რატომ დათანხმდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე დანიურ "ესბიერგში" გადასვლას
რუმინული და პორტუგალიური ვარიანტები განზე დარჩა, ბუდუ ზივზივაძის ნერვიულობისა და ორჭოფობის დრო კი დასრულდა - გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი კარიერას დანიის სუპერლიგაში გააგრძელებს.

"იყო რამდენიმე საინტერესო ვარიანტი. მაგალითად, რუმინული, მაგრამ საბოლოოდ მასზე უარი ვთქვი. ბევრი ფიქრის შემდეგ კი დანიური "ესბიერგის" წინადადებას დავთანხმდი.

დანიაში კვირას ჩამოვედი, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გავიარე და კონტრაქტი გავაფორმე", - გვითხრა ზივზივაძემ.

22 წლის ფეხბურთელი ევროპულ ჩემპიონატში თამაშის პერსპექტივით გახარებულია:

"დანიაში გადასვლა ჩემთვის საპასუხისმგებლო მომენტია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგად მოვემზადო, ადაპტაცია დროულად გავიარო და სათანადო დონეზე ვითამაშო. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლისა და წარმატების საფუძველი გახდება".

ზივზივაძე კონტრაქტის დეტალებზეც გველაპარაკა:

"ხელშეკრულება 2,5 წელიწადზეა გათვლილი და 2019 წლის 30 ივნისს სრულდება. დღეს კლუბის ხელმძღვანელობამ მუდმივი ნომრის შერჩევა შემომთავაზა. გამიხარდა, ჩემი საყვარელი ნომერი "11" თავისუფალი რომ აღმოჩნდა და სიხარულით ავიღე".

შეგახსენებთ, რომ ახლახან "ესბიერგმა" ოთარ კაკაბაძე დაიმატა. 21 ტურის შემდეგ 14-გუნდიან დანიურ სუპერლიგაში ქართველების გუნდმა 19 ქულა დააგროვა, მე-12 ადგილზეა და აუტსაიდერ "ვიბორგს" (სადაც ახლახან მათე ვაწაძე ჩაირიცხა და უკვე გოლიც გაიტანა) მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.

ბუნებრივია, თითოეულ ჩვენგანს და გულშემატკივრებს პერსპექტიული თავდამსხმელის უფრო ძლიერ გუნდში ხილვა სურდა, მაგრამ ერთია სურვილი, მეორე კი - რეალობა. ზივზივაძე "ლელოსთან" სწორედ ამაზე წუხდა:

"სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატიდან ძლიერ ევროპულ კლუბში მოხვედრა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თორემ უარს ვინ იტყოდა?! ქედმაღლობით არ ვამბობ, ისეთ ასაკში ვარ, განვითარება მსურს და საამისოდ, კარიერის უცხოეთში გაგრძელება აუცილებლად მიმაჩნია. იმედია, სწორი ნაბიჯი გადავდგი და ამ შანსს გამოვიყენებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
ერთი მოლოცვის დამწერი კაცი ხო არ გამოჩნდა..რა გვჭირს ხალხო,ყველა რო ფეხბურთის პროფესორები ხართ,ბიჭი ამბობს,ჩემი განვითარებისთვის წავედიო..დანიაში წასვლას რომ დაიწუნებ,ამას ქვია ფეხბურთის ცოდნა?აბა რას ელოდით,მადლობა ვუთხრათ დანიას რო აიყვანეს ამ ქვეყნიდან...ბოღმა გადადეთ და ცოტა სიკეთით და სიყვარულით განეწყვეთ ერთმანეთისთვის....
luk
რა ფული თქქვენ ხო არ გაჟრილებთ? მანდ მაქსიმუმ 3-4 ათასი ევრო მისცენ. სამტრედია ჯგუფში გავა თუ სამივე ეტაპზე სანმარინოს გუნდი შეხვდება,ისევ ყომარს დაიწყებენ! დანია კაია გამოცდილებისთვის,მე რო ვიყო კვიპროსში წავიდოდი მარა ნიჩიო,იქ თბილა მაინც და ჩემპიონატიც არ ჩამოუვარდება დანიურს თუ არ ჯობია.
კახა ქირია
არ გეწყინოთ და სამტრედიის გულშემატკიძვრებს თავიანთი გუნდი რეალი და ბარსა თუ არა, პსჟ და ბავარიის დარი გონიათ!ისე კარგია ესე რო გიყვართ თქვენი გუნდი,ბრავო!!!
gelaa
skamebs xexadvnen zamenaze iyvnen.. samtrediam gaacocxla es pexburtelebii da mere upasod garbian sazgvargarett.. klubs araperi sargebelii da biujetis puls ixarjebaaaa uazroddd...vigac ityvis chempioni xo gaxdaoo da meti ra gindaoo... winsvlaze unda ipiqron da ara pexburtelebis gacocxlebaze da mere upasod gashvebazeeee... gamoaqveyneb imedia
giorgi
ვისაც გაქვთ იმის ილუზია,რომ სამტრედია ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში მოხვდება წარმატებას გისურვებთ მეც მინდა,მაგრამ სამწუხაროდ არარეალური მგონია მაქსიმულ შეიძლება 1 ეტაპი დაძლიოს სადაც შედარებით სუსტი გუნდები არიან. აქ დარჩენა და კიდევ 1 სეზონის აქ გატარება იქნებოდა დროის დაკარგვა და მერე შეიძლება საერთოდ ახალ სეზონსში აღარ ქონოდა ის შედეგები რა შედეგებიც ეხლა აქვს ამ ბიჭს გუნდი ფაქტობრივად დაიშალა ყველა ლიდერი წავიდა თითქმის უკვე და აზრი არ ქონდა დარჩენას რასაც ამბობს ბუდუ აბსოლიტურად ყველაფერში მართალია წარმატებებს ვუსურვებ ევროპაშია ისეთ გუნდში სადაც ექნება სათამაშო დრო და თუ იგივე შედეგებს დადებს ახალ გუნდში რა შედეგებიც დადო სამტრედიაში დარწმუნებული ვარ ბევრად უფრო მაღალი დონის კლუბშიც მოხვდება და ჩემპიონატშიც დანია რათქმაუნდა არაა საოცნებო და სასურველი ჩემპიონატი და არც ეს გუნდი არაა დანიაში პირველი ან მეორე მაგრამ სამწუხაროდ ქართველი ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატიდან ძლიერ გუნდებს ძლიერ ჩემპიონატებს არ აინტერესებთ მაქსიმუმი დუბლები სამწუხარო რეალობა ესა სანამ არ აიწევს შიდა ჩემპიონატის დონე სულ ასე იქნება.
Jango
nina შენ წარმოიდგინა ნინა ბოღმოვნა, რომ სამტრედია წელს ჯგუფურზე მაინც მოხვდება, თუნდაც ევროპალიგის.აი ეს დაიმახსოვრე. ამ ახალგაზრდა ბავშვს მხოლოდ წარმატება მინდა ვუსურვო,ის უკვე არც კი მაინტერესებს სამტრედიის კლუბში. მაგრამ ვისაც ფეხბურთი ესმის, მისი წარმატების 75 % კლუბმა შეჰქმნა, მისი გატანილი ბურთების 75% დაღეჭილი პასები იყო და იმათ გარეშე ვინაც ამას აკეთებდა მისთვის, ის ადვილად ვერ გაიბრწყინებს თუნდაც იმ საცოდავ აუტსაიდერ დანიურ კლუბში რომლის სატრანსფერო ჯამური ფასი 6,5 მილიონ ევროსაც ძლივს აღწევს.მარტო აქედანა გვაქვს საფიქრალი თუ რასთან გვაქვს საქმე. ფეხებიც მისია, ჯანმრთელობაც მისია და ბედიც მისია.სხვები გვეყოლება , მაგაზე უკეთესებიც,ცხოვრება წინ მიდის. ისე კი ეს არის კლუბის მენეჯმენტის სასტიკი და უპატიებელი შეცდომა რომ ასეთი 2 ფეხბურთელი იკარგება შერგელაშვილი და ზივზივაძე და ასე სუსტ და უპერსპექტივო კლუბებში. ელემენტარულად უფრო გრძელი კონტრაქტები გაეფორმებინათ და უფასოდ მაინც ვერ წავიდოდნენ ესენი,კლუბი რაიმეს მიიღებდა თუნდაც 200 000 ევროს,აბა რაში იხარჯება ბიუჯეტის ფული?უფასოდ ვუზრდით სხვა ქვეყნებს ფეხბურთელებს რომ მერე ადამიანებით მოვაჭრე "აგენტებმა" ჩაიჯიბონ მოგება ?
nnn
ფული ბაბაია ფული თორემ ის გუნდი ბოლოდან მეორე ადგილზე ყოფილა და იქ რას უნდა მიაღწიოს
nina
ნუ წაიღეთ ტვინი ამ სამტრედიელებმა, აბა მანდ ხომ არ დაბერდებოდა, თასებზე დახმარება თორემ ახლა გადაუვლიდით ევროპას. ძალიან კარგი თუ წავიდა თუნდაც სუსტ ევროპულ გუნდში.
sss
რა რეალში გინდა თამასიი? შენ მანდ გაამართლე მერე გაიბღინზე
samtredski
ბიჯო სამტრედიაში ფერჩათქები გეკეთა ოქტომბერში და მაქანე პალტოით აპირებ თამაშს
samtredski
ბიჯო სამტრედიაში ფერჩათქები გეკეთა ოქტომბერში და მაქანე პალტოით აპირებ თამაშს
CHEROELI
ფეხბურთელს გააჩნია თორემ ქინქლაძე დინამოდან პირდაპირ სიტიში წავიდა.
ზაზა
ფარცვანია–მაგარი სწრაფია და მაგარი პადაჩაც აქვს.ეგეთი ფლანგი საქართველოში არ გვყავს.ჯერ კიდევ,როცა ახალგაზრდულ უკრაინაში თამაშობდა ,მაშინ ითხოვდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეთო და უთხრეს,რომ ახალგაზრდულშო გამოგიძახებთო.ფარცვანიამ–ახალგაზრდულში უკრაინაშიც ვთამაშობო
ზაზა
17 წლის რომ იყო გოგია,დედამისი იხვეწებოდა,რომ მიაქციეთ ყურადღება ჩემს ბიჭს,იქნებ გამოიძახოთ ნაკრებშიო
გარინჩა
ეს ბავშვი ისე "გადაიზარდა" ფეხბურთში რომ არათუ საქართველოს სახელით არამედ სხვა ქვეყნების სახელითაც კი ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლაზე უარი თქვა და ახლა ჩამორჩენილ, გასავარდნად განწირულ ევროპულ კლუბებს ეხმარება ტოპ კლასის გადაზრდილი მასტერი :) ცრემლებიც კი არა მაქვს რომ ვიტირო...
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ყველას ვურჩევდი, ეს არ გააკეთონ... - ინტერვიუ ბუდუ ზივზივაძესთან
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
Lelo.ge: ბუდუ ზივზივაძე თბილისის "დინამოში" ითამაშებს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ლაშა პარუნაშვილი: ევროპაში წასული საქართველოში საკუთარი ნებით არ ბრუნდება
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გიორგი პაპუნაშვილმა და "სარაგოსამ" ოვიედოში ქულა მოიპოვეს
ლაშა პარუნაშვილმა და "ესბიერგმა" სტუმრად "ვენდსისელს" მოუგეს
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
ექსკლუზივი. ოთარ კაკაბაძე: მთავარია შემოთავაზება, თორემ დაინტერესება ახლაც არის...
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]