სავარაუდოდ, რომელ გუნდებთან ერთად ითამაშებს ჩვენი გუნდი უეფას ახალ ტურნირში

ამ სიახლეზე ევროპული ფეხბურთის მამები ბოლო წლებში (2014 წლიდან) ინტენსიურად საუბრობდნენ და უეფას დეკემბრის აღმასკომმაც შვეიცარიის ქალაქ ნიონში ბეჭედი დაუსვა ნაკრებებს შორის ახალ ტურნირს - უეფას ერთა ლიგას.

ერთა ლიგა სტარტს გაისად, 2018 წლის სექტემბერში აიღებს, ხოლო ფინალური ეტაპი 2019 წლის 5-9 ივნისს გაიმართება.

მაშ, როგორი ტურნირი იქნება ერთა ლიგა და რა როლი ექნება ამ ტურნირში საქართველოს ნაკრებს?

უეფას წევრი 55 ქვეყანა სექტემბრისთვის ოთხ სხვადასხვა დივიზიონში გადანაწილდება (უეფას რეიტინგით). ლიგებს ალბათ, A, B, C და D დაერქმევა. თითოეულ ლიგაში 4 ჯგუფი იქნება (3 ან 4 ნაკრებით). ფინალური ეტაპის 4 საუკეთესო გუნდი ევრო 2020-ის საგზურს მიიღებს, ლიგებს შორის იქნება ნაკრებთა მონაცვლეობა.

ამ ტურნირმა უნდა ჩაანაცვლოს ამხანაგური მატჩები. ასე რომ, მალე საქართველოს ნაკრებისთვის სპარინგ-პარტნიორების გამოძებნა პრობლემა აღარ იქნება.

რომელი რეიტინგით გადანაწილდება გუნდები ერთა ლიგაში?

უეფა იხელმძღვანელებს უეფას ქვეყნების რეიტინგით 2017 წლის 15 ნოემბრისთვის (იმ დროისთვის, როცა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპაში დასრულდება).

A დივიზიონში ითამაშებს საუკეთესო რეიტინგიანი 12 ნაკრები. უმაღლეს ლიგაში იქნება 4 სამგუნდიანი ჯგუფი. დღეს რომ ნაწილდებოდეს გუნდები, A დივიზიონში მოხვდებოდნენ: გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია, შვეიცარია, ესპანეთი, ინგლისი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი, ირლანდია და უკრაინა.

B დივიზიონშიც 12 ნაკრები ითამაშებს, აქაც 4 სამგუნდიანი ჯგუფი იქნება. დღეს რომ ნაწილდებოდეს გუნდები, B დივიზიონში მოხვდებოდნენ: ჰოლანდია, რუსეთი, ისლანდია, უნგრეთი, უელსი, ბოსნია & ჰერცეგოვინა, შვედეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, ისრაელი და სლოვენია.

C დივიზიონში 15 ნაკრები ითამაშებს. იქ 4 ჯგუფი იქნება - სამი 4-გუნდიანი და ერთიც სამგუნდიანი. ახლანდელი რეიტინგით დივიზიონში ხვდებიან: ჩრ. ირლანდია, რუმინეთი, ჩეხეთი, თურქეთი, ალბანეთი, დანია, ჩერნოგორია, სერბეთი, ბულგარეთი, შოტლანდია, ნორვეგია, ლიტვა, აზერბაიჯანი, კვიპროსი და ფინეთი.

D დივიზიონი - ეს დივიზიონი ჩვენთვის იმითაც არის გამორჩეული, რომ სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები აქ ითამაშებს, თუ წლეულს და გაისად მკვეთრად არ გააუმჯობესებს ასპარეზობას. დივიზიონში 16 გუნდი იქნება - 4 4-გუნდიანი.

მაშ ასე, დივიზიონში ითამაშებენ: ესტონეთი, ბელორუსი, საქართველო, სომხეთი, ლატვია, ფარერები, ყაზახეთი, მოლდოვა, ლუქსემბურგი, მაკედონია, კოსოვო, ლიხტენშტაინი, მალტა, ანდორა, სან მარინო და გიბრალტარი.

კენჭისყრის პროცედურა მოგვიანებით დამტკიცდება. როგორც გითხარით, დივიზიონებს შორის იქნება გავარდნა-აღზევების წესი.

როგორია საქართველოსთვის ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების ყველაზე მარტივი გზა?

D დივიზიონის გამარჯვებული (რომელიც 2019 წლის მარტის ოთხთა ტურნირში გამოვლინდება) ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. ანუ საქართველოს ნაკრებმა უნდა მოიგოს ჯერ ჯგუფი დივიზიონში, შემდეგ კი ოთხი ჯგუფის გამარჯვებული 4 ნაკრებისგან შექმნილი ოთხთა ტურნირი. თუკი სავარაუდო მეტოქეებს შევხედავთ, ეს არ უნდა იყოს მიუღწეველი ოცნება. თუ არადა, ჯგუფის მოგება დივიზიონით დაწინაურებას ნიშნავს.

სხვათა შორის, ამ დივიზიონის სავარაუდო მონაწილეებიდან მხოლოდ ლატვიას (ისიც ერთხელ 2004-ში) ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის გამოცდილება.

უეფას ერთა ლიგის სავარაუდო სტრუქტურა

ქუთაისი
ნამდვილად საინტერესო ინიციატივაა...მაგრამ,რა გამოდის ეხლა დავაკვირდეთ...დავუშვათ და,ჩვენი ნაკრების შემთხვევაში...შესარჩევის დარჩენილ რამოდენიმე შეხვედრაში დადებითი შედეგი რო ვაჩვენოთ?,..და შემდეგ ამ ერთა ლიგის ც დივიზიონში რო მოვხვდეთ?..რაში გვაწყობს,ა?..გამოდის,რო ამ თამაშებში წაგებაზე უფრო უნდა ვიფიქროთ,ვიდრე მოგებაზე...ახლა რო რაღაც ჯუჯა ქვეყანას ვხვდებით ამხანაგურში,არც მაგასთან გვაწყობს მოგება..ახლა ნახეთ თქვენ შაყირი სტადიონზე...ე ბიჭო,არ გაიტანო...და ასე შემდეგ...
guga
მე მგონი ბევრმა ვერ გაიგო ამ გათამაშების არსი, ამიტომ ჯობდა სტატიის დასაწყისში ესეც გეხსენებინათ, ტრადიციული შესარჩევი ეტაპის თამაშები ისევ დარჩება, საიდანაც გათამაშდება ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 20 გუნდი. ხოლო ერთა ლიგის თამაშები ჩატარდება ამხანაგური მატჩების მაგივრად, საიდანაც დარჩენილი ოთხი საგზური გამოვლინდება. დიდი გუნდებისთვის ეს თამაშები მაინც ამხანაგური მატჩების ფუნქციას შეასრულებს, რადგან ჩვეულებრივი შესარჩევიდან ისედაც გავლენ. მთლიანობაში ძაან კარგი ინიციატივაა, ფეხბურთს ჭირდება სიახლეეი,
კოტე
ეს თამაშები ჩატარდება 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში, 2-2 თამაში თვეში. მერე 2019დან დაიწყება ჩვეულებრივი შესარჩევი, საიდანაც 20 გუნდი გავა, 4 ადგილს კი ერთა ლიგის თითოეული ლიგის გამარჯვებულს დაუტოვებენ. საბოლოოდ ალბათ ლიგებად დაყოფა შესარჩევისთვის ბევრად სწორი იდეაა, ვიდრე დღევანდელი, რა აზრი აქვს ძლიერ გუნდებთან თამაშს, როცა მოწინააღმდეგე შენზე 10 თავით მაღლაა. ჯერ უნდა ახვიდე მის დონეზე და მერე ეთამაშო, როგორც რაგბშია.
vano
ჩვენი ამოცანაა არ მოვიგოთ არცერთი თამაში შემთხვევითაც კი რომ ზედა დივიზიონში არ მოვხვდეთ სულ გარეკეს თუ რა უბედურებააა
ბუხრიკას
შესანიშნავი ფორმულაა.გველის საუკუნის ჯახი სან მარინოსთან,ლიხტენშტაინთან,გიბრალტართან...სტადიონი გადაჭედილი იქნება,მე კი ალბათ ბილეთებს ვერ ვიშოვნი.ინტერესი უკვე ახლავე უზარმაზარია.
hm
ფაქტიურად რაგბის სისტემაა, ბობოლა გუნდებს ფაქტიურად ვეღარ შევხვდებით!
haha
ძაან გაუგებარია. D ჯგუფიდან სადაც ასეთი სუსტები ვართ შეკრებილები, პრდაპირ ევროპაზე რატო უნდა გავიდეს ვინმე? A ჯგუფიდან დავუშვათ მე9 ან მე-11 ადგილზე გასული არ მოხვდება და ჩვენნაირი წყალწაღებული მოხვდება? იმედია შესარჩევი დარჩება თორე ესპანეთი, გერმანია, ინგლისი აღარ შეგვხვდება ჩვენ სიცოცხლეში. უფრო მეტი, მაგ პრინციპით სერბეთს, ირლანდიას, ავსტრიას და უელსს ვერ შევხვდებით უახლოეს 50წელიწადში. გამოდის ახლანდელი შესარჩევი ტურნირი უფრო დემოკრატიულია, უფრო მისაღები ღარიბი ქვეყნებისთვის. ხოლო მეორე გეხმარება იქნებ ამოყვინთო შემთხვევით.
svan
საქართველოს ნაკრები არ იმსახურებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანს!!!!
alexandre
ვერ გავიგე, D ჯგუფიდან 1 გუნდი გადის ევროპაზე. სხვა ჯგუფებიდან როგორაა? თუ ამ ჯუჯებში ვერ გავიმარჯვეთ, საერთოდ რა გვინდა მაშინ? კანონის სახით ავკრძალოთ ქვეყანაში ფეხბურთი. ვაი ჩვენს თავს....
Zaza
ეს ის პროექტია,რომლის მიხედვითაც ის ნაკრები გუნდები იხეირებენ,სადაც ფეხბურთის განვითარება სწორი გზით მოდის.
giorgi
მაგარი ცვლილებაა ესტონეთს და ბელარუსიას თუ მოვუგეთ ევროპაზე გავდივართ. ეხლა მთავარია 2017 წლის ნოემრამდე რეიტინგი ისე არ მოვიმატოტ რომ ც კალათაში მოვხვდეთ
buxrika
ზოგადად ეს პროექტი ძაან წაადგება ფეხბურთს აღარ იქნება უინტერესო თამაშები .ჩვენთვისაც ძალიან მომგებიანი უნდა გამოდგეს
lia
კარგია
ბაჩო გ
ვნახოთ რა იქნება,უფრო მაღალ დივიზიონში გადავალთ ალბათ
Dyablo
იფ რა გუნდებში აქ ამოყოფილი თავი საქართველოს ნაკრებს პირდაპირ შეგშურდება უნდა გრცხვენოდეთ მთლიან ქართულ საფეხბურთო მოთავეებსა თუ ფეხბურთელებს ესეთ დეგრადირებულ ვითარებაში მყოფი საკუთარი ნაკრების ყოფნა ამ კალათაში მყოფ ნაკრებს საერთოდ რაიმეზე პრეტენზია უნდა გქონდეს უბრალოდ გული უნდა გისკებოდეთ ვაი ფეხბურთელებო მეთევზეთა და პარიკმახელთა გუნდების გვერდით რომ გაქვთ განაწილებული რეიტინგი სირცხვილია უბრალოდ უდიდესი სირცხვილი რაზეა ლაპარაკი საერთოდ.
luk
რატო არ ვარგა რა?! ესეთი სისტემით მარტო ჩვენი დონის გუნდებს შევხვდებით.საქმე იმაშია რო აი იქ უკვე თავის შერცხვენისთვის ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩებში და გააპროტესტოს!! მე პირადად არგუმენტად არ მივიღებ "თამაში ყველამ ისწავლა"-ს!!! თქვენც ისწავლეთ აწი!!! იმედია ამ ჯუჯებთანაც არ შევრცხვებით!!!
giorgi
ფინანსები უნდა აქაც, თუმცა საინტერესოა. მაგრამ როდის უნდა ჩატარდეს ხოლმე თამაშები? ეს მოკლე ტურნირი არ იქნება და ამხანაგურებს სულ წელიწადში ორჯერ თუ სამჯერ მართავენ გუნდები ამის ხარჯზე უნდა ჩატარდეს ეს ტურნირი მარტო?
bbbb
საუბარი იმაზე კი არ უნდა იყოს, მოვხვდებით თუ არა, არამედ იმაზე რამდენად გვეკუთვნის. უმძიმესი საფეხბურთო მეურნეობაა საქართველოში და ტყულად თავს იმედს ნუ მივცემთ უკეთესობისკენ
შოთა
მგონი საინტერესო იქნება ჩვენთვის. სადღაც რაღაცას მაინც მოვიგებთ იმედია)))
ქომაგი
არ ვარგა ეს პროექტი...
დათო
ამას ჰქვია - იდეებს რა ვუყო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ევროპის ჩემპიონატი მაინც 12 ქალაქში გაიმართება
ზაზა ჯანაშია: ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ძალიან რეალური შანსი გვიჩნდება
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
ევრო 2020-ზე საუკეთესოები დაასახელეს - პირველად 1992 წლის შემდეგ...
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
საგიჟეთი მხოლოდ ახლა იწყება - მერვედფინალების წყვილები ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
უეფას ერთა ლიგაზე საქართველოს სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა შეიცვალა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა... დიდი მადლობა..." - კრისტიან ერიკსენი
პედრი, კიეზა, ფილიპსი - ვინ გააძვირა "ევრო 2020"-მა?!
უეფას ერთა ლიგა: საქართველოს ნაკრები და შანსი ბოლო კალათიდან
ევრო 2020-ის სიმბოლური ნაკრები 101 Great Goals-ის მიხედვით