რატომღაც მგონია, რომ საქართველოში ყოფნის დროს კუპერს ერთხელაც არ გაუცინია
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი აფრიკის ერთა თასის ფინალში გაუძღვა ეგვიპტეს და დამარცხდა. ალბათ, გასაკვირი ის იქნებოდა, სხვანაირად რომ მომხდარიყო. რა თქმა უნდა, კარგად დაკომპლექტებულ ეგვიპტეს არაფერს ვერჩით, მაგრამ მარად მეორეო, თუ ვინმეზე ითქმის, სწორედ კუპერზეა ზედგამოჭრილი.

მსოფლიო ფეხბურთში დღეს სანთლით არ მოიძებნება ისეთი უიღბლო მწვრთნელი, როგორიც კუპერია...

ექტორ კუპერს მხოლოდ სამი გუნდური ტიტული აქვს. ესპანეთის სუპერთასი (ორჯერ) და არგენტინაში მუშაობის დროს მოგებული კონმებოლის თასი. წაგებულ ფინალებს რაც შეეხება, "ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავებიო", დაახლოებით ასეა ჩვენი არგენტინელი მეგობრის ამბავი. უყურებ მის სამწვრთნელო კარიერას და გიჩნდება შეგრძნება, რომ არგენტინელი ვიღაცამ დაწყევლა.

ერთხელაც გადავავლოთ თვალი მის სამწვრთნელო გზას და ის პერიოდიც გავიხსენოთ, როცა ის საქართველოს ნაკრებს მოძღვრავდა.

დათარსული სერია შორეულ 1994 წელს დაიწყო. მართალია, ეს არ იყო ფინალი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ კუპერმა კინაღამ გააჩემპიონა არგენტინული "ურაკანი". ბოლო ტურში ამ გუნდს ქულაც ჰყოფნიდა ოქროს მედლების მოსაპოვებლად, მაგრამ... წააგო და ჩემპიონობას ვერ შესწვდა.

კუპერის უიღბლო სერია "მალიორკაში" გაგრძელდა, სადაც ორი ფინალი წააგო. ჯერ ესპანეთის თასის ფინალი (პენალტების სერიაში) დათმო "ბარსელონასთან", მერე კი თასების მფლობელთა თასის ფინალში ვერაფერი მოუხერხა "ლაციოს".

"ვალენსიას" მთავარი მწვრთნელის რანგში კუპერმა ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ჯერ იყო და, არგენტინელი ტიტულამდე "რეალმა" არ მიუშვა, მერე კი - მიუნხენის "ბაიერნმა".

იტალიაში, "ინტერის" მთავარ მწვრთნელად მუშაობისას, კუპერმა ჩემპიონობის შანსი ბოლო ტურში გაუშვა ხელიდან, არადა, მხოლოდ საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული, თუმცა... შანსი ვერ შეირგო.

ფინალი ითამაშა კუპერმა საბერძნეთშიც. სალონიკის "არისთან" ერთად ის გადამწყვეტ შეხვედრამდე მივიდა, თუმცა "პანათინაიკოსთან" ვერაფერი გააწყო.

ბოლოს კი იყო აფრიკის თასის ძალიან დრამატული ფინალი, რომელშიც ეგვიპტე მოჰამედ სალაჰის გოლით დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. გადამწყვეტი გოლი კი მატჩის ბოლოსწინა წუთზე კამერუნელმა ვენსან აბუბაქარმა გაიტანა და ბედმა კუპერს კიდევ ერთხელ დასცინა.

რა თქმა უნდა, ის ძალიან ძლიერი მწვრთნელია. ფეხბურთში რა მოგწონს და რა არა, ეს უკვე გემოვნების ამბავია. ჩემი აზრით კი, თუნდაც აფრიკის თასზე, არგენტინელს უკეთესი ნაკრები უნდა ჰყოლოდა. ეგვიპტეს შეეძლო, მოეგო ტურნირი, მაგრამ არ იმსახურებდა. ძნელია, ასე შეცვალო გუნდი არცთუ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და კუპერი თუნდაც ამიტომაა ძლიერი მწვრთნელი, ეს რომ მოახერხა.

ეგვიპტის ნაკრები, რომელიც ბოლო წლებში სულ შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა, გარდაიქმნა ზემტკიცე დაცვის გუნდად, რომელიც მეტოქის სიძლიერისა თუ სისუსტის მიუხედავად, ბურთს თმობდა და კონტრშეტევებით ცდილობდა ფონს გასვლას. მთელი ტურნირის განმავლობაში ეგვიპტე უფრო წვალობდა, ვიდრე თამაშობდა, თუმცა შესანიშნავმა დაცვამ გუნდი ფინალამდე მიიყვანა.

შეცდა თუ არა კუპერი, ეს სხვა საკითხია, ერთი კია, რომ ეგვიპტემ თავის თავს უღალატა და მისი თამაშები ძველებურად კარგი საცქერი აღარ იყო.

და მაინც, კუპერმა დიდი კვალი დატოვა მსოფლიო ფეხბურთში. რად ღირს თუნდაც მისი "ვალენსია"! შეიძლება, ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივრები შემეკამათონ და სხვა მაგალითი მოიყვანონ, მაგრამ მე არ მახსოვს კონტრშეტევაზე ასე დახვეწილად მოთამაშე გუნდი. ორი-სამი შეხება და მოწინააღმდეგის კართან უკვე ძალიან ცხელოდა...

კუპერი 2008-09 წლებში ხელმძღვანელობდა ჩვენი ქვეყნის უპირველეს გუნდს. საქართველოს ნაკრებს არაერთხელ ჰქონია რთული პერიოდი, მაგრამ ჩემი აზრით, ასე სუსტად, როგორც ეს კუპერის დროს იყო, ჩვენს გუნდს არასოდეს უთამაშია.

არანაირი კომუნიკაცია მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის. მოშლილი და დემორალიზებული გუნდი. ფედერაცია ცალკე და კუპერი კიდევ - ცალკე. მოკლედ, ძალიან რთული დრო იყო ქართულ ფეხბურთში.

რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებში მუშაობით მწვრთნელს ვერ განსჯი. ისე ჩანდა, რომ კუპერი მარტო აღმოჩნდა იმ ქვეყანაში, რომლის მენტალიტეტიც და საფეხბურთო რაობა მისთვის ამოუხსნელ რებუსად დარჩა.

სიმართლე ითქვას, ვერც ის გავიგეთ, რა სათამაშო სტილს ამკვიდრებდა საქართველოს ნაკრებში, საით მიჰყავდა გუნდი. ერთადერთი, რაც ფაქტია, მაშინ საქართველოს ნაკრებში რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს არ იძახებდნენ. კუპერს კონფლიქტი ჰქონდა მალხაზ ასათიანთან. მოკლედ, არგენტინელს ძალიან ცუდ დროს მოუწია საქართველოში მწვრთნელობა. ქვეყანასა და ფეხბურთში ძალიან ბევრი რამ იცვლებოდა და რუსეთთან ომი ახალი დამთავრებული იყო.

გვახსოვს მისი "სამშაბათობები", თუმცა ამ ღონისძიებას სასიკეთო არაფერი მოუტანია ქართული ფეხბურთისთვის. ნაკრებში კი რამდენიმე ისეთმა ფეხბურთელმა ითამაშა, სხვა დროს და სხვა ვითარებაში ეროვნულ გუნდში ვერაფრით რომ ვერ მოხვდებოდა.

არ გვგონია, რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების იგნორირება კუპერის იდეა ყოფილიყო, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ საქართველოს ნაკრებს სერიოზული ძალა მოაკლდა. არც ის გამოვრიცხოთ, რომ კუპერს ეს "ზემოდან" "ურჩიეს".

საბოლოოდ, ის ისე წავიდა საქართველოდან, ხეირიანად ვერც კი გაერკვა, სად იყო და რა უნდოდა. წავიდა ბერძნულ "არისში", სადაც ნორმალურად იმუშავა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მართალია, საუკეთესო სამწვრთნელო წლები ზურგს უკან ჰქონდა მოტოვებული, მაგრამ საქართველოს ნაკრებში აშკარად შეიძლებოდა მისი უკეთ გამოყენება.

არ ვიცი, ბოლომდე სიმართლეა თუ არა ის, რაც ახლა უნდა დავწერო, მაგრამ მე არ მინახავს და შეიძლება ასეც იყო: რატომღაც მგონია, რომ საქართველოში ყოფნის დროს კუპერს ერთხელაც არ გაუცინია. ის ჩვენთან უფრო იტანჯებოდა, ვიდრე სიამოვნებას იღებდა მუშაობისგან.

არადა, რა კარგი იყო დასაწყისი - მოგება უელსის ნაკრებთან გასვლაზე, თანაც, აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღის შემდეგ. კარგად დაწყებული საქმე ცუდად გაგრძელდა და კუპერი ისე გაეცალა საქართველოს, რომ ოფიციალური მატჩი არ მოუგია.

და მაინც, ვინ დაწყევლა კუპერი?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თემოს-ს
კარგი, მაშინ ერთად გავიხსენოთ: რევიშვილი იმ დროს სათადარიგოთა სკამს ხეხავდა და საერთოდ არ ჰქონდა პრაქტიკა; ამისულაშვილი ტოპმიოლერმა გაუშვა გუნდიდან (და არა კუპერმა); მარცვალაძე 2006 წლის მერე არ იყო გამოძახებული და რუსეთში თამაში რა შუაშია; გოგუას ყველა მწვრთნელთან კონფლიქტი ჰქონდა; ერთადერთი სალუქვაძე იყო სტაბილურად თავისი გუნდის შემადგენლობაში იმ დროს, ვინც არ გამოუძახებიათ. ასე რომ, ნუ ეძებ პოლიტიკას იქ, სადაც არ არის. და კიდევ ერთი: მოდერატორო, ან საერთოდ გააუქმეთ კომენტარები, ან დროზე დადეთ.
კახა ქირია
ისეთი ნაკრები ყავდა და ისე თამაშობდნენ რომ, სულ სასაცილოდ ქონდა საქმე...თავი რო არ მოიკლა არ გიკვირს
gio
ექსპერიმენტის ვარიანტში დანიშნონ ბენფიკას მთავარ მწვრთნელად და ან მოიგებენ ერთად ან ერთმანეთს მაინც იპოვიან
თემოს
ან არ გახსოვს, ან არ გინდა რო გახსოვდეს მარცვალაძე ამისულა სალუქვაძე გოგუა რევიშვილი საკმარისია?
gulshematkivari
კუპერის "ვალენსია" და კლოპის "ბორუსია", ამ გუნდების დავიწყება არ შეიძლება.შეიძლება ლიდს იუნაიტედიც დავუყენოთ გვერდით.რაღაცა განსაკუთრებული,დაუვიწყარი შექმნეს.
თემო
ერთი, რომელ ფეხბურთელს არ იწვევდნენ რუსეთიდან იმ დროს? გვარით მაინც დაასახელოს. ასათიანს კი იმ დროს არა მარტო საქართველოს ნაკრებში არ იწვევდნენ, არამედ არსად არ ათამაშებდნენ და 2009-ში დაასრულა კიდეც საფეხბურთო კარიერა. მოკლედ, ყველაფერი როგორ შეიძლება პოლიტიკას მიაბას კაკაურიძემ, არ მესმის!
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"რომას" სალაჰის დაბრუნება სურს, თუმცა...
ექტორ კუპერი: თუ უკმაყოფილოები არიან ჩემი მუშაობით, გადავდგები
ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელს ექტორ კუპერს გადააყენებენ
საფრანგეთი. ლიგა 1. XXII ტურის წინ: რა ფერი აენთებათ "მწვანეებს" "ბორდოსთან"?
"არსენალს" მისი დამატება სურდა, მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ" - მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი პრეზიდენტი დეტალებზე საუბრობს
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
უელსს წაგება დაავიწყდა, ჩვენ მოგება... ანტირეკორდი არ უნდა გავიმეოროთ!
სალაჰი შობის დღესასწაულის მილოცვის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
საფრანგეთი. ლიგა 1. XXVII ტურის წინ: კლასიკური ფრანგული დუელი
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი
Daily Mail: სალაჰი და კიდევ ხუთი - "ლივერპულში" დიდი წმენდა იწყება
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
"ლივერპულში" სალაჰი უნდა შეცვალოს - ინგლისურ გრანდს ამ პოზიციაზე ფავორიტი ჰყავს
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
ᓡᕐ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
ვენსან აბუბაქარი: ზლატანისა და კავანის მდევარი
თენგიზ კაცია: სისტემა მოიშალა, ესაა ჩვენი ფეხბურთის კრიზისის მიზეზი
ასათიანი "ლოკომოტივის" XXI საუკუნის 10 საუკეთესო ტრანსფერში
სიჩიოვი: ქართულ რესტორანში დანახარჯს ყოველთვის ასათიანი იხდიდა - ჯანაშია დიეტურ მაგიდაზე მწვანილს მიირთმევდა
ექტორ კუპერი: "რეალი" დაინტერესებულია სალაჰით
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
მალხაზ ასათიანი: ამერიკელებმა ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს - ვისურვებდი, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე დაბრუნდნენ
საფრანგეთი. ლიგა 1. XXIII ტური: რანიერიმ პსჟ გააჩემპიონა [VIDEO]
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
უზბეკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექტორ კუპერი გახდება