ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საბა კვირკველია: არასდროს დავხრი თავს, ჯერ კაცი ვარ და შემდეგ ფეხბურთელი

საბა კვირკველია: არასდროს დავხრი თავს, ჯერ კაცი ვარ და შემდეგ ფეხბურთელი

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველმა "სოვეტსკი სპორტს" გულახდილი და ემოციური ინტერვიუ მისცა
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველმა საბა კვირკველიამ, რომელიც ამჟამად გუნდთან ერთად ესპანურ შეკრებაზე იმყოფება, რუსულ გამოცემა "სოვეტსკი სპორტს" გულახდილი და ემოციური ინტერვიუ მისცა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მცველს მიმდინარე სეზონში "რუბინის" შემადგენლობაში სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა.

- როგორ განიხილავთ თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას გუნდში - ხართ ძირითადის, სათადარიგო, წამსვლელი თუ ტრანსფერზე დაყენებული მოთამაშე?

- მე ფეხბურთელი ვარ. ისეთივე, როგორიც ყველა. "რუბინთან" კონტრაქტი კიდევ თითქმის სამი წელი მაკავშირებს. იყო სხვა კლუბში გადასვლის რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ "რუბინთან" შეთანხმება ვერ მოხერხდა. რადგან ასეა, ვფიქრობ, უნდა დავრჩე და ვივარჯიშო. დრო გვიჩვენებს.

- მზად ხართ, იჯარით წახვიდეთ?

- იჯარა არ მინდა.

- ბოლო-ბოლო, ითამაშებდით მაინც.

- ჩემს იჯარაზე რეალური წინადადება არ ყოფილა. რომ ყოფილიყო, განვიხილავდი მაინც...

- ნაკლებ ხელფასზე სხვა გუნდში გადასვლას დათანხმდებით?

- ასეთ საკითხებს კონკრეტიკა სჭირდება. რამდენად ნაკლებზე? გადასვლა სად? ამის გარეშე საუბარი უაზრობაა.

- ამ სეზონში ხუთი ტურის გასვლის შემდეგ ინტერვიუში სამწვრთნელო შტაბი თქვენდამი უნდობლობის გამო გააკრიტიკეთ. მას შემდეგ რამე შეიცვალა?

- ჩემპიონატში არცერთ მატჩში მითამაშია. ვნახოთ, რა იქნება სეზონის დარჩენილ ნაწილში. ვიმუშავებ, როგორც ყველა. არსად მივდივარ.

- იმ ინტერვიუს შემდეგ ხავი გრასიას რაიმე სახის რეაქცია შეამჩნიეთ?

- ვერაფერს გეტყვით. რა თქმა უნდა, არცთუ რბილად ნათქვამი გამომივიდა. ემოციურად ვილაპარაკე, რადგან რთული მომენტი მქონდა. როგორია, წლიდან წლამდე მუდმივად თამაშობდე და უცებ უსარგებლო გახდე. თითქოს სადღაც ჩავიკარგე. ახლა ემოციები განელდა და უკვე ვიცი, ვისთან როგორ უნდა მოვიქცე.

- მთავარ მწვრთნელთან დალაპარაკება თუ სცადეთ?

- და რაზე უნდა ვილაპარაკოთ? მწვრთნელი - ეს არის ადამიანი, ვინც ყველაფერს ისე წყვეტს, როგორც თავად სურს. "რუბინს" ჩემი გაშვება რომ უნდოდეს, ნორმალური თანხის სანაცვლოდ შემელეოდა.

- და რამდენად?

- 2-3 მილიონად. 5 მილიონად კი, რამდენსაც ჩემში ითხოვდნენ, წასვლა ძნელია. და რადგან კლუბებმა ვერ მოილაპარაკეს, უნდა ვიმუშაო და დავამტკიცო, რომ ფეხბურთში რაღაც შემიძლია. საკონტროლო მატჩებში თითო ტაიმს ვთამაშობ, ცხოვრება გრძელდება. მწვრთნელი ყველაფერს ხედავს და დანარჩენი მისი გადასაწყვეტია.

