ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ოქროს ბუცი 2016/17"-ის კანდიდატები: ვინ ვის, ჯეკო თუ იგუაინი?

"ოქროს ბუცი 2016/17"-ის კანდიდატები: ვინ ვის, ჯეკო თუ იგუაინი?

ვინ მოიგებს ბომბარდირობისთვის დავას იტალიასა და ევროპაში
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებას ტურინის"იუვენტუსი" ლიდერობს, "ბებერი ქალბატონი" დიდი ფორით უსწრებს მდევრებს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გახდება კიდეც იტალიის ჩემპიონი.

სამაგიეროდ, დაძაბული ბრძოლაა ბომბარდირთა დავაში და პრაქტიკულად, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ ვინ გახდება ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი.

ტურნირის დაწყებიდან 25 ტურია გასული, ბომბარდირთა სიას კი ედინ ჯეკო (რომა) და გონსალო იგუაინი (იუვენტუსი) უდგანან სათავეში, რომელთა ანგარიშზე 19-19 გოლია. ორივე თავდამსხმელი ბრწყინვალე ფორმაშია და გოლებიც მათ პრაქტიკულად ყოველ შეხვედრაში გააქვთ.

ოქროს ბუცი 2016/17

წლევანდელი სეზონის ევროპის "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში სწორედ ჯეკო და იგუაინი ლიდერობენ, თუმცა მათ კომპანიონობას ლიონელ მესი უწევს, რომელმაც ასევე 19 გოლი გაიტანა ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსელონას" მაისურით.

მათ მხოლოდ გოლით ჩამორჩება კიდევ ერთი ბარსელონელი, ლუის სუარესი, გასული სეზონის "ოქროს ბუცის" მფლობელი 40 გოლით. ალბათ, ბევრს გაახსენდება, რომ ფრანგულ ლიგა 1-ში ამ თავდამსხმელებზე მეტი გოლი გაიტანეს ედინსონ კავანიმ (პსჟ) და ალექსანდრ ლაკაზეტმა (ლიონი).

პარიზელთა ურუგვაელმა შემტევმა უკვე 25 გოლი შეაგდო, ხოლო ფრანგმა 21 გაიტანა (აქედან 10 პენალტით!), მაგრამ საქმე ისაა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატს ნაკლები კოეფიციენტი აქვს (1,5), ვიდრე ევროპის ოთხ მოწინავე საფეხბურთო ქვეყანას (2). ამიტომაც ჯეკო, იგუაინი და მესი 38-38 ქულით (გოლი კოეფიციენტზე მრავლდება) ლიდერობენ "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში, ხოლო კავანის 37,5 ქულა აქვს და ქულა-ნახევრით უსწრებს სუარესს (36).

აფასებენ მცველები

დავუბრუნდეთ ჯეკოსა და იგუაინს: ეს ორი ფორვარდი სერია A-ში მოასპარეზე მცველებმა შეაფასეს და ქვემოთ სწორედ მათ მოსაზრებებს გაგაცნობთ. რა თქმა უნდა, ისინი სუბიექტურები არიან, როცა თანაგუნდელის შეფასება უწევთ, თუმცა მაღალი კლასის მცველების შეფასებები მაინც ძალიან საინტერესოა.

ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი): "ედინ ჯეკო ბრწყინვალე ფორვარდია და მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია. ათლეტურია და ამავდროულად, მოქნილი, ასეთ ფორვარდებთან თამაში კი ყოველთვის განსაკუთრებულად რთულია. ჯეკო თანაბრად ძლიერია როგორც ფეხით თამაშის დროს, ისე მეორე სართულზე. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ სერია A-ში დღეს საუკეთესო ფორვარდი გონსალო იგუაინია და მოხარული ვარ, რომ ის ჩემი თანაგუნდელია. ბოლო წლებში, როდესაც იგუაინი "ნაპოლიში" ასპარეზობდა, ყველაზე მეტად სწორედ მის წინააღმდეგ მიჭირდა თამაში. იგუაინი ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ამასთან, ყოველთვის იქაა, სადაც მის გუნდს სჭირდება".

ჟუან ჟესუსი (რომა): "ხშირად ვუყურებ სერია A-ში მოასპარეზე ფორვარდთა თამაშებს და მათ მოძრაობებს ვაკვირდები. ბევრი ძლიერი შემტევია, რომელთა შორის გონსალო იგუაინს, ხოსე კალეხონს, ანტონიო კანდრევას, მაურო იკარდის და მასიმო მაკარონეს გამოვარჩევდი, თუმცა საუკეთესო მაინც ედინ ჯეკოა. როდესაც ჯეკო მოედანზეა, იცი, რომ გოლი გარდაუვალია. იგუაინი უძლიერესია, მაგრამ ჯეკო კიდევ უკეთესი და ვფიქრობ, რომ ბომბარდირი სწორედ ედინი გახდება".

რაულ ალბიოლი (ნაპოლი): "დრის მერტენსს 16 გოლი აქვს გატანილი და მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩემს თანაგუნდელს შეუძლია ჩემპიონატის ბომბარდირი გახდეს. რაც შეეხება იგუაინს და ჯეკოს, მათი შედარება გამიჭირდება, რადგან ორივეს თავისი პლუსები აქვს. ორივენი ძლიერები არიან როგორც ფეხით, ისე თავით თამაშისას, ტექნიკა კი არც ერთს დაეწუნება. "იუვენტუსში" იგუაინის გარდა კიდევ ბევრი გოლეადორია, "რომა" კი უფრო მეტადაა ჯეკოზე დამოკიდებული. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბომბარდირი ბოსნიელი გახდება".

ჟოაო მირანდა (ინტერი): "იტალიაში ბევრი მაღალი კლასის თავდამსხმელი თამაშობს, მათ შორის კი სამს გამოვარჩევდი: გონსალო იგუაინს, ედინ ჯეკოს და მაურო იკარდის. ეს უკანასკნელი ყველაზე ახალგაზრდაა და ვფიქრობ, დადგება დრო, როდესაც მსოფლიოს საუკეთესი ფორვარდი გახდება. მაურო კარგად იყენებს სივრცეებს და შეუძლია, რომ ერთ წამში გადაწყვიტოს მატჩის ბედი. იგუაინი თუ ჯეკო? - ალბათ, იგუაინი, რადგან ყველგან და ყოველთვის გაჰქონდა, ჩავარდნა კი არასდროს ჰქონია. ჯეკო ბრწყინვალე თავდამსხმელია, მაგრამ პერიოდულად ჩავარდნები აქვს, რაც გონსალოს შემთხვევაში არ მახსენდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

37 წლის ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"პოკერი შევასრულე, სახლში დავბრუნდი და ცოლმა არ მომილოცა... მეორე დღეს ამიხსნა, ეს რატომ გააკეთა" - სუარესის მოყოლილი ისტორია ინტერნეტს იპყრობს

ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს

კავანი: ჩემი შვილების კერპები კვარაცხელია და ოსიმენი არიან

ედინსონ კავანი "ვალენსიას" ტოვებს და კარიერას არგენტინულ გრანდში განაგრძობს

ოფიციალურად: ედინ ჯეკო სერია A-ს დაუბრუნდა

[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა

"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას

"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი

ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა

"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი

სუარესმა "სიეტლის" სტაფის წევრს, რომელსაც შეაფურთხა, ბოდიში მოუხადა

იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება

ედინ ჯეკო სავარაუდოდ, კარიერას კვლავ სერია A-ში განაგრძობს

"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა

ედინ ჯეკოს მორიგი უარი - ბოსნიელს რუსეთში ჩასვლა არ სურს

"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა

ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

იგუაინმა კარიერა დაასრულა - "პიპიტამ" ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]

შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს

[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება

"ვალენსია" კლუივერტმა დატოვა, კავანიც წავა და მუსას გაყიდიან

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

"ვაღიარებ, ასეთი რამ არასდროს გამომიცდია" - კავანიმ "ვალენსიას" რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა

მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს

რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა

იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს

ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია