საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის დაფუძნებიდან 27 წელიწადი გავიდა
საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის დაფუძნებიდან 27 წელიწადი გავიდა. 1990 წლის 15 თებერვალს თავისუფლებისკენ სწრაფვას საფეხბურთო სამყაროც შეუერთდა და თავისი გზით სიარული არჩია.

დიდი დრო გავიდა, მთელი თაობები შეიცვალა საქართველოში, დიდი კატაკლიზმები მოხდა, ერთი ატომური ბომბი არ ჩამოვარდნილა, თორემ ყველა უბედურება დაგვატყდა თავს - შიდა და საგარეო ომები, მუდმივი ეკონომიკური კრიზისი და გაჭირვება... რა გასაკვირია, რომ პერმანენტული სტრესის ქვეშ მყოფ ქვეყანაში ფეხბურთის დონეც საგრძნობლად დაეცა.

ქვეყანამ, რომელიც დამოუკიდებლობას აცხადებდა და ოცნებობდა, ღირსეულად ევლო თავისუფლების გზაზე, ამ პრობლემების გადამკიდე, ფეხბურთისთვის რეალურად ვერ მოიცალა.

ვოცნებობდით, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გვეთამაშა და დამოუკიდებლობიდან 27 წლის თავზე ფიფას ბოლო რეიტინგით მსოფლიოს საფეხბურთო ოჯახში 125-ე ადგილზე ვართ, რაც ქართველი გულშემატკივრისთვის დიდი დარტყმაა.

ბევრი ცდილობს, საქმის ისე წარმოჩენას, თითქოს ეს უბედურებები თავს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის გამო დაგვატყდა. მაგრამ პოსტსაბჭოელთა რეიტინგებს რომ გადავხედოთ, ცხადია, გახდება - ორიოდე ქვეყნის გარდა, ფეხბურთი პოსტსაბჭოურ სივრცეში წინ წავიდა. ტაჯიკეთი, თურქმენეთი და მოლდოვა ვარსკვლავებს ისედაც ვერ წყვეტდნენ, საქართველომ კი ყველაზე დიდი რეგრესი განიცადა.

ანუ ამ 27 წელიწადში ყველაფერი გავაკეთეთ საიმისოდ, რომ წინა თაობების შრომა წყალში ჩაგვეყარა.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში თბილისის "დინამო", ისევე, როგორც ამა თუ იმ რესპუბლიკის მთავარი გუნდი, რეალურად, საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს წარმოადგენდა. გასაოცარი ისაა, რომ კლუბების ჯამურ სტატისტიკაში "დინამოს" საბჭოეთში მე-4 შედეგი ჰქონდა. ახლაც მე-4 ვართ, ოღონდ... ბოლოდან.

27 წლის წინათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენზე წინ იქნებოდნენ ის ქვეყნები (უზბეკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ყირგიზეთი), რომელთაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გუნდი ხან ჰყავდათ, ხან - არა. მაგრამ ახლა ეს ფაქტია და ამიტომაა, სომხეთის შემდეგ ევროპაში მაყურებელთა დასწრების კლებაში საქართველო რომ ლიდერობს.

ფიფას მიმდინარე რეიტინგი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის

ქვეყანა ქულა

30. უკრაინა 805

61. რუსეთი 592

63. უზბეკეთი 554

72. ბელარუსი 470

82. სომხეთი 422

89. აზერბაიჯანი 388

96. ყაზახეთი 352

109. ლიტვა 324

113. ლატვია 306

119. ესტონეთი 291

124. ყირგიზეთი 265

125. საქართველო 263

133. ტაჯიკეთი 231

144. თურქმენეთი 200

163. მოლდოვა 145.

უეფას ანტირეიტინგში (კლუბების ლიცენზირების შედარებითი ანგარიშიდან) საქართველოს ჩემპიონატი 54 ქვეყანას შორის მხოლოდ მეოთხეა (ირლანდიას, ბელარუსსა და ყაზახეთს შორის) 2015 წლის მონაცემების მიხედვით, სადაც ეროვნული პირველობის მატჩების ტელეტრანსლაციიდან შემოსავალი ნულის ტოლია.

ჩვენი საკლუბო მარკეტინგის დონე ქვის ხანისას ოდნავ თუ აღემატება და ლოგიკურია, რომ ევროპული კლუბების ასოციაციის შეხვედრებიდან ჩამოსული ჩვენი წარმომადგენლებისგან გვესმის, რომ იქ მხოლოდ ერთ მოთხოვნას აყენებენ - უეფამ ევროტურნირებიდან მიღებული დაფინანსება გაუზარდოს! ასეთი "ღრმა" აზროვნების შედეგია, "სხვა შემოსავლების" გრაფაში ქართული კლუბების არსებული თანხების წილი 81 პროცენტს რომ შეადგენს.

ჩვენი ფეხბურთი თავად სახელმწიფოს მდგომარეობასაც ასახავს. მაგალითად, ყაზახეთი ერთადერთია პოსტსაბჭოურ ქვეყნებს შორის, სადაც ბიუჯეტი დაგეგმილს აჭარბებს. აზერბაიჯანიც ბუნებრივი რესურსებით წამოდგა ფეხზე. ორივემ კი ფეხბურთი ისე განავითარა, რომ ჩემპიონთა და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპებსაც გაუსინჯეს გემო (ევროპალიგას გაუშინაურდნენ კიდეც). რეალური პროგრესია ესტონეთსა და ლატვიაში, უზბეკეთი კი აზიის რეგიონის ლიდერებშია. ბალტიისპირელებს ფრენა არ უსწავლიათ, მაგრამ დაღმასვლას მაინც ასცდნენ.

ასე კი იმიტომ მოხდა, რომ ამ ქვეყნებში სწავლობდნენ და ინფრასტრუქტურას აშენებდნენ, საქართველო კი ამ 27 წლის განმავლობაში არათუ არაფერს აკეთებდა, აშენებულსაც კი ანგრევდა და ლამის ყველაფერი გაკეთდა, ჩვენში ფეხბურთი რომ ჩამკვდარიყო. საფეხბურთო სამყარო ხომ სახელმწიფოს მთელი 25 წლის განმავლობაში ეხვეწებოდა ფეხბურთის განვითარების პროგრამის მიღებას. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ქაოსში ჩაფლულს პოზიციების შენარჩუნება გაუჭირდა.

შეცდომა ის იყო, რაც მერე მოხდა, თორემ 27 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება დროული, საჭირო და აუცილებელი იყო. იმიტომ, რომ საქართველოს დროშას მსოფლიო სარბიელზე უნდა ეფრიალა.

იმედია, გავა წლები და 15 თებერვლის იდეალები მაინც განხორციელდება, ეს კრიზისი და გულგრილობაც წარსულს ჩაბარდება და ქართული ფეხბურთი ჭაობიდან ამოძვრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

givi
Romel qveyanas yavs sadme prezidenti parlamentari
giosvani
რუსების ბრალი არაა რომ ჩვენი ფეხბურთელები ფულს ირჩევენ კარიერის და დიდი ფეხბურთის მაგივრად, ის რომ რუსები ცდილობენ ჩვენი ფეხბურთელები დაიმორჩილონდა მონებივით ყავდეთ ეს ფაქტია, მაგრამ ეს თავად ფეხბურთელების ბრალია , ჭანტურია რო მორბოდა 2 ბუნდესლიგიდან , ქონდა იმავე ლიგის გუნდებიდან წინადადებები მაგრამ ორმაგი ხელფასი არჩია, ხოდა დაემშვიდობეთ ქართველ მესის, ჯანოს ქონდა შანსი არ გაეგრძელებინა კონტრაქტი სპარტაკთან და ხეხოს ახლა სკამი ქართველმა პირლომ, კვირკველიაც დანებდა უკვე რუბინს, ხოდა დაემშიდობეთ საუკეთესო ცენტრალურ მცველს ამ საუკუნეში მისი დარი არ გვყოლია, გავაგრძელო რა აზრი აქვს, ოქრიაშვილი არ შეიყვანეს უეფას განაცხადში არც ჩემპიონატში გაიგიჟებენ თავს მაგის დაყენებით სასტავში , ხოდა კიდევ დიდიხნით დაემშვიდობეთ მოლოდინს ჩვენი ნაკრების ჯგუფიდან გასვლის, არადა ოქრისაც ქონდა სხვა ვარიანტები, მე რო ნაკრების მწვრტნელი ვიყო რუსეთიდან პრინციპულად არ გამოვიძახებდი ფეხბურთელებს.
ss
გენიალურად თქვა, ვინც თქვა: დაიბადა ინგლისში, გაიზარდა ბრაზილიაში, მოკვდა საქართველოში.
zaza
ეეხ ბატონო ჰერაკლიუს ჯერ ლუდი მიირთვით და მერე წერეთ კომენტარები... ისე ცოდნისთვის დღეს საქართველოს ნაკრების უმრავლესობა რუსეთის ჩემპიონატში თამაშობს! საკუთარი უუნარობა ყოველთვის სხვისი ბრალია...
გოგი ქუთაისელი
ნონსენსია ყველაფერი რუსეთს დააბრალო. შადიმანები ბარათაშვილები რომ იყვნენ, და სააკადზე მოკლენ. რუსებმა შეუწყვენ ხელი. მალე საფრანგეთიც გამოვა ევროკავშირიდან!პოლიტიკა მეზარება!
dato
ახალმა ხელმძღვანელობამ ღირსეულად გააგრძელა ძვილის დაწყებული საქმეები და გარეკა დარჩენილი ინვესტორებიც,ხოლო მუნიციპალურ კლუბებთან ერთად უკვე კერძოებმაც დაიწყეს ბიუჯეტის ჭამა. განსხვავება ისაა რომ გარდა ადგილობრივი მუნიციპალური ბიუჯეტიდან Fულის შეწმისა უკვე ცენტრალურიდანაც მიირთმევენ გემრიელ ლუკმებს
სოსო
ჰერაკლიუს,მართალი ხარ ,აი წუხელისაც მაგრად გაყინა,საიდან მოვიდა ყინვა?მარ თალი ბრძანდებით,რა თქმა უნდა რუსეთიდან,ეგენი გვიყინავენ ტვინებს და შედეგიც სახეზეა.
შაჰ-აბასი
ქართველების დამარცხება ყველაზე უკეთ, ქართველებს შეუძლიათ. არ მოგწყინდათ ყველგან და ყველაფერში სხვების დადანაშაულება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ნამდვილად მტერია კარგად გაახილეთ თვალები პირველ რიგში გაიგეთ რომ მეგობარი სახელმწიფოები არ არსებობენ (თქვენ შეიძლება გყავდეთ ნებისმიერი ეროვნების მეგობარი ადამიანი, მაგრამ არა სახელმწიფო), პირადად ჩემთვის თურქეთის შემპარავი პოლიტიკა უფრო საშიშია. თუ საერთოდ აზროვნებ ადამიანი რუსეთში მტრის ამოცნობას დრო არ ჭირდება. მაგრამ რომელი გვყავს მართლა მეგობარ? მაგრამ სიით მეორე გამომივიდა მაგრამ უფრო მთავარი ჩვენ თვითონა ვართ, სანამ პრობლემა უშუალოდ არ შეგვეხება სვისი ჭირი ღობეს ჩხირის პრინციპით ვცხოვრობთ. რამდენ ჩვენგანს შეუძლია სუფთა სინდისით თქვას რომ თუნდაც ელემენტარულ დარღვევაზე ვიღაცის ურიგოდ სადმე შესვლზე ხმა ამოგვიღია? ჭვრილმანია? შეიძლება, მაგრამ ყველა წვრილმანის თავმოყრა აფუჭებს საქმეს. რაც შეეხება რაგბს მასე იოლად ვერ გააფუჭებენ თუ საქმის გაკეთება გინდა, რაღაც გზის გამოძებნა შიძლება თუ არა და მიზეზების მოძებნა რატომ არ გაკეთდა გაცილებით მარტივია. და საერთოდ ლაპარაკი უფრო იოლია ვიდრე საქმის კეთება. ამიტომ ყველამ პატიოსნად ვაკეთოდ ჩვენი სამე რაც გვევალება და ყველაფერი დალაგდება. ბოდიშ გიხდით თუ ვინმეს ემწარა, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
კიდევ რამდენი წელი უნდა ველოდოთ ისიც დაგეწერათ ბარემ
haha
ბოლო ბოლო მაინც გამოეყოფოდი. ეგ არაფერ შუაშია. ჩემი აზრით მთავარი შეცდომაა ის, რომ ფეხბურთის ცოდნა არ გვაქვს. ინტერვიუებს სულ ვკითხულობ. როცა მიზეზებზე ლაპარაკობენ, ასახელებენ მხოლოდ ფულს და სტადიონების არქონას. მაგრამ ფული და სტადიონები არც აფრიკაშია. ან ამატებენ ფიზიკურ მოუმზადებლობას. ესეც სისულელეა. ამის გაუმჯეგესება შეიძლება და მეოთხე მიზეზს ასახელებენ-მენტალობას. რაც საერთოდ სხვაზე გადაბრალებაა. მთავრია ფეხბურთელებს ზრდიან ისე როგორც 40 წლის წინ. ახალგაზრდებმა არ იციან რა ქნან როცა ბურთს მიიღებენ, ამიტომ ყველა იწყებს მატაობას ან დრიბლინგს. მეტი არაფერი იციან. უფრო ზუსტად ეწერა გროზნის ინტევიუში, რომელიც ამ გაზეთმა გამოაქვეყნა. ვიმეორებ მთავარი გაჭირვება არის ფეხბურთის უცოდინრობა.
Heraclius (Kaxeti)
ქართუყლ ფეხბურთს ყოველთვის რუსები ებრძოდნენ და დღემდე ებრძვიან. თქვენი აზრით რატომ მოხდა რომ ყველასაგან კმაყოფილი კახაბერ ცხადაძე გადადგა? მართლა ხომარ გგონიათ კობიაშვილს არ მოსწონდა ან ფინანსური კუთხით ვერ შეთანხმდნენ? რუსეთში ანუ ჭაობში რატომ იძირებიან ქართველი ტალანტები რომელნიც მესისა და რონალდოს დონეზე შეუძლიათ თამაში? იქნებ მართლა გგონიათ რომ ყიფიანის, მესხის, მეტრეველის, მაჩაიძის, ქინქლაძის, კალაძის სამშობლოში ფეხბურთი არარსებობს და მკვდარია? ან ნიჭი არ აქვთ? რომ იძახით დისციპლინა გვაკლიაო, მალოტელი ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელია ესვროპაში და ყველაზე ახალგზარდა და ნიჭიერიც ლეგენდებთან შედარებით. ქართული ფეხბურთის უბედურება რუსეთია, რატომ ხდება თქვენი აზრით სხვა უცხოური კომპანიების მიერ ქართული სტადიონების განადგურება მიზანმიმართულათ და რატომ არავინ იცავს ქართულს სტადიონებს ამ 20 წლის განმავლობაში? რატომ ჩამოართვეს და წაართვეს ქართულ ფეხბურთს ყველაფერი? იმიტომ რომ რუსეთს ასე სურდა! ეს ფაქტია! რატომ ჩამოდის ფიფას ვიცე პრეზიდენტი ფეხბურთის არჩევნების წინა დღეს საქართველოში და რა მიზნით? რატომ აცხადებს სახელმწიფო ფეხბურთში არ ჩაერიოსო? ისევ და ისევ რუსეთია მტავარი უბედურება საქართველოსი. ქართველ ფეხბურთელებს არაფერი აკლიათ რომ ინგლისის და იტალიის დარი ჩემპიონატი გვქონდეს და დიდიც, მარა რუსებს ასე არ სურთ! რატომ არის რომ ქართული ფეხბურთი იშლება და ფინანსები არ არის ან იპარავენ რუსების დასმული აგენტურები ფეხბურთის ფედერაციაში? საიდანაც გაქრა დინამოს მილიონები. დღეს ერთადერთი გუნდი საქართველოში რომელიც ყველას ყველაფერით აღემატება დინამო თბილისია, ყველაფერი აქვს რომ ითამაშოს და გაზარდოს ტალანტები, მარა დარწმუნებულები იყავით რომ დინამოს აკადემიასაც მალე გააუქმებენ რუსები უცხოური კომპანიების ზეწოლით. არიფიქროთ მარიხუანას ვეწევი, ნარკომანი ვარ! ეს ჩემი აზრიკი არა ცოცხალი ფაქტებია. საქართველოს ნაკრები ვერასოდეს ითამაშებს ევროპაზე, მსოფლიოზე, ამას რუსები არასოდეს დაუშვებენ! ქართული კლუბები ვერასოდეს ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგაზე და აღარაფერს ვლაპარაკობ მოგებაზე. ქართუველი ფეხბურთელები ვეღარასოდეს ითამაშებენ დიდ გუნდებში, ჩვენმა მტრებმა კალაძის ჩეცდომა დაუშვეს და ახლა ზეწოლა გააათმაგეს. ყველა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის ადგილი რუსეთი ან უკრაინა იქნება და იქ დაიხრჩობიოან! ასეთი პრობლემაა რაგბიშიც! თქვენი აზრით 6 ერზე რატომ არ გვიღებენ? იმიტომ რომ რუსეთის ავტორიტეტი სარგებლოს. რუსეთში რაგბი 0, მაგრამ რუსეთს აქვს უფლება როგორც დიდ სახელმწიფოს რომ დაბლოკოს ქართული რაგბის განვითარება! და საბოლოოდ მOშლა.მერე აზრის დანერგვა რომ საქართველო არასპორტული ქვეყანააო. ყველა ნIჭიერი სპორტსმენის რუსეთის სახელით გამოყვანა და დიდი ფინანსური იარაღებით მათი დაყოლიება, რაც კვერკველიას, ასათიანს, ანანიძეს, გაუკეთეს, გაუკეთებენ სავარაუდოდ გიორგი არაბიძეს რომ დამალონ ევროპისთვის და დაახრჩონ უკრაინაში ან რუსეთში და ჩვენს კიდევ ერთ დალანტს რომელიც პსჟ თამაშობს, სამწუხაროდ სახელი დამავიწყდა და გვარი! შეიძლება არ დამეთანხმოთ, მარა რუსეთისაგან მარტო პოლიტიკურ ზეწოლას არასოდეს განვიცდიდით, ამასზედერთვო სულიერი გაჩანაგებაც და საბოლოოდ მოთხრა! ქართული სპორტი დაღუპულია და ვიდრე რუსეთი იარსებებს საქართველო ვერასოდეს იქნება დაწინაურებული ქვეყანა ვერცერთ სფეროში. არც ნატოში და ევროკავშირში მიგვიღებენ და არც კულტურული დეგრადირების გზას ავცდებით, აღარაფერი რომ ვტქვა ეკონომიკურ მხარეზე. სამწუხაროდ ასეა.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება