თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა ეროვნული ლიგის პირველ ტურში ბათუმის "დინამოსთან" მატჩი შეაფასა
თბილისის "ლოკომოტივმა" ეროვნული ლიგის პირველ ტურში ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა სასტარტო მატჩი შეაფასა.

- ლოკომოტივი-დინამო (ბთ) 2:1 - სტარტიც ასეთი უნდა! [VIDEO]

"სტარტი ყოველთვის და ყველა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი ჩემპიონატის დაწყებას ყველა განსაკუთრებულად ველოდით, რადგან ახალი ფორმატია და შესაბამისად, უფრო გაძლიერებული ჩემპიონატის იმედი გვაქვს.

ახლა ეროვნული ლიგის ათეულში ბევრად უკეთესი გუნდები არიან, ვიდრე - წინა წლებში. ზუსტად ვიცოდი, რომ ადვილად დასამარცხებელი გუნდი არც ბათუმის "დინამო" იყო. ამ გუნდმა შარშანდელი სეზონიც ძალიან კარგად ჩაატარა. თურქეთშიც მქონდა საშუალება, მისი თამაშები მენახა, ისევე, როგორც ბათუმელთა მწვრთნელებს - ჩვენი სპარინგების. ამდენად, ერთმანეთზე მეტ-ნაკლებად რეალური წარმოდგენა გვქონდა და გამართლდა კიდეც ის მოლოდინი, რომ დიდი ბრძოლა და ძალიან რთული თამაში იქნებოდა.

გოლი ისეთ დროს გავუშვით, თამაშის შემოსატრიალებლად დრო გვრჩებოდა. თურქეთის შეკრებამ აქ იჩინა თავი, რადგან გუნდს რომ საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერება არ ჰქონოდა, თამაშის ხასიათის შეცვლა გაგვიჭირდებოდა. ჩვენ კი ეს მოვახერხეთ.

ასევე, მინდა ბათუმის "დინამოს" მიმართ დიდი პატივისცემა გამოვხატო. ცხადია, გახარებულები ვართ, რადგან პირველივე თამაში მოვიგეთ, მაგრამ ეს მხოლოდ გზის დასაწყისია. ფეხბურთელებსაც ვუთხარი გასახდელში, რომ ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯი გადავდგით, ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ და ეს თამაში უკვე უნდა დავივიწყოთ", - ამბობს დევდარიანი.

ირაკლი სიხარულიძემ ბათუმელებთან დუბლი შეასრულა და "ლოკომოტივს" მეტოქის ძლევასა და მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა. "დინამოსთან" შეხვედრაზე "ლოკომოტივის მე-7 ნომერმაც ილაპარაკა:

"პირველი ტური და სეზონის დაწყება ყოველთვის ძნელია. ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ბათუმელებთან ორმაგად რთული მატჩი გვქონდა, რადგან კარგი მეტოქე გვყავდა.

იყო მესამე ფაქტორიც - გოლი დასაწყისშივე გავუშვით. თუმცა შევძელით და გავიმარჯვეთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვეცდებით, შემდეგ თამაშებში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ და შედეგთან ერთად, უკეთესი ფეხბურთიც ვაჩვენოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kkkk
magari trenerebi ligaze arian )))
დავით
მაგარი ტრენერია დევდარიანი,დიდი ხანია იცნობს ლოკოს ფეხბურტელებს და შედეგიც ექნება.თევდორაძე უმაგლეში მან დააყენა პირველად
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა