10 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ლიგის VII ტურის შეხვედრები გაიმართება
10 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ლიგის VII ტურის შეხვედრები გაიმართება. პარასკევის სათამაშო დღე განსაკუთრებული მატჩით იქნება გამორჩეული, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონატის ორი უდავო ფავორიტი დაუპირისპირდება.

ტური 12:00 სთ-ზე, "თბილისი ვარიორსისა" და "თბილისის" შეხვედრით აიღებს სტარტს. ორივე მათგანს 6-6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7-8 პოზიციებს იკავებენ. შესაბამისად, საპლეიოფო ამბიციების შესანარჩუნებლად, ამ შეხვედრაში ორივე მათგანს მოგება ჰაერივით ესაჭიროება.

წინა ტურში "ტატიშვილთან" განადგურების შემდეგ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციას და სატურნირო ცხრილში დაკარგული პოზიციების აღდგენას ეცდება მფკ "აგორა", რომლის მეტოქეც ჯერჯერობით უქულოდ მყოფი იბსუ იქნება.

უაღრესად საინტერესო შეხვედრაა დაგეგმილი 16:00 სთ-ზე. წინა ტურში, ბათუმში, ადგილობრივი უნივერსიტეტის კლუბის მოულოდნელი დამარცხების შემდეგ, მფკ "მგლებს" კიდევ ერთი "შავიზღვისპირული" გამოცდა ელის წინ. ამჯერად მათი მეტოქე "დინამო ბათუმი" იქნება, რომელიც ამ ტურის წინ ცხრილში მესამე პოზიციაზე იმყოფება და დაპირისპირებაშიც ნომინალური ფავორიტია.

მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ მფკ "აფხაზეთი" და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბი წარდგებიან. სატურნირო თვალსაზრისით, გუნდები განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფებიან. თუკი "აფხაზეთს" ექვსი ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს, "ბათუმელ სტუდენტებს" 4 ქულით ბოლოსწინა ადგილი უკავიათ. თუმცა სამქულიანი სხვაობა მატჩის პრინციპულობას უსვამს ხაზს. შეხვედრა 18:00 სთ-ზე დაიწყება.

სათამაშო დღე არამარტო ტურის, არამედ მთლიანად ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრით დასრულდება, რომელშიც ერთმანეთს მფკ "ტატიშვილი" და "სტუ-თელასი" დაუპირისპირდებიან.

ორივე გუნდი მიმდინარე გათამაშებაში წაუგებლად ასპარეზობს, თუმცა "ენერგეტიკოსები" ორქულიანი დანაკარგით ჩამორჩებიან მთავარ მეტოქეს. განსხვავებული სიტუაციია გუნდებში ზამთრის შესვენების შემდეგ: "თელასი" ორმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და გასული საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო ბომბარდირმა არჩილ სებისკვერაძემ კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება გადაწყვიტა, ხოლო ნაკრების კაპიტანმა დავით ბობოხიძემ სწორედ "მედიკოსების" რიგებს მიაშურა, რითიც ისედაც საუკეთესო შემადგენლობით მოასპარეზე "ტატიშვილი" კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.

შეგახსენებთ, რომ ალე ძაბირაძის გუნდიდან, ნაკრების უახლოეს შეკრებაზე ერთბაშად ხუთი ფეხბურთელი იყო გამოძახებული. მიუხედავად ყველაფრისა, ავთანდილ ასათიანის გუნდი იოლი მეტოქე ნამდვილად არ იქნება. მატჩი 20:00 სთ-ზე დაიწყება.

10.02.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. VII ტური

12:00 მფკ თბილისი ვარიორსი - მფკ თბილისი

14:00 მფკ იბსუ - მფკ აგორა

16:00 მფკ მგლები - მფკ დინამო (ბთ)

18:00 მფკ აფხაზეთი - მფკ ბსუ (ბთ)

20:00 მფკ ტატიშვილი - მფკ სტუ-თელასი

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფუტსალის ლიგა 2016/17: 12 ივნისს ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა!
ფუტსალის ლიგა 2016/17: აირჩიე საუკეთესო გოლი!
ფუტსალის ლიგა 2016/17: "სტუ-თელასი" საქართველოს ჩემპიონია! [PHOTO]
ფუტსალის ლიგა 2016/17: ფავორიტები სერიაში დაწინაურდნენ!
ფუტსალის ლიგა 2016/17: დღეს ფინალური სერია იწყება!
9 ივნისს, ფუტსალის ლიგის ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება [VIDEO]