
"ეჭვგარეშეა, რომ დათუნაშვილი სერბეთში კარიერის პიკში იმყოფება. მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ ის ვოევოდინის (პროვინცია სერბეთის ჩრდილოეთში) საპატიო სპორტსმენად დაასახელეს."
2021 წელი ზურაბისთვის ძალიან წარმატებული იყო და სერბეთს 3 მედალი მოუპოვა - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობასთან ერთად, ტოკიოს ოლიმპიადაზე დაკავებული მესამე ადგილი.
შეგახსენებთ, დათუნაშვილი სერბეთის სახელით 2020 წლიდან, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ გამოდის, საქართველოს ნაკრებში ასპარეზობისას კი 2-ჯერ ევროპის ჩემპიონი იყო.
გამარჯვებას ნიკა მელიასა და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი -
ზურაბ დათუნაშვილი
ზურაბ დათუნაშვილი: გეგეშიძე ცრუობს, მას სურს, ხალხს დააჯეროს, რომ მე კონკურენციას გავურბივარ