16 თებერვალს, თბილისის ოლიმპიური სასახლე საქართველოს ფუტსალის ლიგის VIII ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს
16 თებერვალს, თბილისის ოლიმპიური სასახლე საქართველოს ფუტსალის ლიგის VIII ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს. გამონაკლისის სახით, პარასკევი დღის ნაცვლად, თამაშები ხუთშაბათს გაიმართება.

საპლეიოფო ზონაში მოსახვედრად შექმნილი სატურნირო დაძაბულობის გამო ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს და ამ მხრივ, არც პირველი წრის ბოლოსწინა ტური იქნება გამონაკლისი. თუმცა, შესაძლოა, ეს არ ვრცელდებოდეს ტურის პირველ შეხვედრაზე, რომელშიც ერთმანეთს "აფხაზეთი" და "თბილისი ვარიორსი" დაუპირისპირდებიან. წელს საუცხოო ფორმაში მყოფი "ზღვისპირელები" ამ მატჩში უდავო ფავორიტის სტატუსით წარდგებიან და დაგეგმილი სამი ქულის მოპოვებას შეეცდებიან. მატჩი 12:00 სთ-ზე დაიწყება.

დიდი ალბათობით, ზედიზედ მეორე შეხვედრაში არ დაკარგავს ქულებს გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი მფკ "ტატიშვილი", რომლის მეტოქეც ჩემპიონატის ყველაზე არასტაბილური და არაპროგნოზირებადი გუნდი, მფკ "თბილისი" იქნება. მატჩი 14:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

16:00 სთ-ზე გამართავს თავის შეხვედრას ჩემპიონატის კიდევ ერთი ფავორიტი "სტუ-თელასი". მიუხედავად სატრანსფერო ფანჯრის დროს განცდილი დიდი დანაკარგებისა (დავით ბობოხიძე მფკ "ტატიშვილში" გადავიდა, ხოლო არჩილ სებისკვერაძემ კარიერა ბელორუსულ "ლიდსელმაში" განაგრძო), წინა ტურში "ტატიშვილთან" დაპირისპირებისას "ენერგეტიკოსებმა" დაამტკიცეს, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.

"თელასი" 2017 წლის აღმოჩენას და მთავარი სენსაციის ავტორს, მფკ იბსუ-ს ("აგორასთან" 5-5) დაუპირისპირდება. გაიმართება ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი მთავარი მწვრთნელების დუელი - ავთანდილ ასათიანი ალიკ სარქისიანის წინააღმდეგ.

ტური ბათუმური დერბით გაგრძელდება. 18:00 სთ-ზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბი "დინამო ბათუმს" დაუპირისპირდება. გარდა პრინციპული მეტოქეობისა, ამ შეხვედრას ორივე გუნდისთვის სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

"სტუდენტებისთვის" ეს ერთ-ერთი ბოლო შანსია, რომ პლეი ოფისთვის ბრძოლას საბოლოოდ არ გამოეთიშონ, ხოლო ოთხეულში დამკვიდრებული დინამოელები საკუთარი პოზიციების შენარჩუნებას შეეცდებიან.

ხუთშაბათის სათამაშო დღეს ტურის ცენტრალური შეხვედრა დაასრულებს. ბოლო მატჩებში წარუმატებლად მოასპარეზე "აგორა" რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციაში მყოფ მფკ "მგლებს" დაუპირისპირდება. ისევე, როგორც "ბათუმურ დერბიში", სასწორზე აქაც საპლეიოფო მნიშვნელობის ქულები დევს. ტურის დასკვნითი შეხვედრა 20:00 სთ-ზე გაიმართება.

16.02.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. VIII ტური

12:00 მფკ აფხაზეთი - მფკ თბილისი ვარიორსი

14:00მფკ თბილისი - მფკ ტატიშვილი

16:00 მფკ სტუ-თელასი - მფკ იბსუ

18:00 მფკ ბსუ (ბთ) - მფკ დინამო (ბთ)

20:00 მფკ აგორა - მფკ მგლები

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ფუტსალის ლიგა 2016/17: 12 ივნისს ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა!
ფუტსალის ლიგა 2016/17: აირჩიე საუკეთესო გოლი!
ფუტსალის ლიგა 2016/17: "სტუ-თელასი" საქართველოს ჩემპიონია! [PHOTO]
ფუტსალის ლიგა 2016/17: ფავორიტები სერიაში დაწინაურდნენ!
ფუტსალის ლიგა 2016/17: დღეს ფინალური სერია იწყება!
9 ივნისს, ფუტსალის ლიგის ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება [VIDEO]