- გასაგებია, რომ "რუბინს" თქვენი გაშვება დაცვაში დეფიციტის შექმნის საშიშროების გამო არ სურს. იქნებ ის მაინც გაგერკვიათ, რა აზრისაა გრასია თქვენზე?

- და რა უნდა თქვას? საერთოდ, პრეტენზია არავის მიმართ მაქვს. ყველაფერი ხდება. არ არსებობს ფეხბურთელი, ყველა მატჩში რომ თამაშობდეს. მთავარი ჯანმრთელობაა და მადლობა უფალს, ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს.

- რატომ გეძახის გუნდში ყველა საბას?

- ჩემი სახელი შემოკლებით სწორედ ასე გამოითქმის. როგორც დავითის შემოკლებული ვარიანტია დათო, ასევეა სოლომონის შემთხვევაში საბა.

- მეგრელი ხართ?

- გვარია მეგრული, მაგრამ დავიბადე და გავიზარდე სამტრედიაში, იმერეთში.

- ერთ დროს იქ საკმაოდ კარგი "ლოკომოტივი" გამოდიოდა.

- დღეს "სამტრედია" ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია. კარიერის დასაწყისში ჩვენთან თამაშობდა ზაზა ჯანაშია. კახა კალაძე დაიბადა და ჭაბუკობისას თამაშობდა სამტრედიაში.

- იქ დიდი სტადიონია?

- 5-6 ათასიანი.

- ერთმა თქვენმა თანამემამულემ, "რუბინში" თქვენს გარშემო შემქნილ ვითარებაზე საუბრისას თქვა - ან უნდა წავიდეს, ან - გაჩუმდესო.

- არასდროს დავხრი თავს და დავდუმდები. ჯერ კაცი ვარ და მხოლოდ ამის შემდეგ ფეხბურთელი. თუკი ვინმე აუგს რამეს მაკადრებს, საკადრის პასუხს გავცემ. თუ საჭირო გახდება, სახეშიც მიიღებს, სულ ერთია, ვინც უნდა იყოს.

"რუბინში" უკვე ექვსი წელია ვარ, რაც პატარა დრო არაა. ყველაზე უკეთ ვიცი, რა ვითარებაა აქ. ცუდს არავინ მკადრებს და ამიტომაც მშვიდად ვაგრძელებ ჩემ საქმეს.

- ანუ, ითმენთ.

- კონტრაქტის დასრულებამდე უფეხბურთო სამ წელიწადს ვერავინ მოითმენს.

- თქვენ ამ სეზონში არც დუბლებში გითამაშიათ?

- არა.

- პრაქტიკის გარეშე დარჩენა რომელ საფეხბურთო თვისებებს ავნებს? თუ პირველ რიგში, ეს თავმოყვარეობაზე მოქმედებს?

- ასე გიპასუხებთ: არ უნდა დაუჯერო კაცს, რომელსაც კარგად არ იცნობ. უნდა ენდო მხოლოდ მეგობარს, ძმას ან ადამიანს, ვისთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა გაკავშირებს. მხოლოდ ერთი წლის ნაცნობს - არა. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე.

- ვის გულისხმობთ?

- არ ვიტყვი, თუმცა თავად მიხვდება.

- საკუთარ თავში თუ ხედავთ იმის მიზეზს, რაც თქვენს თავს ხდება?

- დაწერეთ - კვირკველიას გამოცდილება არ ჰყოფნის. "რუბინში" ასზე მეტი შეხვედრა ჩავატარე, მაგრამ მაინც არასაკმარისია. გამოუცდელი ვარ, ანდა სუსტი - ესევ ვერსიაა.

- უტრირებთ. მაგრამ, ხომ ედრებით მათ, ვინც თამაშობს?

- საკუთარ ნაკლზე არავინ გეტყვით. მაგრამ რადგან არ ვთამაშობ, გამოდის, რომ მე სუსტი ვარ, ისინი კი - ძლიერები.

- ყაზანს მიეჩვეით?

