"დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას სრული ნდობა გამოუცხადა
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ, მისმა მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ და მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ დღეს, 2 მარტს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

- რომან ფიფია: გადავწყვიტე, თბილისის "დინამოს" ბაზა ქალაქგარეთ გავიტანო!

კლუბის მფლობელმა, სხვა საკითხებთან ერთად, "დინამოდან" ვიაჩესლავ გროზნის წასვლასა და კახა კაჭარავას დანიშვნაზეც ისაუბრა. ფიფიას თქმით, ვერცერთი უცხოელი მწვრთნელი იმუშავებს "დინამოში" ისე გულიანად, როგორც ქართველი...

"კახა კაჭარავა დაბრუნდა "დინამოში". ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი კრიტიკული მესიჯი წავიკითხე არა კახასადმი, არამედ მწვრთნელების ხშირ ცვლასთან დაკავშირებით.

რა არის, იცით?! კრიტიკა ძალიან ადვილია მაშინ, როცა არაფერს აკეთებ, მაგრამ ნურავინ იფიქრებთ, რომ ჩემთვის ძალიან მარტივია ადამიანთან ჯერ კონტრაქტის გაფორმება, შემდეგ კი ორ თვეში მასთან დამშვიდობება. უბრალოდ, არის პრინციპები, რომელთა დარღვევა როგორც ჩემთვის, ისევე "დინამოში" ნებისმიერი მომუშავე პერსონალისთვის არ შეიძლება.

ვიაჩესლავ გროზნის შეექმნა ოჯახური პრობლემები და მისი მუშაობის პირობები ჩემთვის მიუღებელი იყო. ამიტომ ადამიანურად დავშორდით ერთმანეთს. მისი მუშაობა, ვარჯიშები და სტილი მომწონდა, მაგრამ დღეს ის უკვე სახლშია, აქ კი კახა კაჭარავაა. ამით გროზნიზე საუბარს ვასრულებ.

კახას დიდი ხანია ვიცნობ. ის სულით და გულით დინამოელია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამდენი წლის განმავლობაში არაერთი უცხოელი მწვრთნელი გვყოლია. სათითაოდ მათ დახასიათებას არ დავიწყებ, თუმცა ერთ რამეში დავრწმუნდი: ჩვენი საქმე ქართველმა უნდა აკეთოს! ისე გულიანად, როგორც ქართველი, "დინამოს" სხვა ვერ გაწვრთნის. მე ეს ვერცერთ უცხოელ მწვრთნელში ვერ დავინახე. ისინი აქ მუშაობდნენ, ოდნავ უკეთესი შემოთავაზების შემთხვევაში კი წასასვლელად მიზეზს ყოველთვის პოულობდნენ.

არსად გვეჩქარება. გვყავს შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელები და ამხელა ფუფუნება ამ მხრივ მართლა არასოდეს გვქონია. სამუშაო ძალიან ბევრია და მომავლის იმედით ვართ.

კაჭარავა ჩვენთვის უცხო არ არის. ამიტომ მას სრულ ნდობას ვუცხადებ და ის 3-წლიანი გეგმა, რომელზეც ვსაუბრობდით, მას ჩაბარდება. მთავარია, პროგრესი იყოს და ბავშვები სწორ გზაზე დადგნენ", - თქვა ფიფიამ.

gia
.... სალუქვაცეს რა უნდა დინამოსი
namdvili zaza
გჯერათ რომ ფიფიას ჯიბიდან რომ არ იყოს გადასახდელი ის უარს იტყოდა დინამოში მაგალითად კლაუდიო რანიერის მწვრთნელად დანიშვნაზე და კაჭარავას ამჯობინებდა? გჯერათ რომ ბაზის გადატანის მიზეზი კორპუსიდან სავარაუდოდ გადმოგდებული ბოთლია?! გჯერათ რომ არ არსებობს შესაძლებლობა გაკეთდეს "ვირტუალური ბოთლისგან" დამცავი ბადე ან სხვა საშუალება?! ან დაგისვიათ შეკითხვა რატომ არის რომან ფიფია წარმატებული ბიზნესმენი (მილიონერი) და რატომ არ ხართ მილიონერი თქვენ?? იმიტომ რომ სიმართლე ასეთია: 1. რომან ფიფიას აქვს მილიონერისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები. ანუ მას შეუძლია ფულის ჭკვიანურად შოვნა. 2. დღემდე რომან ფიფიას 200-მდე მილიონი აქვს მიღებული საბანკო კრედიტის სახით და გარანტიად ჩადებული აქვს დინამოს ქონება, მათ შორის ბაზა! 3. კორპუსები დინამოს ბაზის გარშემო ყოველთვის იდგა. ეს არ არის იქედან ბაზის გადატანის მიზეზი. 4. მცხეთაში ან სადმე თბილისის გარეუბანში მიწის ფასი დაახლოებით 10-ჯერ იაფია ვიდრე იქ სადაც დინამოს ბაზაა. 5.რამდენიმე წელიწადში მივიღებთ კორპუსებს, ბიზნეს-ცენტრებს დინამოს ბაზის ადგილას და ამით ფინანსურად იხეირებს სწორედ რომან ფიფია. 6. ხვალ ყველანი დინამოს ბაზის, ფიფიასგან დასაცავად უნდა გამოვიდეთ! 7. მილიონერებს ტვინი სხვანაირად აქვთ მოწყობილი. მათ შეუძლიათ წლები ელოდონ ნანატრ ფინანსურ მოგებას. ტრამპის მაგალითი აიღეთ, საქართველოს საფეხბურთო სამყარო კი არა ამერიკა "დააგოიმა". ან შორს რომ მივდივართ ჩვენ არ გვყავს მილიარდერი რომელმაც ცრუ დაპირებებით ქვეყანა ხელში ჩაიგდო? 8. რას ველოლიავებით ფიფიას? რა გააკეთა ამისთანა? დინამოს ძველი დიდება დაუბრუნა და როგორც უკრაინელმა ან რუსმა ბიზნესმენებმა (შახტიორი - ახმეტოვი, დნიპრო - კალამოისკი, ზენიტი - მილერი) ევროთასი მოაგვაგებინა ან ფინალში გაგვიყანა?? არაფერი მსგავსი!ჩემპიონთა ლიგის ან თუნდაც ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვედრაც კი სანატრელი გვაქვს! 9. რომ შევაჯამოთ, ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილი ბიზნეს გეგმის განხორციელებაა რომლიდანაც მხოლოდ ფიფია დარჩება მოგებული. 10. დიღმის ბაზა ისეთივე სიმბოლოა როგორც დინამოს გერბი, დინამოს სტადიონი, ან 81 წელს მოგებული ევროპის თასების მფლობელთა თასი. ნებისმიერი ამ სიმბოლოს გაყიდვით დინამო აღარ იქნება დინამო! არ დაბლოკოთ - ეს ჩემი როგორც გულშემატკივრის აზრია!
ქომაგი
ამ ბოო მწვრთნელს (გროზნის) არ ვიცნობ და ვერ შევაფასებ და სხვა მანამდე არსებულებიდან გარსიას შემდეგ დინამოოს მწვრთნელის ხელი არასდროს ეტყობოდა (ცოტა გეგუჩაძისას არა უშავდა) და დიდი შეცდპმა იყო მისი გაშვება. რაც შეეხება ჯაბა დვალს, დინამო-ტოტენჰემის თამაშისას ერთი მომენტი დამამახსივრდა კარგად, ტოტენჰემმაკუთხური ჩამოაწოდა და დინამომ სწრაფი(იშვიათი) კონტრშეტევა წამოიწყო და ჯაბა დვალს დინამოს ბოლო მცველმაც კი გაასწრო(ტიპს სირბილიც დაეზარა) და ასეთი არაერთხელ იყო...
alan kokoev
გიო, ჯაბა დვალი არა, მაგრამ ჯაბა კანკავა შეიძლება!! თუმცა ორთავე ჯაბა 30-ს კარგა ხანია გადასცდა, შესაბამისად გაახალგაზრდავების გზაზე მყოფ დინამოში ვერანაირად ვერ მოხვდებიან. ეს პრივილეგია მხოლოდ იაშკას ქონდა და აქვს (თუ მოისურვებს ახლაც დააბრუნებენ), როგორც დამსახურებულ დინამოელს და დამსახურებულ "ქოცფეხბურთელს".
გურამი
კაჭოს წარმატებები. მართალია ფიფია ამ შემთხვევაში როცა ახალგაზრდული ხაზი ავირჩიეთ კაჭო საუკეთესო ვარიანტია. წარმატებები დინამოს!
ბაჩო გ
კარგით რაა,რა დროს დვალია?...
მინდია
3 წელიო, ანუ ზაფხულში ახალ მწვრთნელს ველი
შალვა
როგორც "დინამოს" ძალიან დიდი სტაჟის მქონე ადამიანი, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ როგორც რომანის, ისე აქ კომენტარის დამდები მეგობრების მოსაზრებები იმის შესახებ, რომ "დინამოს" ისე გულიანად, როგორც ქართველი, უცხოელი ვერ გაწვრთნის, და ისე გულიანად, როგორც ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, სხვა ვერ ითამაშებს, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. უფრო მეტიც, სასაცილოდაც არ ღირს. შე კაი დედმამიშვილი, მეც რომ დამნიშნოთ მწვრთნელად, ისე გულიანად გავწვრთნი გუნდს, რომ თავს მოვიკლავ, მაგრამ რა შედეგი მექნება? ესაა მთავარი. გასაგებია თუ გუნდს შედეგს მხოლოდ შიდა ჩემპიონატზე ითხოვ, კი ბატონო, მაგრამ ევროპაზე უარი თქვით?. სხვა შემთხვევაში, ამას არანაირი გამართლება არა აქვს. არც კი ვიცი რა დავამატო. თუმცა რა ... მოკლედ...გიჯები ყოფილან უცხოელები, როც შედეგის მისარებად მთელ მსოფლიოში ეძებენ საუკეთესო სპეციალისტებს და ფეხბურტელებს. კარგით რა!!! საბოლოოდ ნუ აგვარებინებთ დინამოზე ხელს გულშემატკივრებს. ახლა სახლიდან მაინც "გბალეშიკობთ".....
გიო
გთხოვთ დააბრუნეთ დინამოში ჯაბა დვალი.
გიო
გეთანხმებით ბატონო რომან, ასევე თბილისის დინამოში ვერცერთი უცხოელი ფეხბურთელი ისე გულიანად ვერ ითამაშებს როგორც ქართველი.
პპპ
ამ კაცის მოღვაწეობა დინამოში განსაკუთრებული მოვლენაა. მარტინიკიდან ლეგიონერებს აღარ ველოდებით?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
"ქართულ კლუბებში უმეტესად ბაყაყები მუშაობენ, რომლებსაც უნდათ ჭაობში სხდომა" - ლევან სალუქვაძემ ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ისაუბრა
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს..." - ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება
"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა