2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი გორში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი იქნება.
ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ხინჩეგაშვილი ამჟამად 30 წლისაა და საინტერესოა, რომ მას კარიერა ჯერჯერობით არ დაუსრულებია.
ხინჩეგაშვილი რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსნია. 2012 წლის ოლიმპიადაზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის ასევე არის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული.
შენ წონაში რო დაეყენებინათ გიგა ბოკერია, დავით უსუფაშვილი ან მამუკა მდინარაძე და ეთქვათ რო აწი ეს ივლის ტურნირებზე შენ მაგივრადო, ხო იტყოდი გიჟები არიან რა იციან მაგათ ჭიდაობის ვინც ეგ გადაწყვიტა თავში ტვინი არ ქონიაო? ეგრეა აქაც სამწუხაროდ. გაეშვი მერობას და სპორტს მიხედე, რაც ვიცით ყველამ ის უნდა ვაკეთოთ თუ გვინდა წინ ერთად წავიდეთ