები. ბიჭები, რომლებიც მთელი საქართველოს წესიერების მაგალითი უნდა იყვნენ, დღეს უკანონოდ ციხეში სხედან.

რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ასევე ეძღვნება ნიკა მელიას, რომელიც დღეს საქართველოში თავისუფლების იდეის მატარებელია და ზუსტად ამისთვის ზის გლდანის საპყრობილეში. მსურს, გამარჯვებით ამ ხალხს ეს მძიმე წუთები ცოტათი მაინც
შევუმსუბუქო.

მინდა ქართველ ხალხს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადავუხადო. მადლობას ვუხდი სერბებს, რომლებიც გვერდში დამიდგნენ,"- თქვა დათუნაშვილმა.

ჟურნალისტმა დავით ერაძემ კი დაამატა, რომ ევროპის ჩემპიონმა მადლობა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესაც გადაუხადა, რადგან რომ არა მასთან კონფლიქტი, შესაძლოა ამხელა მოტივაცია არ ჰქონოდა და ევროპის ჩემპიონი ვერ გამხდარიყო.

მკითხველის კომენტარები / 48 /
რაცარუნდა დაძაბული ურთიერთობა ქონოდა ფედერაციასთან სერბეთში რო წავიდა იქ დაამთავრა ყველაფერი. ეს განცხადება ცალკეა ვაფშებ:)).
იკა
25 აპრილი 2021 15:30
70
როცა ჩემპიონობა ხელს არ გიშლის სირად დარჩე!
Delta
25 აპრილი 2021 14:43
22
ჰაჰაჰა ნიკა მელიაო? ხოარ მომესმა. მემგონიეს ღირსი იყო რაცუქნეს
1-0
25 აპრილი 2021 15:24
34
ალბათ, ამიტომაც უქნეს.
.
26 აპრილი 2021 19:36
2
ბიჯო, ახლა რაღაცეებს ნუ აურევ, რაც მე გიგულშემატკივრე და ემოციებში ვიყავი წყალში ნუ ჩამიყრი, რაის თავისუფლების სიმბოლო, შეეშვი მაგას არ არის მაგი შენი ხსენების ღირსი. აი შენ დიდი გმირობა ჩაიდინე იმიტომ რომ ორ უძლიერეს მოჭიდავეს მოუგე. უკრაინელს და ბელორუსს. ბელორუსი ყველას და ყველაფერს ქაჩავს მაგრამ შენთან კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. გეგეშიძე იდაყვებს იჭამს მაგრამ რას იზამს. იხტიბარს ხომ არ გაიტეხავს. ძალიან კლასნი მოჭიდავე ხარ, ასეთი ჩვენ არ დაგვრჩა. ერთი რიკაძე მომეწონა, კარგი მომავალი აქვს.
mdaaa
25 აპრილი 2021 15:43
37
მადლობას ვუხდი გეგეშიძეს რომ საქართველოდან წასვლაში დამეხმარა და სხვა ქვეყანას მოვუტანე ოქროო.. პირწავარდნილი ნაცია! თავისი ჰალსტუხიყლაპია ბელადივით ოღონდ თვითონ იყოს კარგად და საქართველოს მოქალაქეობას და პასპორტს დაუფიქრებლად მოისვრის სანაგვეში.
წიე
25 აპრილი 2021 14:55
27
რა ტყუილად გბალეშიკობდი, ფუ შენი
zuka
25 აპრილი 2021 14:54
22
რურუა რატომ გამოტოვა? :))))) ეჰ, რა მარაზმატიკი ყოფილა... :(
გაუნათლებელი
25 აპრილი 2021 15:21
24
თი ჭიდაობ იჭიდავე ნუ მიედ მოედები
tyyttt
25 აპრილი 2021 14:00
17
აგი ნაციონალი ყოფილა )))
ლშა
25 აპრილი 2021 14:24
16
ვაი შენს პატრონს! ნიკა მელია არსად დაგეკარგოს, ნაცო!
merabi
25 აპრილი 2021 14:32
22

სიახლეები პოპულარული