- დიდი ხანია. ყველა მიცნობს და ყველას ვიცნობ. ბევრი მეგობარი მყავს და თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- ქართული რესტორნები არის?

- მრავლად და თანაც ნამდვილი - იმიტომ, რომ მათი მეპატრონეები ქართველები არიან.

- საქართველოს ნაკრებში როგორ მიგდით საქმე?

- აი, წელიწადში ოცჯერ რომ გამომიძახონ ნაკრებში, ოცივეჯერ ჩავალ დიდი სიამოვნებით! იმ ქვეყნის სახელით თამაში, სადაც დაიბადე, ისწავლე ყველაფერი - ბედნიერებაა. და კიდევ, მადლობა ჩვენს მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს. როდესაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ გაქვს, ნაკრებში კი მუდმივად გადიხარ მოედანზე, ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა.

ესპანელებს მოვუგეთ, უელსს ფრე ვეთამაშეთ. ოქრიაშვილს, ჯანოს, ჭანტურიას არანორმალური პოტენციალი აქვთ. მიეცი პასი და შეხედე, რას შექმნიან. დადექი და ამოისუნთქე - ბურთის დაჭერა სამი-ოთხი წუთის განმავლობაში თავისუფლად შეუძლიათ.

ოდესღაც რუსეთის ნაკრებში მეც მიწვევდნენ. მოვიდნენ ბაზაზე, იყო საუბარი. ერთი სიტყვა იყო საჭირო: დიახ. მე კი ვთქვი: არა. ჩემი - საქართველოს ნაკრებია და ის ჩემთვის ყველაფერია.

- თქვენი აგენტი რევაზ ჩელებაძეა?

- შეთანხმება, როგორც აგენტთან, არავისთან მაქვს. მაქვს კარგი ურთიერთობები და მათ შორის, ჩელებაძესთან. თუკი ვინმე კარიერის გაგრძელების კარგ ვარიანტს შემომთავაზებს, განვიხილავ.

• შოდა

ჩემო თენგო, ჩვენ ყველანი ქართველები ვართ, რა თქმა უნდა მერე მეგრელები, იმერლები, სვანები და ასე შემდეგ! სანამ ამას ვერ გაიგებს მეგრელები, იმერლები, გურულები და სხვა, მანა არ იქნება ჩვენი საშველი! ჩვენ ერთმანეთზე ახლობელი სხვა არავინა გვყავს!

• ბმბ

მართლა მაგარი კაცია საბა, საამაყო ქართველია,მაგრამ შეეშალა, არაუშავს, ვის არ შეშლია, ასეთ დროს პასუხი მარტივი საბა, მეგრელი იგივე ქართველია!!! მეგრელების აბსოლუტური უმრავლესობა ასე აზროვნებს. გამსახურდიამ რა უთხრა გულიას, ამას უბრალოდ ვერ ვაკადრებ საბას.

• თენგო

ამხელა კაცია,და შეკითხვაზე მეგრელია თუ არა,რა საჭიროა ორ აზროვანი პასუხის გაცემა.მეგრელობა რაა ცუდია? თუ გვარი მეგრულია ე/ი მეგრელი ხარ, რათ უნდა ამას,იქ დავიბადე, აქ გავიზარდე.

• მარგალ კოჩი.

იასონ კვირკველია არ გაგიგონია შე კაცო? " ნახევარი ძალით დავარტყამ"....

• სოსო-სსს

შენ რა ჯიშისა ხარ თვითონ თუ იცი

• odala

სოსო, რა იყო, მარგალი ხარ და გაგიტყდა რომ არ აღიარა მარგალიობა? რუსი რომ გკითხავს მეგრელი (მინგრელ) ხარო, საერთოდ არ ვიცი ეგ რას ნიშნავსო უნდა უპასუხო.

• სოსო სოსოს

სოსო,რას ჰქვია ჯიში ვერ გაურკვევია,მაგისთანა ჯიშიანი ბევრი ჰყავდეს საქართველოს,კაცობას უწუნებ თუ ოსტატობას.შენს გამო კი ვიღაცა მე შემაგინებს და ეგ არის ჯიშიანობა და კარგი საქციელი?

