რა სიახლეებია "სამტრედიაში", რომელიც წელს საქართველოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარადგენს...
საქართველოს ჩემპიონმა "სამტრედიამ" "ზამთრის თასზე" გამოსვლის შემდეგ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდი ამ პატარა იმერულ ქალაქში ვარჯიშობს. ცხადია, დავინტერესდით, რა სიახლეებია გუნდში, რომელიც წლეულს საქართველოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარადგენს...

უკრაინელისთვის პირველი...

"სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ უკრაინელი რუდოლფ სუხომლინოვის მიმართ ინტერესი დაადასტურა. "ზუგდიდის" ყოფილი მარცხენა მცველი კიევის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია, ალექსანდრ ხაცკევიჩმა უკრაინელთა დუბლშემადგენლობასა და ახალგაზრდულ გუნდში დააწინაურა და ენდობოდა. მერე გამოდიოდა პირველი ლიგის "ნიკოლაევსა" და ჩერნიგოვის "დესნაში". 2016 წელს რიგის "სკონტოში" გადავიდა, მაგრამ თამაზ პერტიას კლუბმა ვირსლიგაში თამაშის ლიცენზია რომ ვერ მიიღო, უკრაინაში დაბრუნდა, ხოლო ზაფხულში "ზუგდიდში" აღმოჩნდა. მას იჯარა დაუსრულდა და ისევ "დესნას" საკუთრებაშია.

სუხომლინოვი იყო უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი და ყველა ასაკობრივი გუნდის წევრი, ლურჯ-ყვითელი ფორმით კი სულ 35 მატჩი აქვს ჩატარებული. სხვათა შორის, "სამტრედიაში" რომ იწვევდნენ, ეს სუხომლინოვმა დეკემბერში, უკრაინულ გამოცემა "უა-ფუტბოლთან" გაამხილა და არც ის დამალა, რომ სხვა ქართული გუნდებიც იწვევდნენ.

აქ ერთი საინტერესო ფაქტია: სუხომლინოვმა 2013 წელს ბელგიის უმაღლესი დივიზიონის "რუზელარესთან" შეათანხმა კონტრაქტი, მაგრამ ფიფამ სეზონში მესამე კლუბში ჩარიცხვის უფლება არ დართო. ერთი შეხედვით, ახლაც იგივე ხდება: 2016 წელს ფეხბურთელმა სეზონი "ზუგდიდში" დაიწყო, პირველი წრის ბოლოს კი ისევ "დესნაში" დაბრუნდა და იქ 3 მატჩი ჩაატარა.

ფიფას წესებით, მოთამაშეს ერთ კალენდარულ სეზონში მესამე კლუბში გადასვლა არ შეუძლია. მაგრამ უკრაინელ მცველს და ქართულ კლუბს ისევ ფიფას წესი დაეხმარება - საქართველოში ჩემპიონატი მარტში იწყება, "სამტრედიასთან" კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში კი საქართველოს ჩემპიონი რუდოლფისთვის იქნება არა მესამე, არამედ - პირველი, იმიტომ, რომ ჩვენთან კალენდარული სეზონი გაზაფხულზე იწყება და თამაშის უფლებას დართავენ.

ორიდან მხოლოდ ერთი

ახალი წლიდან ქვეყნის ჩემპიონთან ერთად ორი ზუგდიდელი ვარჯიშობდა - ლუკა გუგუჩიამ გუნდი უკვე დატოვა, გურამ სამუშია კი დარჩა და "სამტრედიას" შეკრებაზე გაჰყვება.

"ზუგდიდიდან" წამოსული 22 წლის თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ კონტრაქტს მალე გააფორმებს:

"ისეთ გუნდში ვიყავი, რომელიც უმაღლესი ლიგიდან არ უნდა გავარდნილიყო. შეკრება კარგად გავიარეთ და საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა. სამწუხაროდ, მერე ყველაფერი აირია - ჯერ ხელმძღვანელობა შეიცვალა, მერე - მწვრთნელი, მან კი უკრაინელები სეზონის მსვლელობისას ჩამოიყვანა და ამ არეულობის შედეგიც ვიხილეთ.

კარგი ისაა, რომ გავარდნილიდან ჩემპიონ გუნდში აღმოვჩნდი. ძალიან გამიხარდა, როცა გია ცეცაძემ დამირეკა, პირობებიც კარგი შემომთავაზეს და ბიჭებიც კარგად დამხვდნენ.

ჯერ კონტრაქტი არ გამიფორმებია - "ზუგდიდიდან" გათავისუფლების ფურცელს ველოდები, მაგრამ ყველაფერზე დავილაპარაკეთ და სავარაუდოდ, ორწლიან ხელშეკრულებას დავდებთ", - ამბობს სამუშია.

გურამი 16 წლის იყო, როცა გულშემატკივარმა გაიცნო - ზუგდიდის "ბაიას" გაზრდილი თავდამსხმელი კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ფიგურა გახლდათ და ყველა ასაკობრივ ნაკრებშიც ითამაშა. ახალგაზრდა ფეხბურთელი აღიარებს, რომ სასურველ პროგრესს ვერ მიაღწია:

"ამის მიზეზს სხვაში არ ვეძებ, ეს უფრო ჩემი ბრალია. მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოში სასურველი სავარჯიშო პირობები ყველა გუნდს არ აქვს და ქართველის უცხოეთში წასვლაც ძალიან გართულდა. თუმცა ჯერ 22 წლის ვარ და ცხოვრება წინაა, "სამტრედიამ" კი მშვენიერი შანსი მომცა. იმედი მაქვს, ამ შანსს გამოვიყენებ და ნდობას გავამართლებ".

გამოცდილთა სამეული

საქართველოს ჩემპიონის რიგებში სამი გამოცდილი მოთამაშე ვარჯიშობს - 30 წლის თავდამსხმელი, ქობულეთის "შუქურადან" წამოსული გიორგი ბერიაშვილი, თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი ფორვარდი, 29 წლის დავით ჩაგელიშვილი და ბოლნისის "სიონის" ყოფილი მცველი, 28 წლის ლაშა კასრაძე.

აქვე ვიტყვით, რომ ჯერ არ დასტურდება ფოთის "კოლხეთის" ყოფილი მცველის, რასიმ რამალდანოვის ნათქვამი, თითქოს "სამტრედიაში" იწვევენ.

გიორგი ბერიაშვილი:

"გამიხარდა, ჩემპიონი გუნდის მწვრთნელი რომ მენდო. კლუბთან ერთწლიან კონტრაქტზე შევთანხმდით. არ დავმალავ, საქართველოში სხვა წინადადებებიც მქონდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის პერსპექტივამ და გია ცეცაძესთან მოხვედრის სურვილმა ყველაფერი გადაწონა. მიმაჩნია, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო".

ლაშა კასრაძე:

"ჯერ "სამტრედიასთან" კონტრაქტი არ გამიფორმებია, მაგრამ გუნდში ვვარჯიშობ და დეტალებს ვარკვევ. იმედია, მოლაპარაკებას მალე დავასრულებთ და შარშანდელზე არანაკლები გუნდი გვეყოლება".

ის, რომ "სამტრედიაში" ვარჯიშობს, "ლელოსთან" ჩაგელიშვილმაც დაადასტურა. 29 წლის თავდამსხმელს იმერული გუნდის გულშემატკივრები საკმაოდ კარგად იცნობენ: გარდამავალ ჩემპიონატამდე "სამტრედიაში" ცეცაძემ მიიწვია, ივარჯიშა და საკონტროლო შეხვედრებში გოლებიც გაიტანა, მაგრამ... სატრანსფერო "ფანჯრის" დახურვამდე, მოულოდნელად, გუნდს დაემშვიდობა და "ლოკომოტივში" აღმოჩნდა.

თუმცა, სეზონი მისთვის წარმატებული არ აღმოჩნდა და თბილისური გუნდის დატოვება მოუწია, მაგრამ ცეცაძემ უგუნდოდ არ დატოვა ფეხბურთელი, რომელიც მის მიერ გაწვრთნილი გორის "დილას" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ...

ეს მის ხასიათში დევს...

გია ცეცაძეს ფეხბურთელების "გახსნისა" და დაწუნებულების ათამაშების საოცარი ნიჭი აქვს. მისი არჩევანი გულშემატკივარს აოცებს ხოლმე. ვინმე წარმოიდგენდა, რომ ყველასგან იგნორირებული ბუდუ ზივზივაძე გარდამავალი ჩემპიონატის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე გახდებოდა?

ცნობილი სპეციალისტი თემურ ფოხვერია დარწმუნებულია, რომ ცეცაძის ხელში გუნდი არ დასუსტდება:

"საბედნიეროდ, "სამტრედიას" ცეცაძის სახით ძალიან ძლიერი მთავარსარდალი და ძალიან ნიჭიერი ფიზმომზადების მწვრთნელი, თემურ ლორთქიფანიძე ჰყავს. იმედია, ისინი გუნდიდან წასული ფეხბურთელების ღირსეულ შემცვლელებს მოძებნიან.

ნოდარ ახალკაცმა მოახერხა ქართველი ფეხბურთელების უარყოფითი ენერგიის სასიკეთოდ გამოყენება, რაც ნიჭია და მიიღო ისტორიული შედეგი, რომელიც ვერავინ გაიმეორა. ეს გიას ხასიათში დევს და მასაც შეუძლია გააკეთოს იგივე - გასახდელში მოუგოს თამაში მოწინააღმდეგეს, საბრძოლო განწყობა ასწიოს და ბევრად ძლიერ და გამოცდილ გუნდებს გამოუცდელი ფეხბურთელებით მოუგოს. რაც მთავარია - ლამაზი და შემტევი ფეხბურთის მოყვარულია.

გია გუნდის შედეგით კმაყოფილი არასოდეს მინახავს. განათლების, თავმდაბლობისა და შეუპოვრობის გათვალისწინებით, ის დიდ წარმატებებს მიაღწევს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

valeri
კალაძე ამისთვის გახადე გუნდი ჩემპიონი რო მერე ზუგდიდელებით და სხვა გავარდნილი მოთანმაშეებით ჩაფლავებულიყავი ევროთასებზე?!
samtre
სამტრედია ისევ გაგაოცებთ ნუ ნერვიულობთ, ბევრს არ უნდა სამტრედიის წინსვლა მაგრამ რას იზამ საქმე როცა კეთდება შედეგიც არ აყოვნებს
სამტრედია გულშემატკივარი
კომენტარებს ვკითხულებ და მეცინება... ზუსტად ასე დაცინოდენ ცეცაძეს შარშან სად ნახედ ეს ფეხბურთელებიო და ვიცე ჩემპიონები გახდენ პირველივე წელს და ეხლა კი ჩემპიონობის ტიტული მოიპოვეს. მოითბინეთ და დაელოდეთ მოვლენებს... ფაქტია არ იცნობთ ცეცაძეს თორე არ იტყოდით ეგრე და კიდო არეულობას არასდროს დაუშვებს გუნდში ეგრევა სახლში წავა ეგეტი ფეხბურთელი. პრინციპული ცეცაზე ვინც იცნობს იმათმა კარგად იცის ცეცას მიდგომა საქმისადმი და კიდო ლორთქიფანიძესნაირი ფიზმომზადების მწვრთნელი არარსებობს საქართველოში. მოითბინეთ და დაელოდეთ ზაფხულს
dudu
ცეცაძეს რას ერჩით ვერ ვხვდები.გუნდს არა აქვს მეტი ფული და რაც აქვთ იმით მაქსიმუმს აკეთებენ. ქართველი ფეხბურტელები ვინც კაია ყველას აქვს სხვადასხვა კლუბთან კონტრაქტი და ვისაც დარჩენა არ უნდა ძალით ვერ დატოვებს. ლეგიონერებს რაც შეეხება რამალდანოვი მშვენიერი მცველია საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურს თუ ითხოვთ მაგას ბევრი ფული უნდა და კარგად იცის მერე ცეცაძემ ვინ უნდა მიიყვანოს და ვინ არა
Guadua
არასწორი გზით მიდის ცეცაძე და ამას მალე დაინახავთ, პირველ რიგში ტორპედოსთან წაგებულ სუპერთასის მატჩში. არც რამალდანოვია საჭირო სამტრედიაში და არც რუდოლფა, ესენი რეალურად ვერ მოერგებიან კლუბს. 3 "ცალი" ასაკოვანის მიწვევა 21-22 წლის ბიჭების გვერდით დიდი ასაკობრივი სხვაობით კიდევ უფრო არევს ყველაფერს. თუკი კლუბში მართლა ბრუნდება არაბული და იმედია რომ არც ზივიზვაძეს "გაუმართლებს გადაზრდილობის გამო" საზღვარგარეთ გაქცევის გეგმებში, მაშინ ფაქტიურად უნდა ველოდოთ დიდ კონფლიქტს ძველს კლუბსა და ახალდამატებულ 5-6 კაცს შორის. გუნდი აირევა და აიწეწება, აი ეს არის ის რა გზაზეც დგას უკვე "წარმატებით თავბრუდახვეული" მთავარსარდალი. სამტრედიას არ სჭირდება ლეგიონერები რომელთა სატრანსფერო ფასიც 1 მილიონ ევროსაც კი არ აღწევს. ნუთუ ეს ძნელი გასაგებია? წარმატებები სამტრედიულ კლუბს.
შოთა გუგეშაშვილი
ცეცაზე ამ ფეხბურტელებიტ გინდა საკვალიფიკაციო გაიარო
xxx
ქვეყნის ჩემპიონატს არ ვუყურებ და სამდრედია გახდა ჩემპიონი და ეხლა მემგონი გავრდა უმაგლეს ლიგასი 7 კლუბია ცხრილი ვნახე ვერგავიგე Group White 7 კლუბი და Group Red 7 კლუბი და რომელია ეგ რანაირი ცხრილია ჯგუფის უცნაურია Group Red თამასობს სამტრედია ანუ გავრდა უმაღლეს ლიგიდან თუ Group White არის უმაღლესი ლიგა და 7 კუბი რაღაა რაც საქრთველოს ფებურთია ისეტია ცხრილი რა :DDD სასაცილოა რა პირდაპირ რას აწვალებენ ამ ფეხბურთს რაგინდათ
ლიდერი შეიცვალა... "დილა" პირველია; ფოთელებმა კი "იბერია 1999"-ს მოუგეს
ბასილაძის ჰეთ-თრიქი; ფრე კახურ დერბიში; გაგრას ზედიზედ მეოთხე მოგება
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
სამტრედია-დინამო(თბ) 1:1 - იბრას სტილი და ბოთლი ტრიბუნიდან [VIDEO]
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
კოლხეთი-სამტრედია 1:3 - სამტრედიელთა სამაია [VIDEO]
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ეროვნული ლიგის XXII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
გორის "დილა“ კიდევ ოთხი ფეხბურთელით გაძლიერდა
"დედას მოგიტ...ავ" - ჩხუბი ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერების მატჩში [VIDEO]
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
[VIDEO] ზივზივაძე "დორტმუნდთან" მატჩში გააძევეს
ბუდუ შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჯაბა კანკავა გახდა - ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესოები დაასახელა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" თასზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
"ჰაიდენჰაიმში" ზივზივაძის თანაგუნდელი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადაბარგდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"სამტრედია": ბელოვი დაემატა, სუხომლინოვი წავიდა, აფრიკელები ჯერ არ ჩანან
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს