28 თებერვალს, საქართველოს ფუტსალის ლიგის მეორე წრე ბათუმში გასამართი შეხვედრებით აიღებს სტარტს
28 თებერვალს, საქართველოს ფუტსალის ლიგის მეორე წრე ბათუმში გასამართი შეხვედრებით აიღებს სტარტს. X ტურის შეხვედრებს ბათუმის სპორტული ახალგაზრდული ცენტრის დარბაზი უმასპინძლებს.

სათამაშო დღე, დინამო ბათუმისა და სტუ-თელასის დაპირისპირებით აიღებს სტარტს. მასპინძლები, წინა ტურში განცდილი დასანანი მარცხის მიუხედავად, ამ ტურის წინ კვლავ ინარჩუნებენ ადგილს ზედა ოთხეულში და იმისათვის, რომ პოზიციების დათმობის საფრთხის წინაშე არ დადგნენ, ამ შეხვედრაში მინიმუმ დადებითი შედეგი ესაჭიროებათ.

რაც შეეხება "ენერგეტიკოსებს" ისინი ტრადიციულად ფავორიტის რანგში წარსდგებიან ბათუმელი გულშემატკივრის წინაშე და დაგეგმილი სამი ქულის მოპოვებას შეეცდებიან. ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირება "თელასის" გამარჯვებით, 5:2 დასრულდა. დღევანდელი შეხვედრა 16:00 სთ-ზე დაიწყება.

საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი მეორე შეხვედრაში, რომელშიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მფკ აგორას უმასპინძლებს. გუნდები განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით და მიზნებით ხვდებიან ამ დაპირისპირებას. "ბათუმელ სტუდენტებს" პლეოფში მოსახვედრი მინიმალური შანსის შესანარჩუნებლად თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალური შედეგი ესაჭიროებათ, სტუმრები კი ღირსეული მესამე ადგილის და საპლეიოფო ზონაში პოზიციების გასამყარებლად იბრძოლებენ.

საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა ამ გუნდების თბილისური დაპირისირება, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. მატჩი 18:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

28.02.2017. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი. X ტური

16:00 მფკ დინამო (თბ) - სტუ-თელასი

18:00 მფკ ბსუ - მფკ აგორა

X ტურის კიდევ სამი შეხვედრა, 3 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. გათამაშების ლიდერი, მფკ ტატიშვილი თბილისი ვარიორსს დაუპირისპირდება, იბსუ აფხაზეთთან ითამაშებს, ხოლო ტურს, მფკ მგლებისა და მფკ თბილისის დაპირისპირება დაასრულებს.

03.03.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. X ტური

16:00 მფკ ტატიშვილი - მფკ თბილისი ვარიორსი

18:00 მფკ იბსუ - მფკ აფხაზეთი

20:00 მფკ მგლები - მფკ თბილისი

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"

მედია პარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფუტსალის ლიგა 2016/17: 12 ივნისს ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა!
ფუტსალის ლიგა 2016/17: აირჩიე საუკეთესო გოლი!
ფუტსალის ლიგა 2016/17: "სტუ-თელასი" საქართველოს ჩემპიონია! [PHOTO]
ფუტსალის ლიგა 2016/17: ფავორიტები სერიაში დაწინაურდნენ!
ფუტსალის ლიგა 2016/17: დღეს ფინალური სერია იწყება!
9 ივნისს, ფუტსალის ლიგის ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება [VIDEO]