• aburjga

კონტრაქტი გასაგებია, მაგრამ კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა არ შეიძლება? რა კონტრაქტია ასეთი, მონობაა თუ რა უბედურებაა?! მე ასეთ საშინელებასთან შეგუება არ შემიძლია, ჯანღონით სავსე კარგი ფეხბურთელი საუკეთესო ასაკში ვერ გადის მინდორზე, დაჟე შესვლაზეჩ არ შეჰყავთ?!

• ვეტერანი

ხავი გრასიაშია პრობლემა თუ ის ბასკია. 2 წელი არსად არ უმუშავია ზედიზედ რაღა იქ გააჩერებენ დიდხანს.

• სოსო-ს

მართლა უჯიშოსავით აზროვნებ!

• butxa

მალადეც დზმაო კიდე მაგარი ნერვები ჰქონია.გააცამეს კაცი.არადა \შეუზლია ამ ბიჭს გრანდებშიც.პირადა მე ვნერვიულობ ამ კაცზე და ტვიტონ ცარმომიდგენია რა დგეშია.გმერთმა ქნას მოაგვაროს რაც შეიზლება მალე

• სოსო

ჯერ ამას ისიც კი ვერ გაურკვევია რა ჯიშისაა.

• gg

კი მარა სამუდამო კონტრაქტი დადო? კიდევ 3 წელი რა ამბავია.ვინ ყავდა აგენტი ნეტა, 3 წელი რო კიდე არ ათამაშონ მერე რაღა უნდა ითამაშოს.ან ნაკრებში რაღა უნდა უნდა ითამაშოს?

• giorgi

ვითომ ამაზუ უკეთესები ჰყავთ. კარგი ვთქვათ უკეთესები არიან, მაგრამ იმდენად რომ სეზონში რამდენიმე წუთით მაინც არ ეკუთნის? ის მწვრთნელია გასაგდები. შედეგი მაინც ქონდეს.

• qutaiseli

აუ როგორ გაამწარეს ეს კაცი არადა არ იმსახურებს,,,ამიტომ არუნდა მოაწერონ დიდ ვადიან კონტრაკტს რუსებთან ხელი ნაგავი ხალხია იმედია საბას მაგალითზე ისწავლიან ჭკუას,,,,,არ გაწყობს მისი თამაში გაუშვი რა არარიალურ თანხას ითხოვ,,,პროსტო ეხლა აზღვევინებენ იმის გამო რო რუსეთი და რუსები დაიხია ქაბაბის ჩეკივით,,,,მიდი საბა მათვარია ივარჯიშე და ნაკრებში სულ ითამაშებ ,,

• giorgi

ლინქი გამომიგზავნეტ სდ უყურო ტამასჰსს

• TAMAZIKO

ara ra batonebo,gasagebia rom eg bihi tavis qveknis patriotia,magram danarheni veraferi ver gavige ra.

• აველა

კაცი ხარ კაცური! შენ გენაცვალე მაგ შემართებაში და უდრეკ სულში.. მოვა დრო და ყველაფერი დალაგდება... შენ კიდევ ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ხარ რუსეთში.. ჩვენი ნაკრების ლიდერი! წარმატებები კვირკველ

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[ექსკლუზივი] ეგ იყო ყველაფრის თავიდათავი! რამ გაზარდა საბა კვირკველიას ფასი?

"საბა კვირკველია "რუბინს" ეკუთვნის და ზაფხულში ის ყაზანში უნდა იყოს"

"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა

სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა

"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...

საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა

ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან

"ლიდსის" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

"ლიდსი" მწვრთნელს, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ შეიცვლის - გრასიას სამსახური სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა

კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...

"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

უნდა, მაგრამ... "ლოკომოტივი" საბა კვირკველიას ვეღარ გამოისყიდის?

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

"დიდი სემი" დაბრუნდა - ელერდაისს "ლიდსის" გადარჩენა დაავალეს

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა