"სერბეთთან შეხვედრისთვის შეკრებაზე ამ ფეხბურთელებიდან ორი აუცილებლად იქნება"
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, იორდანიასთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დუბაიში იორდანიასთან ამხანაგურ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

- იორდანიამ საქართველოსთან 9-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა

"ჩვენ დუბაიში იმისთვის ჩამოვედით, რომ ფეხბურთელებს, რომლებსაც ნაკრებში თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ, თავის წარმოჩენის საშუალება ჰქონოდათ, გახსნილიყვნენ და ეჩვენებინათ მათი თამაშის ხარისხი.

ფრე ვითამაშეთ უზბეკეთთან, სამწუხაროდ, დღეს იორდანიის პირველ ნაკრებთან წავაგეთ. თამაში არც ისე მარტივი იყო, თანაბარი უპირატესობით მიმდინარეობდა, ჩვენ ორი კარგი მომენტი გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, თუმცა, სამწუხაროდ, მათ გაიტანეს. მომენტალურად თამაშის შემდეგ დასკვნების გამოტანა რთულია.

ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, მათ შეასრულეს მათი ვალდებულებები. რა თქმა უნდა, ხარისხი სხვა საკითხია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანი მოედანზე უქმად იყო. პირიქით, ყველა ცდილობდა, კარგად ვარჯიშობდნენ და რაც ყველაზე მთავარია, გვაინტერესებდა, გაიხსნებოდა თუ არა რომელიმე ეროვნული ნაკრებისთვის. ამ შეკრებაზე 2-3 პოტენციურმა ახალმა მოთამაშემ წარმოაჩინა თავი, ამიტომ სერბეთთან შეხვედრისთვის შეკრებაზე ამ ფეხბურთელებიდან ორი აუცილებლად იქნება.

ბუნებრივია, წაგებით კმაყოფილი მწვრთნელი არ არსებობს, მაგრამ კმაყოფილი ვარ შეკრებით, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა,რომ ერთი კვირა ერთად გვემუშავა", - ციტირებს ვაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი.

კახა ქირია
ჯერ მწვრთნელი ნახე რა, ეგ რო მოგიგებს.....
კახა ქირია
ეს იყო წყალში გადაყრილი ფული თქვე დალოცვილებო ეგ ფულები სტადიონების კეთილმოწყობას მოახმარეთ ყანებში რო თამაშობთ.ეს ვაისი წავა და სტადიონები კიდე დარჩება,მოინდომა რა დუბაიში არაფრის მომცემი სბორი.ორი კაცი რო დაემატოს ზამენაში ამიტომ გააკეთეს ამხელა შეკრება...მოიწყეს რა ცხოვრება.ოთხი არხი მაქვს ფეხბურთის,ძალიან მიყვარს და შემიძლია უყურო თითქმის ყველა თამაშს დაჟე პანამის ჩემპიონატის თამაში მაქვს ნანახი(ამერიკაში ვცხოვრობ და აქ არხია კონკაფაფის და ცენტრ.ამერიკის თამაშებს ანახებს)გეფიცებით ჩვენსავით არ თამაშობს არავინ ესე ნელა და უაზროდ... თებერვალში აქ მოაწყვეთ შეკრება მაიამში მე-2ლიგის ფეხ ურთელებსაც დააკვირდით მაგათმა რა დაგიშავეს...
Vasili
მე ერთი რამე ვერ გავიგე , ეს ჟურნალისტები რატო წერენ და ამბობენ ისეთი ტონალობით , რო ეს მატჩები არაფერია და შედეგს არ აქ მნიშვნელობა და ეს მოსამზადებელია და ა.შ. რაც თავი მახსოვს ყველა თამაში და ყველა შესარჩევი არის , შემდეგი თამაშის და შემდეგი შესარჩევისთვის და რით ვერ მოემზადეთ? ! მერე კიდე დღეს საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელო თამაში არ არსებობს, იმიტო რო რეიტინგში ვართ არასაფეხბურთო ადგილას და რათქმაუნდა ჩვენი ქვეყნის ფეხბურთელი ვერ მოხვდება ტოპ-ჩემპიონატში, ეს ფეხბურთელებს თვითონ უკეთ უნდა ესმოდეთ. და თუ ასეთი უმნიშვნელო იყო ეს შეკრება , ან რატო უნდა იყოს ნაკრების შეკეება უმნიშვნელო არ ვიცი, მაშინ დარჩი საქართველოში და ეთამაშე იგივე გაგრას, ან ბთ. დინამოს ან გორს, თბ, დინამოს, ტორპედოს, ან ვისაც გიბდა, რა დუბაი თუ არ ნახეთ ისე როგორ შეიძლება ხო? არ შეიძლება ეს ექსკურსიები რააა....
haha
ბოდიშს ვუხდი რედაქციას ზედმეტი აქტიურობისთვის. ეს სპორტული გაზეთია და შეეშვან პოლიტიკას. "ოცნებას" მივმართავ სინამდვილეში სინამდვილეში ვიცით რაც ხარ: 1) ვაისს არასდროს არ უთქვამს შემდეგისთვის ვამზადებ გუნდსო, პირიქით, "ვიციო, რომ დიდხანს არ მომითმენენო". 2) მესამე ადგილი საქართველოსთვის, მას მერე რაც ნაცებმა დამართეთ ფეხბურთს, ნამდვილად დიდი წარმატება იქნება, 3) ეკონომიკა რომ არ გვაქვს ამიტომ ფეხბურთი არ ვითამაშოთო, ეგ კობიაშვილმა კი არა თქვენ ამბობდით და ამბობთ წინა ფედერაცია(იგივე ნაცები), 4) წინასწარ გვამზადებენ, შეეჩვიეთ წაგებებსო. გაგვახსენე ნაცების დროს როდის ვიყავით შეჩვეული მოგებებს.
Guadua
შერგელაშვილი უპირობოდ მოხვდება ნაკრებში. ლობჟანიძე,ზივზივაძე,არაბული,შონია ალბათ ვერ მოხვდებიან და ამის მრავალი მიზეზია, თუმცა აქვთ ზრდის და წინსვლის საშუალება.
სააკაძე
ამ ორი თამაშის შედეგად მივიღებთ: რეიტინგში კიდევ უფრო დაქვეითებას, საერთოდ რა აზრი ქონდა ამ ამხანაგურ თამაშებს, ეს შემადგენლობა არსებულს მაინც ვერ ჩაანაცვლებს, სათადარიგოშიც ვერ მოხვდებიან. უზბეკეთს და იორდანიას კი საფეხბურთო ისტორია გავუმდიდრეთ, საღოლ ვაის !
zaza
კობიაშვილს 65 ათასი ლარი აუღია ხელფასი–რა მიღწევების გამო აიღო მინისტრზე მეტი ხელფასი??მოიგო ნაკრებმა რამე?ასაკობრივებიც რაც კობიაშვილია ყველაფერს აგებენ და...არ ეყოფოდა თვეში 2–2,5 ათასი?!..მოიგოს ნაკრებმა და მერე მიეღო პრემიების სახით თუნდაც 100ათასი.ფეხბურთელმა ნაკრებში თამაშისთვის რატომ უნდა აიღოს ფულიო და თვითონ არ იკლებს არაფერს.ალბათ მაგრად უჭირს და იქნებ კიდევ დავეხმაროთ? ...
ოცნება
ვაისი ხშირად ,უკვე თავიდანვე აცხადებდა,რომ შემდეგი შესარჩევისთვის მოსამზადებელია ეს შესარჩევი,ოფიციალური მატჩებიო((( ფედეაციამაც –მესამე ადგილი იქნება მიღწევაო(( ეხლა კობიაშვილმა –ეკონომიკა არ გვაქვს და რა გინდათო(( წინასწარ გამზადებენ,რომ არაფრის იმედი გქონდეთ,შეეჩვიეთ წაგებებს... ამათ ხელში ფეხბურთელი უკვე წინასწარ შეგუებულია ფსიქოლოგიურად წაგებას.
eh
რაზეა საერთოდ მიმოხილვა,როცა არც ხელლისუფლებას და არც ფედერაციას არ აინტერესებთ არც ნაკრები და არც ფეხბურთი.ყველაფერი პირადი გამდიდრებისთვის,საკუთარი უნიჭოდ აღზრდილი ფეხბურთელების გაყიდვისთვის ... ფედერაციის ვებ–გვერდზე ფუტზალი იყო ლაივში
rezi
ეს კაცი გვეღადავება ,,ნეტა ვიცოდე რა უხარია?
gocha
2 დღეში 2 თამაშს ფიზიკურად ვერ გაქაჩავდნენ ჩვენი ჩემპიონატის ფეხბურთელები,ვერც გაქაჩეს.დაეგეგმათ ეს თამაში ერთი დღით გვიან...მაგრად ტეხავს იორდანიასთან წაგება.იორდანია.მერამდენე სირცხვილი.
საბა
იორდანიის და ბანგლადეშის ნაკრებს კაი ეზოს, უბნის ბიჭები მოუგებენ 10დან 10ჯერ. კმაყოფილი რო ხარ წაგებით, სირცხვილი არაა? და მილიონები ამათში იხარჯება?
mumu
ამ ვაი-სმა მგონი რაგაც ახალი მოსაწევი ჩამოუტანა და თვითონაც მაგრად ბოლდება თორემ მაგ შედეგით კმაყოფილი ნამდვილად არ უნდა იყოს. რას ეწევით ამისთანას ბიჭოოოო
haha
თუ შეიძლება შეეშვით პოლიტიკანურ განცხადებებს. მგონი საქართველოს მე-7 ნაკრები იყო. აქცენტი გააკათეს ახალგაზრდებზე. ზოგიერთი თავის გუნდშიც არ თამაშობს. ქვეყანა გვემხობა თურმე. 300 წელი არაბები იყვნენ, 200 რუსები და ა.შ. და ახლა გვემხობა თურმე თავზე.
uchas fani
2 კაცი ნაკრებში იქნებაო :) :) ცუდად მენიშნა :) :) უეჭველი უჩას და დვალიშვილს უმიზნებს:):):):):)
luka
გიორგი-ს. მორიგი ყრილობისათვის რომ მოემზადო არა!!!!
ნ
ჩვენ (მე და ყველა, ვინც ჩემს პოზიციას იზიარებს) არ ვართ კმაყოფილი, მისტერ ვაის, იმით, რომ თქვენ არ ზრუნავთ ფიფას რეიტინგში საქართველოს ადგილზე, რაც არ აძლევს ჩვენს წამყვან ფეხბურთელებს საშუალებას, ჰქონდეთ ევროპის მოწინავე ლიგებში თამაშის პრეტენზია!
zazusha
მე ვიცი ის ორი რომელიც აუცილებლად იქნება!! ყურადღებააა! ესენი არიააან: მარჯვენა კრაის ურაგანი უუუჩაა ლობჟანიძეეე და საქართველოს ნაკრების ბურჯიი ვლადიმერ დვალიშვილიიი!! მივეგებოთ მათ
niko
ძმურად ამიხსენით თანაბარი უპირატესობა რას ნიშნავს ან როგორ შეიძლება უპირატესობა იყოს თანაბარი? პირველი თაიმი სადამდეც გადმოსცეს ვნახე, მაგრამ იქ ფეხბურთელი ვერც ერთ გუნდში დავინახე და ვერც მეორეში. უაზრო პასები, უაზრო ღოღიალი, გახსნა არც ერთს არ შეუძლია ადგილს აირჩევენ და მაგიდის ფეხბურთი რომ იყო საბჭოა კავშირის დროს ისე იკვნენ მიჯაჭვული, ანდ შეცვალონ ფლანგები ან პასი მიაწვდინონ სირბილში, სულ დამდგარზე პასის მიღება როგორ შეიძლება თან ბურთსაც ვერ ამუშავებენ. ევროპა კი არა აქლემებს ვერ მოუგეს დღეს.
დაჩი
იორდანიასთან წაგება და კმაყოფილება?
sandro
imena kvekaipebian!!!!!
გიორგი
ეს ხალხი გვეგადავება ხო??? რაში ხარჯავთ მილიონებს, გექცევათ თავზე ყველაფერი
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