გუნდი "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შეიკრიბა, სადაც წლის პირველ, ზამთრის საწვრთნელ შეკრებას გამართავს
"უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისათვის მზადებას განაგრძობენ, რომელიც ივნისში საქართველოში ჩატარდება. ჩვენი გუნდი 16 იანვარს, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შეიკრიბა, სადაც წლის პირველ, ზამთრის საწვრთნელ შეკრებას გამართავს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სამ საწვრთნელ შეხვედრას ჩაატარებს. 19 იანვარს პირველი ლიგის ლიდერს, რუსთავის "ხარებს" დაუპირისპირდება, 23 იანვარს მეტოქე უმაღლესლიგელი გორის "ჯიქი" იქნება, ბოლოს კი ჩვენს ახალგაზრდა მორაგბეებს 27 იანვარს, ქვეყნის ჩემპიონი თბილისის "ლელო" გამოცდის.

"როდესაც მთელი წლის მოსამზადებელი პროგრამა გავწერეთ, სამი ისეთი შეკრება დავგეგმეთ, რომლის დროსაც ტურნირის რეჟიმში, ანუ ყოველ მეოთხე დღეს ვითამაშებდით. პირველი შეკრება ნოემბერში მოვაწყვეთ. ჯერ რუსთავის "ხარებს" ვეთამაშეთ, მერე კი ბრიტანულ ტურნეზე გავემგზავრეთ. მეორე შეკრების დასრულებამდე სამი თამაში გვექნება ქართულ კლუბებთან, ხოლო გაზაფხულზე სამხრეთაფრიკელ მეტოქეს, "ვესთერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს შევხვდებით.

ბრიტანეთის ტურნეს შემდეგ რამდენიმე ახალი მოთამაშე დავიმატეთ და გვსურს, ისინი საქმეში ვნახოთ. პირველ ორ თამაშში შანსს ის ბიჭებიც მიიღებენ, რომლებსაც წინა შეხვედრებში ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდათ. მესამე შეხვედრას ამ ეტაპისთვის ოპტიმალური შემადგენლობით გავმართავთ, მაგრამ ეს არ იქნება საბოლოო შემადგენლობა.

მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა ბოლო მომენტამდე არავის ექნება გარანტირებული. ჩვენ მუდმივი ძიების პროცესში ვართ და საქმეში ყველას გამოვცდით. ვფიქრობთ, ასეთი მიდგომა კონკურენციას გაზრდის და ივნისისთვის საუკეთესოთა შერჩევაში დაგვეხმარება" - თქვა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.

ამჟამად შეკრებაზე 43 მორაგბეა. მათგან 8 ტრავმირებულია. მწვრთნელებს საქმეში მხოლოდ 35-ის ნახვა შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, მათ საჭიროდ ჩათვალეს, რომ ტრავმირებულები ნაკრებთან ერთად იყვნენ და ასე გაიარონ რეაბილიტაციის კურსი. ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა ლეგიონერების ჩამოყვანა. ისინი "უმცროს ბორჯღალოსნებს" მზადების დასკვნით ეტაპზეღა დაემატებიან.

"ბრიტანეთში სამი ლეგიონერი გვახლდა. ახლა ამის საშუალება არ გვქონდა. ისინი კლუბებში განაგრძობენ მზადებას. გვინდა, რომ დასკვნით შეკრებაზე, რომელსაც მარტიდან დავიწყებთ, ყველა ჩვენთან იყოს. კლუბებთან უკვე დავიწყეთ მოლაპარაკება. შედეგი კლუბების კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, რადგან ასაკობრივ ნაკრებებში მოთამაშეების გამოძახება ოფიციალურად მხოლოდ ტურნირამდე ოთხი დღით ადრე შეიძლება" - განმარტა ილია მაისურაძემ.

საქართველოს ნაკრები

შერკინება: გურამ გოგიჩაიშვილი (ლოკომოტივი), ივანე გელაშვილი (ვეფხვები), პეტრე ჯინჭარაძე, არსენ მაჩალაძე, შოთა არეშიძე, გიორგი ნუცუბიძე (ყველა-აია), ლევან ჭავჭავაძე, ილია სპანდერაშვილი (ორივე-არმია), ლევან პაპიძე, თენგიზ ზამთარაძე, რევაზ დუგლაძე, გიგა გრიგალაშვილი, ბექა საღინაძე (ყველა-ლელო), ნოდარ მექერიშვილი, გელა მახარაშვილი (ორივე-აკადემია), გიორგი ნუცუბიძე, კობა ჯიმშელეიშვილი (ორივე-ჯიქი), თორნიკე აქუბარდია (ხარები), სანდრო მამამთავრიშვილი (თიბისი), თორნიკე ჯალაღონია (ხულიგანა), გიორგი ელისაშვილი (არმაზი), თენგიზ გიგოლაშვილი (პოლონეთი),

უკანა ხაზი: გელა აფრასიძე, ბეჟან გავაშელიშვილი, ბექა მამუკაშვილი, თორნიკე ახობაძე, აკაკი ტაბუცაძე (ლელო), ელგუჯა კიკვაძე, თედო აბჟანდაძე, მირიან მოდებაძე (აია), ალექსანდრე ნახუცრიშვილი, დავით მესხი, ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), თენგიზ პერანიძე, სანდრო სვანიძე, გიორგი კვესელაძე ლუკა დვალიშვილი (არმაზი), დავით მოძღვრიშვილი, ლუკა მარგიანი (აკადემია), გიორგი ნარიმანიძე, დავით თაბუკაშვილი (ხარები), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), საბა სვიმონიშვილი (სამხრეთი აფრიკა), გიორგი წიკლაური, სანდრო ფურცხვანიძე (ჯიქი), გელა ფოლადაშვილი (ივერია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა
ისტორიაში პირველად - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს!
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზამთრის შეკრება გაიარეს
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადებიან