გულშემატკივარს ტურის ცენტრალური შეხვედრების ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხზე რეგულარულად შეეძლება
დღეს, 3 მარტს, სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ჯღარკავამ მედიის, კომერციული სექტორისა და საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლებს ჩემპიონატთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს.

ვაკის მედიათეკაში წარმოდგენილი გახლდათ ლიგის ახალი შეფუთვა, მათ შორის ლოგო, პრომო-ვიდეო და მუსიკალური გაფორმება, ასევე ახალი საიტი (www.eliga.ge), ლიგის ფენტეზი და ახალი სატელევიზიო პროექტი.

ლიგის გაშუქება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციტივით, ეროვნული ლიგის ყველა ტურის, ყველა შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას გულისხმობს. ფეხბურთის გულშემატკივარს ტურის ცენტრალური შეხვედრების ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხზე რეგულარულად შეეძლება. სატელევიზიო პროექტის მიხედვით, მაყურებელი ყველა ორშაბათს, 23:00 საათზე ტურის გამორჩეული მომენტების ნახვას შეძლებს, თვეში ერთხელ კი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეროვნული ლიგის სპეციალური გადაცემა გავა. ტურის სხვა შეხვედრების ჩვენება ეროვნული ლიგის ვებ-გვერდზე მოხდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა პრეზენტაციის დაწყებამდე, ეროვნული ლიგის, როგორც ახალი და მნიშვნელოვანი პროექტის, შესახებ ისაუბრა და კლუბებს წარმატებები უსურვა.

პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმაც: "ყველას დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ახალი ეროვნული ლიგა იქნება ძალიან საინტერესო, სანახაობრივი უპირველესად ქომაგებისთვის, რადგან ფეხბურთი არის გულშემატკივრისთვის. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კარგი პროდუქტი შევთავაზოთ საზოგადოებას, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება გულშემატკივრისთვის და შემდგომ უკვე კომერციული სექტორისათვის."

"ხვალ სტარტს აიღებს ეროვნული ლიგა უამრავი სიახლით: განახლებული ფორმატით, განახლებული ბრენდინგით, სრული გაშუქებით, სატელევიზიო პროექტით. მინდა, წარმატება ვუსურვო კლუბებს და დარწმუნებული ვარ, რომ წინ ძალიან საინტერესო ეროვნული ლიგა გველოდება," - განაცხადა დავით მუჯირმა.

პრეზენტაციის დასრულებისას ნიკა ჯღარკავამ, ფეხბურთის ფედერაციის სახელით, მადლობა გადაუხადა ლოგოს ავტორს, ლადო კობახიძეს, ლიგის მუსიკის ავტორებს - ზურა ჯავახიასა და თორნიკე ქარჩხაძეს, ფენტეზის ავტორებს დიმა ნებიერიძესა და ლევან კეჭაყმაძეს, ვიდეოს ავტორს - გიორგი ჯაფარიძეს და ფედერაციის პარტნიორებს - საზოგადოებრივ მაუწყებელს, ომედიასა და GFM Studio-ს.

eliga.ge

lasha
ა ფენტეზიზე უფრო დაწვრილებით აგვიხსნათ თამაშის შესახებ შეილება ანუ იქ განმარტბული არა ქულებს რა პრინციპით აგროვებ ან ესეთი დეტალები რო აგვიხსნათ
gega
ზურა ჰიხურას ტამასჰს უყუროდ რადროს ზესტაფონია ჰვენ ლიცენზია არგვაქ
dila
საიტი კარგი ჩანს დ მთავარია რამდენად გამართულად იმუშავებს ,
giorgi
სანამ ქართველები მივხვდებთ რომ უშრომელად, მხოლოდ ნიჭის ხარჯზე შეუძლებელია დიდი ფეხბურთის თამაში , მანამდე ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება!
svan
ეს პროექტი მართლაც კარგად არის გაკეთებული
svan
Burton-ს ბარსა თუ რონალდუ......)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
oliko
N1 სპორტი სადაა ფეხბურთი? შენთვის თუ არის არ ნიშნავს რომ სხვისთვისაც არის. და რომც იყოს არ გამოდის არაფერი ამ ფეხბურთში და რა აზრი აქვს ფულის გადაყრას? თუ ესე გევასება ფეხბურთი წადი მარტვილი ხაშურის თამაშზე და უკარი ეგ შენი ტაშიიიი
zura
და ზესტაფონი დაივიწყეთ ხო საერთოდ/???
Burton
ტაშიიიი. რაში მჭირდება რაგბი და ჭიდაობა. N1 სპორტი არის ფეხბურთი!
shota-s
შოთა, ეგ კანონი რომ მიიღონ თავის კლუბებს იყოლიებენ და ფულს გაათეთრებენ ძალიან მარტივად. საერთოდ შეწყვიტეთ ფეხბურთის დაფინანსება, რატო უნდა მიდიოდეს ჩემი გადახდილი ფული ამ ხალხის ჯიბეში? ამხელა ინვესტიცია და შედეგი 0. გზები დააგეთ, სოფლის მეურნეობა განავითარეთ, განათლებაში გააკეთეთ ინვესტიცია და თუ სპორტი გინდათ მაინც და მაინც რაგბი, ჭიდაობა, კალათბურთი... ოღონდ ფეხბურთი არა
შოთა
თუ სურთ, რომ ფეხბურთი განვითარდეს აუცილებელია ისეთ ქალაქებში როგორებიცაა: ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ზესტაფონი, სამტერდია, ლანჩხუთი, ახალციხე, გორი, რუსთავი, თელავი და ა.შ. აუცილებლად იყოს კარგი კლუბები თავისი ინფრასტრუქტუროთა და ბავშვთა კლუბებით. უნდა მიიღონ კანონი, რომლის მიხედვითაც ბიზნესი თუ დააფინანსებს აღნიშნულ კლუბებს გამოექვითება გადასახადებში. მაგ. საშემოსავლოდან შეიძლებოდეს ან მოგებიდან, ან დივიდენდის გადასახადიდან რაღაც ნაწილის გამოქვითვა. სახელმწიფომ უნდა შეწყივიტოს კლუბების დაფინანსება და მთლიანად ბიზნესმა უნდა ასპონსოროს ამ პრინციპით! სახელმწიფოს დახმარება თუ უნდა ინფრასტრუქტურა და ბავშვთა უფასო სექციები გააკეთოს!
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება