ექსპერიმენტი, ბევრი შეცვლა და ბევრი გოლი - ეს ყველაფერი ვნახეთ, მაგრამ არსად ჩანდა ის, რითიც ფეხბურთი ფასობს
23 იანვარს დუბაიში შეკრებაზე მყოფი საქართველოს ეროვნული ნაკრები უზბეკეთს დაუპირისპირდა და დაუზავდა. რა თქმა უნდა, ამით აღტაცებულები ვერ ვიქნებით, მაგრამ საბოლოო ანგარიშს არც ცუდი ეთქმის. საქართველოს ნაკრებმა მთლიანად ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშა და სათვალავში უნდა ჩავაგდოთ ის ფაქტი, რომ ამ შემადგენლობას ერთად არასოდეს გაუგორებია ბურთი...

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ვლადიმირ ვაისმა 4-3-3 ტაქტიკური სქემით ათამაშა გუნდი. დაცვის ცენტრში - დავით ხოჭოლავა და გიორგი რეხვიაშვილი, მარჯვენა მცველად - უჩა ლობჟანიძე, მარცხნივ - ლაშა შერგელაშვილი.

სამი ცენტრალური ნახევარმცველიდან უფრო ფლანგებისკენ იყვნენ გაწეულნი ოთარ კიტეიშვილი და ბაჩანა არაბული. კლასიკური საყრდენის პოზიციაზე კი თემურ შონია მოგვევლინა.

რაც შეეხება სამ შემტევს, ფლანგებზე გამწესდნენ ბექა ტუღუში და საბა ლობჟანიძე, შეტევის ფორპოსტი კი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ ბუდუ ზივზივაძეს ეკავა.

მატჩს საერთოდ ვერ ვნახავდით, უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციას პირდაპირი რეპორტაჟი რომ არ ეწარმოებინა. არადა, წინა დღეს ფეხბურთის ფედერაციისგან ასეთი ინფორმაცია გავრცელდა - თითქოსდა, უზბეკებმა თამაშის "დახურვა" მოითხოვეს და რეპორტაჟი არ იქნებაო...

ვერ ვიტყვით, რომ რაც არ გვინახავს, ის ვნახეთ. დაბალტემპიანი, მოსაწყენი თამაში იყო. ისეთი, ოთხი გოლი რომ არ "უხდებოდა".

ძნელია, სრული შთაბეჭდილება შეიქმნა თამაშზე, რომელიც უშუალოდ არ გინახავს, მაგრამ საქართველოს ნაკრებში ორი ფეხბურთელის გამორჩევა მაინც შეიძლება. სხვებზე უკეთ საბა ლობჟანიძემ და თემურ შონიამ ითამაშეს. წესით, ვაისი მათ სამომავლოდ მეტად უნდა ენდოს...

საქართველოს ნაკრებს დაწინაურების შანსი უკვე მე-5 წუთზე ჰქონდა - ტუღუშის გადაცემის შემდეგ უზბეკთა კარის აღებას ზივზივაძე ცდილობდა, თუმცა ვერ გაიტანა.

35-ე წუთზე უკვე ქართველების კართანაც "ჩამოცხა". ელდარ შომურადოვმა, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, ძლიერად დარტყმული ბურთი კარს ოდნავ ააცილა. მერე მის მიერვე თავით დარტყმული ბურთი როინ კვასხვაძემ მოიხელთა.

პირველი ტაიმის ბოლოს კი შომურადოვის მორიგმა თავურმა უკვე მიზანს უწია და უზბეკები შესვენებაზე უკეთესი განწყობით გავიდნენ.

დაიწყო მეორე ტაიმი და საქართველოს ნაკრებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, ანგარიშიც მალევე გათანაბრდა შონიას თავური დარტყმის შემდეგ. ვაისის შეგირდებმა მეტი მონდომებით გააგრძელეს თამაში და დაწინაურდნენ კიდეც და ისევ თავურით - ამჯერად, ზუსტად დაარტყა საბა ლობჟანიძემ და უზბეკთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

სამწუხაროდ, მეტოქემ ეგრევე გაგვითანაბრა: იმავე შომურადოვმა საკმაოდ შორი მანძილიდან ძლიერად და ზუსტად დასცხო - 2:2. უზბეკებს ბოლოს კაცი გაუგდეს, მაგრამ ამან სიტუაცია ვეღარ შეცვალა.

გულდასაწყვეტი იყო ის, თუ როგორ გავუშვით მეორე გოლი - ასე დღევანდელ ფეხბურთში მეტოქეს არავინ "ატარებს". უზბეკი ფეხბურთელი ისე გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე და იმდენი დროც ჰქონდა ბურთის გასასწორებლად, წინააღმდეგობა პრაქტიკულად არ შეხვედრია...

მოკლედ, ისეთი თამაში იყო, კაცი შორსმიმავალ დასკვნას რომ ვერ გააკეთებს. ექსპერიმენტი, ბევრი შეცვლა და ბევრი გოლი - ეს ყველაფერი ვნახეთ, მაგრამ არსად ჩანდა ის, რითიც ფეხბურთი ფასობს - ხარისხი!

დუბაის შეკრებაზე საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს - ხვალ, 25 იანვარს ჩვენი მეტოქე იორდანიის ნაკრები იქნება. ეს თამაშიც 17 საათზე დაიწყება. ვაისი, ალბათ, უფრო მეტად დატვირთავს იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც გუშინ შედარებით ცოტა ან საერთოდ არ ითამაშეს.

მატჩის შემდეგ:

- ვლადიმირ ვაისი: კვლავ შეგვახსენა თავი ძველმა პრობლემამ

- საბა ლობჟანიძე: დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშში უფრო კარგად ვითამაშებთ

- ოთარ კიტეიშვილი: შეცდომებზე ვსწავლობთ და ამიტომ პროგრესს გავაგრძელებთ

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

23.01.17. დუბაი. "სევენს სთედიუმი"

საქართველო-უზბეკეთი 2:2

გოლები: 1:0 შომურადოვი (45), 1:1 შონია (69), 1:2 ს. ლობჟანიძე (77), 2:2 შომურადოვი (78)

საქართველო: კვასხვაძე, უ. ლობჟანიძე, ხოჭოლავა, რეხვიაშვილი, შერგელაშვილი (89. ტაბიძე), შონია (84. მამასახლისი), კიტეიშვილი (89. პაპუნაშვილი), ს. ლობჟანიძე (82. ხარაიშვილი), არაბული (57. პარუნაშვილი), ტუღუში (70. დვალიშვილი), ზივზივაძე.

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

უზბეკეთი: ლობანოვი, ახმედოვი, ანდრეევი, ბიკმაიევი (57. მაშარიპოვი), ისკანდაროვი (90. აშურმატოვი), ხაშიმოვი, სერგეევი, შამურადოვი, შუკუროვი (80. კუტიბაევი), სოხიბოვი, ტუხახუჯაევი.

მწვრთნელი: სამველ ბაბაიანი

გაფრთხილება: შუკუროვი (22), უ. ლობჟანიძე (63), ხარაიშვილი (87)

გაძევება: ახმედოვი (89)

არბიტრი: ჰამედ ალი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვაკო
ძლივს ვაისმა ტაქტიკა შეცვალა და სხვა ტაქტიკით ვითამაშეთ სხვა მხრივ არაუშავს...იმედია სერბებთანაც სხვა ტაქტიკა გვექნება...ფრე მესიამოვნა უზბეკებთან ფრე ხუმრობა არ არის
vova
მგონი მეკარის გარდა ყველამ იდივიდუალურად (ესე ჩანს ამ ვიდეოზე) ითამაშა (ამას გუნდს ვერ დაუძახებ) 1 პასი არ არის გადაღებული ყველა-ყველას ატყუებს(კაზახებთან ეს შესაძლებელია ჯერ კიდევ) და გოლები კუთხურებიდან :)
თენგო
მინიმუმ ერთი 35 კაცი იქნება ამ შეკრებაზე წასული.და რა იქნებოდა ერთი ნორმალური ამბის ჩამომტანი ჟურნალისტიც რომ გაგეყოლებინათ,ან გაყოლოდა.ამას გსაყვედურობდათ ქეცბააია რომელიც 100%იანი იყო ჟურნალისტებთან მიმართებაში,თქვენ სახში ჯდომით გინდათ საქმის გაკეთება,მაბრამ ეგრე არ გამოვა ცოტა თავი უნდა შეიწუხოთ და სხვაც უნდა შეაწუხოთ თუ რამის გამკეთებლები ხართ.თორემ ტელევიზიით ჩვენც ვხედავთ რა ხდება და რა არა,თანაც თქვენზე უკეთესად რომ იცოდეთ.
gabo
დაგვეთხარა თვალები რა რეპორტაჟი იყო ეს.
თენგო
მინიმუმ ერთი 35 კაცი იქნება ამ შეკრებაზე წასული.და რა იქნებოდა ერთი ნორმალური ამბის ჩამომტანი ჟურნალისტიც რომ გაგეყოლებინათ,ან გაყოლოდა.ამას გსაყვედურობდათ ქეცბააია რომელიც 100%იანი იყო ჟურნალისტებთან მიმართებაში,თქვენ სახში ჯდომით გინდათ საქმის გაკეთება,მაბრამ ეგრე არ გამოვა ცოტა თავი უნდა შეიწუხოთ და სხვაც უნდა შეაწუხოთ თუ რამის გამკეთებლები ხართ.თორემ ტელევიზიით ჩვენც ვხედავთ რა ხდება და რა არა,თანაც თქვენზე უკეთესად რომ იცოდეთ.
levani
ყოჩაღ ბიჩებო,მაგარი შედეგი დადეს-უზბეკეთთან ფრე ხუმრობა არაა, უმაგლესი დონის გუნდია................ტფუ რა
haha
დასკვნა იორდანიის მერე. ესე რამ გაგახარათ? წაგებას ელოდით და ფრემ გაგახარათ? გაიხსენეთ, როგორც კი თავში აგვივარდება, ეგრევე ვაგებთ. ხვალაა იორდანია, ბევრი დრო არ დარჩა.
გია
ბუტანი! ბუტანი გამოუშვით!!!!
ფირალი
გენაცვალეთ ბიჭებო.... მასე უნდა მაგ უზბეკეთს, ბაჰრეინს, ავღანეთს და მსგავს გრანდებს. არა ბიჯო წავაგებდით
Irakli apkhaidze
ქიმაძის ნახვა კაი იქნებოდა...
gocha
რა დასკვნა უნდა გააკეთოთ ერთი ჟურნალისტი ვერ გაგიგზავნიათ ნაკრების საგარეო თამაშზე.....
feola
სწორედაც რომ კმაყოფილები უნდა ვიყოთ, უზბეკეთი შესარჩევ ჯგუფში მსოფლი ჩემპიონატზე მოხვედრის ერთ-ერთი კანდიდატია.
საბა
არაუშავს, ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩი იყო. ბევრმა პირველად ითამაშა ეროვნული ნაკრების მაისურით, ბევრი პირველად იყო საზღვარგარეთ, ბევრი ფეხბურთელიც არიყო, საერთოდ ფეხბურთელი რომელია ჩვენ ნაკრებში ძნელი სათქმელია, შეუთამაშებლები იყვნენ, უკან პერო აქვთ და თან მსოფლიო ფეხბურთის გრანდს ვეთამაშებოდით და მემგონი ფრე იდეალური შედეგი იყო. ბრავო ვლადიმერ, ბრავო ბიჭებს ! ჭირიმე თქვენი, უხხ
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება
საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]
"კვარაცხელიას თამაში ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს..." - სანიოლი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უზბეკეთს ამარცხებს
მიჯრით სამი მოგება და უკეთესის იმედი - "ჯვაროსნების" ოპტიმისტური კომენტარები
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
თეიმურაზ შონიას ყუმბარისებური ჯარიმა 35 მეტრიდან [VIDEO]
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
კაპიტან ჯიქიას რუსეთის ნაკრები ჯიქურ უზბეკეთსაც ვერ უტევდა
როინ კვასხვაძე პასუხობს, თუ რატომ გადაწყვიტა თბილისის "დინამოში" გადასვლა
როინ კვასხვაძე "დინამოდან" მიდის? - მეკარე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დემჩენკომ ბათუმში სამი ყოფილი შეგირდი მიიყვანა, წამსვლელი ძალიან ბევრია - "დინამოში" დიდი ცვლილებებია
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
როინ კვასხვაძის დაბრუნებით ქუთაისის "ტორპედოა" დაინტერესებული
თეიმურაზ შონია "ლოკომოტივის" ღირსებას დაიცავს
ეროვნული ლიგა. XX ტური: ბათუმის "დინამომ" გორში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
დილა-დინამო (ბთ) 1:2 - რთული მისია [VIDEO]
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
ლოკომოტივი-დინამო (ბთ) 2:1 - სტარტიც ასეთი უნდა! [VIDEO]
ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება - გუნდი გამოცდილმა მეკარემ დატოვა
კვასხვაძე, ხარაბაძე და სხვა - წიტაიშვილის დამატების შემდეგ ბათუმის "დინამო" კიდევ ხუთი ფეხბურთელით გაძლიერდა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
რას წარმოადგენენ უზბეკები და რა შანსი აქვს კარგ ხასიათზე მყოფ საქართველოს?
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